ვლადიმერ გვანცელაძე

ვლადიმერ ვასილის ძე გვანცელაძე (დ. 10 მაისი, 1919, სოფ. უკანეთი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, — გ. 22 ივნისი, 1970, ქუთაისი) — საბჭოთა კავშირის გმირი (3 ივნისი, 1944), რიგითი.

საბჭოთა არმიაში გაიწვიეს 1942 წელს. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ვორონეჟთან, კიევთან, ბელორუსიაში. მდ. დნეპრის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოფელ უკანეთის კოლმეურნეობაში, შემდეგ — ქუთაისის აბრეშუმის კომბინატში. დაჯილდოებული იყო ასევე ლენინის ორდენით და მედლებით. ქუთაისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება