ვიქტორ ზოლოტოვი
ვიქტორ ზოლოტოვი (რუს. Виктор Васильевич Золотов; დ. 27 იანვარი, 1954, სასოვო, რიაზანის ოლქი, რსფსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე. რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარის ფედერალური სამსახურის დირექტორი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარის მთავარსარდალი 2016 წლის აპრილიდან,[1] არმიის გენერალი.[2]
2014-2016 წლებში იყო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ჯარის მთავარსარდალი და მინისტრის მოადგილე. 2000-2013 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და დაცვის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1991 წლის 19 აგვისტოს იყო ერთ-ერთი, ვინც იცავდა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს, მისი ტანკზე გამოსვლის დროს.[3]
1990-იან წლებში გახდა სანქტ-პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის დაცვის წევრი. მაშინ მან გაიცნო ვლადიმერ პუტინი, რომელიც იმ დროს სობჩაკის მოადგილე და სანქტ-პეტერბურგის ვიცე-მერი იყო. საბოლოო ჯამში, დაუახლოვდა პუტინს და გახდა მისი სპარინგ-პარტნიორი ბოქსსა და ძიუდოში.
1996 წელს ზოლოტოვი გაათავისუფლეს დაცვის ფედერალური სამსახურიდან, რის შემდეგაც იგი გარკვეული პერიოდი მუშაობდა „Балтик-Эскорт“-ის დაცვაში და იცავდა რუს მეწარმეს, რომან ცეპოვს (რომელიც თავადაც ადრე ანატოლი სობჩაკის დაცვის წევრი და ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი იყო).
2000-2013 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე. ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა ანატოლი კუზნეცოვი. 2006 წელს მიიღო გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.
2013 წლის სექტემბერში დაინიშნა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ჯარის მთავარსარდალის მოადგილედ.
2014 წლის 12 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ჯარის მთავარსარდლად.[4]
2015 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა ინფორმაცია ზოლოტოვის შემოსავლის შესახებ; ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს ზოლოტოვის შემოსავალმა 6 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა.[5]
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით 2015 წლის 10 ნოემბერს მიენიჭა არმიის გენერალის წოდება.
2016 წლის 5 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარის ფედერალური სამსახურის დირექტორად და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარის მთავარსარდლად.[6] სტატუსით, ეს თანამდებობა ფედერალური მინისტრის ეკვივალენტურია. ამის შემდეგ, ზოლოტოვი გახდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, თუმცა, იმავე წლის 12 აპრილს პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით იგი მხოლოდ წევრამდე ჩამოქვეითდა.[7][8][9][10]
2018 წლის 6 აპრილს შეიყვანეს აშშ-ის სანქციების „კრემლიას სიაში“; მასთან ერთად იქ მოხვდა 17 რუსი ჩინოვკინი და 7 ბიზნესმენი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან იყო დაახლოებული.[11][12]
ბრალდებები კორუფციაში
რედაქტირება2018 წლის 23 აგვისტოს პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ თავის საიტზე გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმადაც ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებისთვის საკვებს ხელოვნურად მაღალი ფასებით ყიდულობს, რაშიც ბრალი, ნავალნის თქმით, ზოლოტვს მიუძღვის.[13] მალევე, ეროვნულმა გვარდიამ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ გამოძიება არის ფალსიფიცირებული და წარმოადგენს „ექსპერიმენტს“, რომელშიც „დიდი ალბათობით შეგნებულად“ არ ითვალისწინებდნენ საქონლის წარმოების ფაქტორებს.[14] ორი კვირის შემდეგ ზოლოტოვმა გამოაქვეყნმა ვიდეომიმართვა, სადაც ნავალნის დუელი შესთავაზა და შეპირდა, რომ მისგან „ნაჯერ დაბეგვილს“ გააკეთებდა. ზოლოტოვმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელმა დაუშვა მისი მისამართით „შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებელი სიტყვები“, რომელთა „ასე მარტივად პატიება არ არის მიღებული“.[15]
2018 წლის 18 სექტემბერს გამოცემა „Собеседник“-მა დაწერა, რომ ეროვნული გვარდია ჯარისთვის ეკიპირებას ზედმეტად მაღალი ფასებით ყიდულობდა.[16]
2018 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ გვარდიის შესყიდვებს სამხედრო პროკურატურა შეისწავლიდა. პირადი კონტროლის ქვეშ გამოძიება აიღო მთავარმა სამხედრო პროკურორმა ვალერი პეტროვმა.[17]
2018 წლის 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხორცკომბინატმა „Дружба народов“ სასამართლოში უჩივლა ალექსეი ნავალნის კორფუციასთან ბრძოლის ფონდის გამოძიების გამო.[18]
2018 წლის 18 ოქტომბერს ნავალნიმ, რომელიც 25 აგვისტოდან 14 ოქტომბრამდე პატიმრობაში იმყოფებოდა,უასუხა ზოლოტოვის გამოწვევას და დუელისთვის ადგილი და „იარაღი“ აირჩია: ოპონენტს მან შესთავაზა დებატები ნებისმიერ ფედერალურ არხზე ან მის YouTube-არხზე და პასუხის გასაცემად ერთი კვირა მისცა.[19] 2018 წლის 19 ოქტომბერს ზოლოტოვმა უარი განაცხადა დებატებზე და დაამატა, რომ ნავალნის „სპორტულ შეჯიბრეაში“ იწვევდა.[20] 20 ოქტომბერს ზოლოტვმა განაცხადა, რომ ნავალნი პოლიგრაფზე იყო შესამოწმებელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Биография на сайте Росгвардии. დაარქივებული 2018-06-27 საიტზე Wayback Machine.
- Биография на сайте МВД России. დაარქივებული 2015-11-17 საიტზე Wayback Machine.
- Виктор Золотов — на сайте Peoples.ru
- Телохранитель Путина — статья из газеты «Ленинградская правда».
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Виктор Золотов назначен главой национальной гвардии
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 10.11.2015 № 555 «О присвоении специальных званий высшего начальствующего состава сотрудникам органов внутренних дел Российской Федерации и воинских званий высших офицеров военнослужащим внутренних войск Министерства внутренних дел Российской Федерации»
- ↑ «Итоговая программа», НТВ, 29 апреля 2007 (видеосюжет)
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 12 мая 2014 года № 324 «О первом заместителе Министра внутренних дел Российской Федерации — главнокомандующем внутренними войсками Министерства внутренних дел Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-14. ციტირების თარიღი: 2018-11-22.
- ↑ Бывший охранник Путина впервые опубликовал сведения о доходах
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 05.04.2016 № 158 «О директоре Федеральной службы войск национальной гвардии Российской Федерации — главнокомандующем войсками национальной гвардии Российской Федерации»
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 05.04.2016 № 159 «О внесении изменения в состав Совета Безопасности Российской Федерации, утверждённый Указом Президента Российской Федерации от 25 мая 2012 г. N 715»
- ↑ Внесено изменение в состав постоянных членов Совета Безопасности
- ↑ Глава Нацгвардии по статусу приравнен к министру
- ↑ Вести. Ru: Золотов занял место Грызлова в Совете безопасности
- ↑ США расширили санкционный список в отношении России (2018-04-06). ციტირების თარიღი: 2018-04-06.
- ↑ Наказание за «скверные поступки». «Кремлёвский список» превратился из «телефонного справочника» в реальный инструмент воздействия на российскую финансовую элиту
- ↑ Картошечка Росгвардии
- ↑ Маргарита Девяткина, Максим Солопов, Мария Кокорева Росгвардия назвала фальсификацией расследование Навального о госзакупках // РБК, 31.08.2018
- ↑ Евгений Калюков, Валерий Романов, Глава Росгвардии пообещал сделать из Навального «отбивную» // РБК, 11.09.2018
- ↑ Тайное золото Золотова. У генерала Росгвардии затерялся еще миллиард. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-02. ციტირების თარიღი: 2018-11-22.
- ↑ Главой Росгвардии занялся главный военный прокурор
- ↑ Мясокомбинат "Дружба народов", поставляющий продукты Росгвардии, подал в суд на Алексея Навального
- ↑ „Навальный вызвал главу Росгвардии Золотова на дебаты на федеральном телеканале“. Новая газета - Novayagazeta.ru (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-18. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
- ↑ Золотов отказался от дебатов с Навальным. РБК. ციტირების თარიღი: 2018-10-19.