გრაფინია ვილმა ჯოზეფა ლაურა ილკა ჰუგონაი სენტ-დიორდი (უნგრ. Hugonai Szentgyörgyi Vilma Jozefa Laura Ilka, ასევე ცნობილია, როგორც ვილმა ჰუგონაი (უნგრ. Hugonnai Vilma); დ. 30 სექტემბერი, 1847, ნად-ტეტენი — 25 მარტი, 1922, ბუდაპეშტი) — პირველი უნგრელი ქალი ექიმი.

ვილმა ჰუგონაი
უნგრ. Hugonnai Vilma
დაბ. თარიღი 30 სექტემბერი, 1847(1847-09-30)
დაბ. ადგილი Nagytétény
გარდ. თარიღი 25 მარტი, 1922(1922-03-25)[1] (74 წლის)
გარდ. ადგილი ბუდაპეშტი
დასაფლავებულია კერეპეში[2]
მოქალაქეობა  უნგრეთი
საქმიანობა ექიმი და midwife
ალმა-მატერი ციურიხის უნივერსიტეტი
მეუღლე Vince Wartha
ჯილდოები Decoration for Services to the Red Cross

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრაფ კალმან ჰუგონაი ფონ სენტ-გიორგის და გრაფინია რიზა პანჩეის მეხუთე შვილი. მე-19 საუკუნეში გოგონები არ დადიოდნენ საშუალო სკოლებში, ამიტომ ვილმამ განათლება სახლში მიიღო. 18 წლის ასაკში იგი ცოლად გაჰყვა მიწის მესაკუთრე დიორდ სილაშისს. წყვილს სამი ვაჟი შეეძინა.

1872 წელს სილაშიმ ცოლს მისცა ნება ციურიხის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარების უფლება, მაგრამ იგი ვალდებული იყო გადაეხადა სწავლის და საცხოვრებლის საფასური. 1879 წელს ჰუგონაიმ წარმატებით ჩააბარა საბოლოო საკვალიფიკაციო გამოცდები, დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი[3] და სამსახური მიიღო უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში. 1880 წელს დაბრუნდა უნგრეთში, მაგრამ სამედიცინო პრაქტიკის უფლება ვერ მიიღო. 1881 წლის მარტში მან ჩააბარა სავალდებულო გამოცდები უნგრეთის უნივერსიტეტში შესასვლელად, თუმცა 1882 წლის მაისში თხოვნა უნგრეთის რელიგიისა და განათლების მინისტრისადმი, რომ მისი დიპლომი უნგრეთში მოქმედად აღიარებულიყო, უარყოფილი იქნა. ვილმამ ჩააბარა გამოცდები და მოიპოვა მხოლოდ მეანად მუშაობის უფლება. განქორწინების შემდეგ იგი იძულებული გახდა მარტო ერჩინა ოჯახი.

 
ვილმა ჰუგონაი 1900 წელს

1887 წელს მეორედ გათხოვდა. მისი ქმარი გახდა პროფესორი ვინს (ვინცე) ვარტა (1844-1914), რომელიც უნგრეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 1899-1909 წლებში. ქორწინებაში ქალიშვილი შეეძინათ. ქმრის თხოვნით მან შეწყვიტა სამედიცინო საქმიანობა, მაგრამ განაგრძო ბრძოლა მისი დიპლომის კანონიერად აღიარების უფლებისთვის. 1895

 
ვილმასა და მისი მეუღლის, ვინსის საფლავი

წელს უნგრეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მიეცათ, ხოლო 1897 წლის მაისში მას უფლება მიეცა ოფიციალურად ემუშავა ექიმად, მაგრამ 1913 წლამდე ყველა ქალი მუშაობდა მამაკაცი კოლეგების მეთვალყურეობის ქვეშ. [3] . ამრიგად, იგი გახდა პირველი ქალი ექიმი უნგრეთში, ხოლო 1900 წელს პირველი უნგრელი ქალი ექიმი, რომელმაც დიპლომი უნგრეთში მიიღო, გახდა შარლოტა შტაინბერგერი.

1914 წლის აგვისტოში ჰუგონაიმ დაამთავრა საველე მედიცინის კურსები და დაინიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარ ექიმად. იგი დააჯილდოვეს ომის სამახსოვრო მედლით, ასევე წითელი ჯვრისგან დამსახურებისთვის გადაეცა II ხარისხის ჯილდო. [4] იგი გარდაიცვალა 1922 წლის 25 მარტს 74 წლის ასაკში. დაკრძალულია ბუდაპეშტის კერეპეშის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Erzsébet Kertész: Vilma doktorasszony. Az első magyar orvosnő életregénye. Budapest 1965, 1998.
  • Iván Völgyes, Nancy Völgyes: The liberated female. Life, work, and sex in socialist Hungary. Westview Press 1977. S. 9.{{