ვისის ეკლესია
ვისის ეკლესია (გერმ. Wieskirche) — როკოკოს სტილის ოვალური ეკლესია, რომელიც 1740-იან წლებში გერმანელმა არქიტექტორმა დომინიკუს ზიმერმანმა ააშენა. მდებარეობს გერმანიაში, ალპების მთისწინეთში, ბავარიის შტაინგადენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვისში.
ვისის ეკლესია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | გერმანია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 47°41′00″ ჩ. გ. 10°54′00″ ა. გ. / 47.68333° ჩ. გ. 10.90000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1983 (მე-7 სესია) |
ნომერი | 271 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 271 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1738 წელს, შენიშნეს, რომ ქრისტეს გამათრახების სცენის ამსახველ ერთ-ერთ ხის ფიგურას ცრემლები სდიოდა. ამ სასწაულმა უამრავი პილიგრიმის მოზიდვა გამოიწვია. 1740 წელს, ფიგურის დასაბრძანებლად პატარა სამლოცველო ააშენეს, რომელიც აურაცხელ პილიგრიმს ვერ იტევდა, ამიტომ შტაინგადენის სააბატომ განცალკევებული სამლოცველოს აშენება დააფინანსა. საკურთხეველში დაბრძანებული ქანდაკების წინაშე მრავალი ავადმყოფი იკურნებოდა სნეულებათაგან, რამაც ეკლესია უდიდეს პილიგრიმულ ცენტრად აქცია.
1983 წელს, იუნესკომ ეკლესია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, 1985 - 1991 წლებში კი ფართო რესტავრაცია ჩაუტარდა.