ვიჭაკიანიმისტური რიტუალი. ნიშნავს ახსნას, გამოცნობას. ვიჭაკი იყო მკითხაობის ფორმა რომელსაც თბილისელი ქალები სასაფლაოზე მართავდნენ.

მკითხაობაში მონაწილე ორი ქალი დილით ადრე დგებოდა, უჩუმრად გადიოდა სახლიდან, რათა შვიდი ჭურჭელი შვიდი წყაროს წყლით აევსოთ. მკითხაობაში მონაწილე სხვა გოგონები, წყლიან ჭურჭელს ფერადი ნაჭრებით რთავდნენ და ყოველი მათგანი შიგ რაიმე ნივთს აგდებდა: ბეჭედს, საყურეს, სამაჯურს, კენჭებს... იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფრის ჩატარებამდე წყლის შემგროველებელი დაილაპარაკებდა სამკითხაო წყალი ძალას დაკარგავდა და მკითხაობა იშლებოდა.

მოტანილი წყალი უნდა გადაეღვარათ და ის ქალიშვილი ახალი წყლის მოსატანად უნდა წასულიყო. მკითხაობა საღამო ჟამს, მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა. წყლიანი ჭურჭლებიდან ნივთები უნდა ამოეღო საგანგებოდ მოყვანილ პატარა გოგონას. რიტუალის დროს ვინმეს თურქულ ენაზე უნდა ემღერა, ამიტომ თურქული ენის მცოდნეს იწვევდნენ, რომელიც ნამღერს თარგმნიდა.

ვიჭაკში მონაწილენი სხდებოდნენ წრიულად. თითოეული ნამღერი სტროფის შემდეგ გოგონა წყლიანი ჭურჭლიდან ნივთებს იღებდა. ყველა მონაწილეს სიმღერისთვის უნდა ესმინა, რადგან მასში მოხსენიებული იყო: ბედნიერება, სიცოცხლე, სიყვარული... ვიჭაკი ვახშმით და გართობით სრულდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თეიმურაზ ბერიძე, ძველი თბილისის სურათები, თბ., 1977