ვლადიმერ ახობაძე
ვლადიმერ ბესარიონის ძე ახობაძე (დ. 1918, სამტრედია — გ. 1 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი მუსიკათმცოდნე, კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1938 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც სამამულო ომის გამო 1947 წელს დაასრულა. 1950 წლიდან იწყება მისი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობა კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრაზე. იგი იკვლევდა ქართული მუსიკალური ფოლკლორის ნაკლებად შესწავლილ საკითხებს. მის საგულისხმო ნაშრომებს ქართული ფოლკლორისტიკის ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 69, თბ., 1994