ვირჯილიო ფოსატი (იტალ. Virgilio Fossati; დ. 12 სექტემბერი, 1889, მილანი — გ. 29 ივნისი, 1916, მონფალკონე) — იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.

ვირჯილიო ფოსატი
Virgilio Fossati
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
12 სექტემბერი, 1889
დაბადების
ადგილი
იტალიის დროშა მილანი, იტალია
გარდაცვალების
თარიღი
29 ივნისი, 1916 (26 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მონფალკონე, იტალია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1909–1915 ინტერი მილანი 97 (4)
ეროვნული ნაკრები
1910–1915 იტალიის დროშა იტალია 12 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1909–1915 ინტერი მილანი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფეხბურთის კარიერა დაიწყო მილანის „ინტერნაციონალეში“ კლუბის დაარსებიდან ერთი წლის თავზე, 1908 წელს. ფოსატი იყო ინტერის პირველი კაპიტანი და პირველი მწვრთნელი. გუნდში გატარებული 6 წლის მანძილზე თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. ამ პერიოდში გამართა 97 მატჩი და გაიტანა 4 გოლი. გუნდთან ერთად მოიგო 1909–10 წლების იტალიის ჩემპიონატი. ეს იყო ინტერის ისტორიაში პირველი ტიტული.

ფოსატი გამოდიოდა იტალიის ნაკრებშიც, სადაც მან 12 მატჩი გამართა და ერთი გოლი გაიტანა. ის იყო ინტერიდან პირველი მოთამაშე, ვინც ეროვნულ ნაკრებში იქნა მიწვეული.

ფოსატის ძმა — ჯუზეპეც ფეხბურთელი იყო და ინტერში თამაშობდა, სადაც 3 წლის მანძილზე 43 მატჩი გამართა ვირჯილიო ფოსატის საფეხბურთო კარიერას და შემდეგ სიცოცხლეს წერტილი დაუსვა პირველმა მსოფლიო ომმა. 1915 წელს ის წავიდა ფრონტზე, მას მიანიჭეს სამხედრო კაპიტნის წოდება. 1916 წელს დაიღუპა ავსტრია-უნგრეთის არმიასთან ბრძოლაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება