ვინიცის ტრამვაი — ელექტრო ტრამვაის სისტემა უკრაინის ქ. ვინიცაში. მოქმედებს 1913 წლის 28 ოქტომბრიდან. ვინიცის ტრამვაის სისტემა ერთ-ერთი ვიწროლიანდაგიანი ტრამვაის ქსელია უკრაინის ხუთ მსგავს სისტემას შორის, რომლებშიც ლიანდაგის სიგანე 1000 მმ-ია, ესენია: ევპატორიის, ვინიცის, ლვივის და ჟიტომირის და სოფელ მოლოჩნეს ტრამვაის სისტემები.

ვინიცის ტრამვაი
ტრამვაის სისტემა
ქვეყანა დროშა: უკრაინა უკრაინა
ქალაქი ვინიცა
სისტემის ტიპი სამგზავრო
გაიხსნა 28 ოქტომბერი 1913
მარშრუტების რაოდენობა 5
მარშრუტების საერთო სიგრძე 42,4 კმ.
ლიანდის სიგანე 1000 მმ.
საკონტაქტო ქსელის ძაბვა 550 ვოლტი
კომპანიის საიტი www.depo.vn.ua
ვინიცის ტრამვაის სქემა (2014)
Be 4/6 Mirage

მარშრუტები

რედაქტირება

სულ მოქმედებს 6 მარშრუტი, ხოლო ხაზების სიგრძე 19 კმ-ია. საბჭოთა პერიოდში როცა ქსელი უფრო დიდი იყო, მარშრუტების მაქსიმალური რაოდენობა 9-ს აღწევდა.

მოძრავი შემადგენლობა

რედაქტირება

2011 წლამდე ექსპლუატაციაში იყო ჩეხური წარმოების Tatra T4SU და Tatra KT4SU მოდელის ვაგონები. 2011 წელს ქალაქმა ციურიხისგან საჩუქრად მიიღო შვეიცარული წარმოების მეორადი ტრამვაის ვაგონები. ამჟამად ექსპლუატაციაშია 10 სპეციალური და 158 სამგზავრო ვაგონი: Be 4/6 Mirage — 75 ც., Tatra KT4SU — 42 ც., B4 Karpfen — 14 ც., Be 4/4 Karpfen — 12 ც., B4 FFA/SWP — 11 ც., Be 4/6 Mirage Kühe — 3 ც., Tatra T4SU — 1 ც., Gotha T57 — 1 ც..


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: