ვიქტორ რამაჰატრა
ვიქტორ რამაჰატრა (დ. 6 სექტემბერი, 1945) — მადაგასკარის ყოფილი პოლიტიკოსი. დაიბადა ანტანანარივუში.[1] პრეზიდენტ დიდიე რაცირაკას პირველი ვადით მმართველობისას იყო მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 1988 წლის 12 თებერვლიდან 1991 წლის 8 აგვისტომდე.[2] პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მან დეზირე რაკუტუარიძაუნა შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეკავა. 1997 წელს რაცირაკას მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რამაჰატრა გახდა მისი სპეციალური სამხედრო მრჩეველი. 2002 წლის ივნისში ბრალად დასდეს სამშობლოს ღალატი და პრეზიდენტ მარკ რავალომანანას წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა და დააპატიმრეს.[3] იგი გაათავისუფლეს 2002 წლის ოქტომბერში.[4][5]
ვიქტორ რამაჰატრა Victor Ramahatra | |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 თებერვალი, 1988 – 8 აგვისტო, 1991 | |
პრეზიდენტი | დიდიე რაცირაკა |
წინამორბედი | დეზირე რაკუტუარიძაუნა |
მემკვიდრე | გი ვილი რაზანამასი |
დაბადებული | 6 სექტემბერი, 1945 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1]
- ↑ Victor Ramahatra on the Contemporary Africa Database.
- ↑ "Ex-PM imprisoned for 'treason' in Madagascar", Times of India, June 26, 2002
- ↑ "Victor ramahatra libéré à la suite d'un non-lieu prononcé par le tribunal", L'Express de Madagascar, November 03, 2002.
- ↑ "Le général Ramahatra libéré", MATERA, October 31, 2002.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: დეზირე რაკუტუარიძაუნა |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 12 თებერვალი, 1988 – 8 აგვისტო, 1991 |
შემდეგი: გი ვილი რაზანამასი |