ვიტალი ვალენტინის ძე ბიანკი (დ. 11 თებერვალი [ ძვ. სტ. 30 იანვარი], 1894, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 10 ივნისი, 1959, ლენინგრადი, სსრკ) — საბჭოთა მწერალი, მრავალი საბავშვო მოთხრობის ავტორი.

ვიტალი ბიანკი
რუს. Виталий Валентинович Бианки
დაბადების თარიღი 30 იანვარი (11 თებერვალი), 1894[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[5] [2]
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 1959(1959-06-10)[5] [6] [7] [2] [8] [3] [4] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[5] [2]
დასაფლავებულია ბოგოლოვსკოეს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[7] , საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი, ორნითოლოგი, ბუნებისმეტყველი და მასწავლებელი[9]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა და animal literature

იყო ბიისკის ბუნების მოყვარულთა საზოგადოების აქტიური მონაწილე. ალტაის სახალხო უნივერსიტეტში გამოდიოდა ლექციებით ორნიტოლოგიაში. 1921 წელს ორჯერ იქნა დაპატიმრებული ადგილობრივი ჩეკას მიერ და სამი კვირის განმავლობაში პატიმრობაში მძევლად ჰყავდათ. 1922 წელს გააფრთხილეს შესაძლო დაპატიმრების შესახებ და იგი, მივლინების გაფორმებით, გაემგზავრა პეტროგრადში.

1925 წელს კვლავ დააპატიმრეს და არარსებულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით მიუსაჯეს სამწლიანი დეპორტაცია ურალსკში. 1928 წელს, მრავალი, მათ შორის, მაქსიმ გორკის შუამდგომლობით, მიიღო ნოვგოროდში, შემდეგ კი ლენინგრადში გადასვლის უფლება. 1932 წელს იგი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, მაგრამ სამხილების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

1935 წლის მარტში ბიანკი კვლავ იქნა დაპატიმრებული და გადაგზავნილი აკტიუბინის ოლქში. უფლებადამცველ ეკატერინა პეშკოვას შუამდგომლობით იგი გაათავისუფლეს.

დიდი სამამულო ომის პერიოდში გულის ავადმყოფობის გამო ჯარში არ გაიწვიეს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გადაიტანა ინფარქტი, შემდეგ – ორი ინსულტი. სისხლძარღვთა დაავადების გამო თითქმის წაერთვა გადაადგილების უნარი. გარდაიცვალა 1959 წლის 10 ივნისს.

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119458659 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  3. 3.0 3.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  4. 4.0 4.1 ПроДетЛит — 2019.
  5. 5.0 5.1 5.2 Бианки Виталий Валентинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. 7.0 7.1 The Fine Art Archive — 2003.
  8. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 212–214. — ISBN 5-94848-245-6
  9. Czech National Authority Database