ვიტალი გოძიაცკი
ვიტალი ალექსეევიჩ გოძიაცკი (დ. 29 დეკემბერი, 1936, კიევი) ― უკრაინელი და საბჭოთა კომპოზიტორი, მუსიკალური პედაგოგი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1996), საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირისა და უკრაინის კომპოზიტორთა ეროვნული კავშირის წევრი, ბორის ლიატოშინსკის პრემიის ლაურეატი (2003).
ვიტალი გოძიაცკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 26 დეკემბერი, 1936 (87 წლის) |
დაბ. ადგილი | კიევი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავიტალი გოძიაცკი 1936 წლის 29 დეკემბერს კიევში დაიბადა. დაწყებითი მუსიკალური განათლება ოჯახში მიიღო. სკოლაში სწავლის პარალელურად ფორტეპიანოზე დაკვრასა და მუსიკალურ-თეორიულ საგნებს სწავლობდა. 1956-1961 წლებში სწავლობდა უკრაინის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში, ბორის ლიატოშინსკის კლასში.
1970 წელს გოძიაცკი სსრ კავშირის კომპოზიტორთა კავშირიდან გარიცხეს და მისი ნამუშევრების შესრულება ფაქტობრივად აკრძალეს.
ვიტალი გოძიაცკი ძირითადად კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრში მუშაობს. წერს მუსიკას კინოფილმების, მულტფილმებისა და თეატრალური დადგმებისთვის.
მთავარი ნამუშევრები
რედაქტირება- „პოემა“ და „სკერცო“ ორკესტრისთვის (1961)
- სიმფონია „პერიოდები“ (1968)
- სიუიტა კამერული ორკესტრისთვის (1966)
- სიუიტა ორკესტრისთვის „კონკია“
- სონატა № 2 ფორტეპიანოსთვის (1973)
- საკონცერტო ვარიაციები ბანდურასთვის (1978)
- სიმღერები და რომანსები ალექსანდრე ბლოკის, სერგეი ესენინის, მაქსიმ რილსკისა და სხვ. ლექსებზე
ლიტერატურა
რედაქტირება- Муха А. Композитори України та української діаспори. — К. : 2004. — ISBN 966-8259-08-4.(უკრ.)
- Мокрієва Г. Лист із Києва// Ruch muzyczny, Варшава, 1962, 1 трав.; передрук.: в ж. Музика, 1992, № 4;(უკრ.)
- Зінькевич О. Український авангард// Музика, 1992, № 4;(უკრ.)