ვირთაგვას კუნძულები

ვირთაგვას კუნძულები (ინგლ. Rat Islands) — კუნძულთა ჯგუფი ალეუტის კუნძულების დასავლეთ ნაწილში. ეკუთვნის აშშ-ის ალასკის შტატს. საერთო ფართობი 934,594 კმ². შედგება 7 დიდი და რამდენიმე პატარა კუნძულისაგან. დიდი კუნძულებიდან აღსანიშნავია: კისკა, სემისოპოჩნი, ამჩიტკა, პატარა სიტკინი, ბულდირი, ვირთაგვა, სეგულა. ყველა კუნძული დაუსახლებელია. კუნძულები მეტწილად მთიანია. სიმაღლე 1221 მ-მდე. არის მოქმედი ვულკანები. გეოლოგიური თვალსაზრისით მოქცეულია სეისმურად აქტიურ რეგიონში, წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკური ფილაქნების საზღვარზე. 1965 წელს მოხდა უძლიერესი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდამ 8,7 ბალი შეადგინა. კუნძულ ამჩიტკაზეა ზღვის წავის ნაკრძალი. ვირთაგვას კუნძულები აღმოაჩინეს რუსმა მრეწველებმა XVIII საუკუნეში. სახელი უწოდა თედორე ლიტკემ 1827 წელს. სახელწოდება მიიღო კუნძულებზე მობინადრე მღრღნელების სიმრავლის გამო.

ვირთაგვას კუნძულები

ვირთაგვას კუნძულები
გეოგრაფია
მდებარეობა ბერინგის ზღვა
კოორდინატები 51°47′17″ ჩ. გ. 178°18′10″ ა. გ. / 51.78806° ჩ. გ. 178.30278° ა. გ. / 51.78806; 178.30278
კუნძულთა რაოდენობა 13
მთავარი კუნძული ამჩიტკა
ფართობი 934,594 კმ²
უმაღლესი წერტილი 1221 მ

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება