ვინსენტ დე ბოვე
ვინსენტ დე ბოვე, ვინცენტიუსი (ფრანგ. Vincent de Beauvais, ლათ. Vincentius; დ. დაახლ. 1184/1194 — გ. დაახლ. 1264) — ფრანგი სწავლული, პედაგოგი, დომინიკელი ბერი.
ვინსენტ დე ბოვე | |
---|---|
ფრანგ. Vincent de Beauvais | |
დაბ. თარიღი | 1190 |
დაბ. ადგილი | Boran-sur-Oise |
გარდ. თარიღი | 1264 ან 1267 |
გარდ. ადგილი | Beauvais, საფრანგეთის სამეფო |
მოქალაქეობა | საფრანგეთის სამეფო[1] |
საქმიანობა | პედაგოგი, ფილოსოფოსი, მწერალი[2] , ზოოლოგი, ბუნებისმეტყველი და encyclopedist |
ვინსენტ დე ბოვეს ცხოვრების შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. მოღვაწეობდა როიომონის ცისტერციანელთა მონასტერში (ახლანდ. ვალ-დ’უაზის დეპარტამენტი). ავტორია ენციკლოპედიური შინაარსის ნაშრომისა „დიდი სარკე“ (ლათ. Speculum Maius), რომელიც შედგენილია 1247–1260 წლებს შორის. მოიცავს 80 წიგნს. ემყარება 2000-მდე წყაროს. შედგება სამი ნაწილისაგან. პირველი ეხება ისტორიას, მეორე — თეოლოგიას, მესამე — ბუნებას.
ვინსენტ დე ბოვეს აქვს ცნობები ქართველების შესახებაც. მის მიხედვით,
აქაც და შემდეგაც ვინსენტ დე ბოვე ნაწილობრივ იმეორებს ოლივერუსის ცნობებს, რომ ქართველები აღუფრთოვანებია ჯვაროსანთა მიერ ეგვიპტეში ქალაქ დამიეტას აღებას (1219) და თვითონაც გადაუწყვეტიათ დაეპყროთ სარკინოზთა რომელიმე განთქმული ქალაქი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.
- თვარაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- Paulmier-Foucart Monique, Vincent de Beauvais et le Grand Miroir du monde, Turnhout, Brepols, 2004.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვინსენტ დე ბოვე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Biblioteca Virtual Miguel de Cervantes — 1999.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.