ვირის ჯიმლა
ვირის ჯიმლა (ლათ. Hygrocybe conica) — სოკოს სახეობა ჰიგროფორუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა.
ვირის ჯიმლა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ვირის ჯიმლა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hygrocybe conica (Schaeff.) P.Kumm. (1871) | |||||||||||||||
|
სუსტად შხამიანი სოკოა. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. იზრდება ნიადაგზე ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო მეცნიერულად პირველად აღწერა გერმანელმა მეცნიერმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს, რომელმაც სახეობას უწოდა Agaricus conicus.[1] პაულ კუმერმა სახეობა მიაკუთვნა ჰიგროციბეს გვარს 1871 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus conicus Schaeff. 1774
- Agaricus tristis Pers. (1801)
- Hygrophorus conicus (Schaeff.) Fr. (1838)
- Godfrinia conica (Schaeff.) Maire (1902)
- Hygrocybe pseudoconica J.E.Lange (1923)
- Hygrophorus tristis Bres. (1928)
- Hygrophorus olivaceoniger (P.D.Orton (1960)
- Hygrocybe olivaceonigra (P.D.Orton) M.M. Moser (1967)
აღწერა
რედაქტირებაქუდი 2—9 სმ დიამეტრისაა, წვეტიანი კონუსისებური, კონუსისებური, შემდეგ ფართო კონუსისებური წაწვეტებული ბორცვით. გლუვი, რადიალურად დაზოლილი,[3] წვიმიან ამინდში ოდნავ წებოვანია. ნარინჯისფერი, წითელი ან წითელ-ნარინჯისფერი, კიდეები უფრო მუქია და უსწორმასწორო. დაზიანებისას და ასაკთან ერთად შავდება.[4]
რბილობი ცვილისებრია, თხელი. ჰაერზე შავდება. გაჭრისას ოდნავ წყალწყალაა, განსაკუთრებული სუნის გარეშე და სასიამოვნო გემოთი. [5][6][7]
ფეხის სიგრძე — 2—10 სმ, სიგანე — 0,3—1 სმ, ცენტრალური, ცილინდრული, სწორი, მყიფე. ყვითელი ან ყვითელ-ნარინჯისფერი, ქვედა მხარეს უფრო მუქი, დაზიანებისას შავდება. საყელოს გარეშე.
ფირფიტები თავისუფალია ან მიმაგრებული, რომელიც ფართოვდება ქუდის კიდესთან, მოყვითალო და ღია-მოყვითალოა, ასაკთან ერთად იშლება და დაჭერის ადგილებში ხდება მონაცისფრო-გოგირდისფერ-მოყვითალო.
სპორული ფხვნილი თეთრია. სპორები 8—10×5—5,6 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი, უფერული, არაამილოიდური.
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებაიზრდება ზაფხულ-შემოდგომით მიწასა და მდელოებზე ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში. დამახასიათებელი და ადვილად შესამჩნევი სოკოა.
გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპას (მათ შორის საქართველოსაც),[8] ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.
ტოქსიკურობა
რედაქტირებასუსტად შხამიანია. საკვებში არ იყენებენ. ერთდროულად რამდენიმე ეგზემპლარის მოხმარება იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, რასაც თან სდევს ღებინება და გულისრევა. მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები დღემდე შესწავლილი არ არის.[9]
მსგავსი სახეობები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვირის ჯიმლა“ ვიკისაწყობში.
- ვირის ჯიმლა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- ვირის ჯიმლა MycoBank-ზე (ინგლისური)
- ვირის ჯიმლა დაარქივებული 2022-12-03 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
- Hygrocybe conica (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jacob Christian Schäffer: „Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur icones, nativis coloribus expressae”, Editura J.J. Palmium, Erlangen 1774 vol. 4, p. 2 vol. 3-4
- ↑ Paul Kummer: „Der Führer in die Pilzkunde: Anleitung zum methodischen, leichten und sicheren Bestimmen der in Deutschland vorkommenden Pilze mit Ausnahme der Schimmel- und allzu winzigen Schleim- und Kern-Pilzchen”, Editura E. Luppe, Zerbst 1871, p. 111
- ↑ ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 172, ISBN 978-9941-8-4547-5.
- ↑ Ewald Gerhardt: Grzyby – wielki ilustrowany przewodnik. s. 136. ISBN 83-7404-513-2.
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 460-461, ISBN 3-405-12081-0
- ↑ Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 118-119, ISBN 978-3-440-14530-2
- ↑ Gheorghe Sălăgeanu, Anișoara Sălăgeanu: „Determinator pentru recunoașterea ciupercilor comestibile, necomestibile și otrăvitoare din România”, Editura Ceres, București 1985, p. 154
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 90, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Vergiftungssyndrome de. Dgfm-ev.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი, 2024.