ვლადიმერ აჩბა (დ. 9 აგვისტო, 1948, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი.

ვლადიმერ აჩბა
დაბადების თარიღი 9 აგვისტო, 1948 (1948-08-09) (76 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება აფხაზი

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1971-1972 წლებში მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში ლაბორანტად. 1972-1974 წლებში იყო „საქსახწყალპროექტში“ ინჟინერი. 1975-1977 წლებში — ტურიზმის და ექსკურსიების საპროექტო სახელოსნოში უფროსს ინჟინრად მუშაობდა. 1978-1979 წლებში იყო საქართველოს სსრ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1978 წელს მუშაობდა საქართველოს კომკავშირის ახალგაზრდული ტურიზმის ბიუროში რეფერენტად. 1979-1980 წლებში იყო კომპარტიის ქალაქკომის ტრანსპორტისა და მრეწველობის განყოფილებაში ინსტრუქტორი. 1980-1985 წლებში — მშენებლობის სამინისტროს ტრესტი № 1-ში პარტიული კომიტეტის მდივნის მოადგილედ. 1985-1986 წლებში იყო სამრეწველო წარმოების კომბინატის დირექტორი. 1986-1987 წლებში მუშაობდა ქალაქკომის მშენებლობის და ქალაქის მეურნეობის განყოფილებაში განყოფილების გამგედ. 1987-1991 წლებში იყო ტრესტი № 1-ში პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარე. 1987 წელს იყო ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილების გამგე . 1992-1993 წლებში იყო სახელმწიფო კანცელარიაში — უფროსი სპეციალისტი, სამმართველოს უფროსი. 1993-1997 წლებში იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) „ოქროს საწმისი“ მენეჯერი. 1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო განყოფილების უფროსად. 2004-2009 იყო შპს „ვათა“-ში ექსპედიტორი. 2009-2015 წლებში — შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) „ქორეთი“ დირექტორი. 2015-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება