ვირგაცია
ვირგაცია (ლათ. virgatio – განტოტვა) —
- ტექტონიკაში — ქანების ნაოჭების კონის გაშლა ან მისგან ცალკეული ნაოჭების გამოყოფა. ვითარდება ნაოჭა ზონის დაძირვისა და ნაოჭების ჩაქრობის დროს. ტერმინი შემოიღო ედუარდ ზიუსმა (1885).
ემილ არგანის (1935) მიხედვით, არსებობს იძულებითი ვირგაციაც, რომელიც ვითარდება შედარებით უდრეკ სხეულზე (მაგ., ძველ კონსოლიდირებულ მასივზე) ნაოჭების მორგების შემთხვევაში. მეტად დამახასიათებელია ტიან-შანის მთებისათვის.
- გეომორფოლოგიაში — მთაგრეხილების განტოტვა ერთი მიმართულებით, რომელიც ხშირად მრავალჯერ მეორდება. მაგალითად დამახასიათებელია ალაის ქედის დასავლური მიმართულებისათვის (ყირგიზეთი, ტაჯიკეთი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 417.