ვილიამინა ფლემინგი
ვილიამინა პატონ სტივენს ფლემინგი (ინგლ. Williamina Paton Stevens Fleming ; დ. 15 მაისი, 1857 – გ. 21 მაისი, 1911) — ბრიტანელი ასტრონომი; მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა ვარსკვლავების სახელების ერთიანი სისტემის შემუშავებასა და ათასობით ვარსკვლავისა და სხვა ასტრონომიული ობიექტის კატალოგიზაციაზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხენის ნისლეული, რომელიც ასტრონომმა აღმოაჩინა 1888 წელს.[1]
ვილიამინა ფლემინგი | |
---|---|
ინგლ. Williamina Fleming | |
დაბ. თარიღი | 15 მაისი,1857 |
დაბ. ადგილი | დანდი |
გარდ. თარიღი | 21 მაისი, 1911 (54 წლის) |
გარდ. ადგილი | ბოსტონი |
დასაფლავებულია | მაუნტ ობერნის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
აშშ გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ასტრონომი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორია |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფლემინგი დაიბადა დანდიში, შოტლანდია, რობერტ სტივენსონისა და მერი უოკერ სტივენსის ოჯახში. იგი სწავლობდა დანდის საჯარო სკოლებში. 14 წლის ასაკში გახდა პედაგოგი და მოსწავლე სკოლაში, სადაც სწავლება მიმდინარეობდა ბელ-ლანკასტერის სისტემით ( ურთიერთსწავლების სისტემა). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ცოლად გაჰყვა ჯეიმს ორ ფლემინგს (James Orr Fleming) და მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოსტონში, მასაჩუსეტსი. ამ დროს 21 წლის ვილიამინა ფეხმძიმედ იყო ვაჟიშვილ ედვარდზე. მალე ქმარმა მიატოვა და მას მოუწია სამუშაოს ძებნა საკუთარი თავისა და შვილის სარჩენად.[2]
ახალგაზრდა ქალმა დაიწყო მუშაობა პროფესორ ედვარდ პიკერინგის სახლში მოსამსახურედ. პიკერინგი, რომელიც იმ დროს ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში მუშაობდა, იმედგაცრუებული იყო თანაშემწე მამაკაცებით და, გადმოცემის თანახმად, გაბრაზებულმა განაცხადა, რომ მის მოსამსახურეს შეეძლო უკეთესად შეესრულებინა მათი საქმე.
1881 წელს პიკერინგმა დაიქირავა ფლემინგი ობსერვატორიაში სამუშაოდ. მას ევალებოდა საკანცელარიო სამუშაოს წარმოება. მიუხედავად ამ დაბალი პოზიციისა, ფლემინგმა შეიმუშავა და დაეხმარა პროფესორს ვარსკვლავების აღნიშვნის სისტემის დანერგვაში. ამ სისტემით ვარსკვლავს ასო ენიჭებოდა იმის მიხედვით, თუ რამდენი წყალბადის დაკვირვება იყო შესაძლებელი ვარსკვლავის სპექტრში. ყველაზე მეტი წყალბადის შემცველობის მქონე ვარსკვლავები კლასიფიცირდება როგორც A, შემდეგ B და ა.შ. მოგვიანებით, ენი ქენონმა გააუმჯობესა კლასიფიკაციის ეს მეთოდი ვარსკვლავების ტემპერატურაზე დაფუძნებული მარტივი სისტემის წარმოდგენით.
ფლემინგი ინტენსიურად მუშაობდა ჰენრი დრეპერის კატალოგზე. მან ასევე 10 000-ზე მეტი ვარსკვლავი შეიყვანა კატალოგში ცხრა წლის განმავლობაში. მუშაობის დროს აღმოაჩინა 59 აირისებრი ნისლეული, 310-ზე მეტი ცვლადი ვარსკვლავი და 10 ახალი ვარსკვლავი. 1907 წელს გამოაქვეყნა მის მიერ აღმოჩენილი 222 ცვლადი ვარსკვლავის სია.[3]
1888 წელს ქალბატონმა ფლემინგმა აღმოაჩინა ცხენის ნისლეული ნომრის B2312 ფირფიტაზე და აღწერა, როგორც კაშკაშა ნისლეული (მოგვიანებით ცნობილი როგორც IC 434 ), "ნახევარწრიული ჩაღრმავებებით 5 წუთის დიამეტრის, 30 წუთის სამხრეთით ზეტა ორიონიდან ". ედუარდ პიკერინგის ძმა, უილიამ ჰენრი პიკერინგი, რომელმაც ფოტო გადაიღო, ვარაუდობდა, რომ ეს ადგილი იყო ბნელი მტვრის ღრუბლის ჩრდილი. შემდგომში გამოქვეყნებული არაერთ წიგნი და სტატია ცდილობდა ფლემინგის პრიორიტეტის გაბათილებას და სამუშაოს უილიამ პიკერინგს მიაწერდნენ, რადგან პირველი ინდექსის კატალოგის (IC) შემდგენელმა ჯონ დრეიერმა ამოიღო ვილიამინა ფლემინგის სახელი აღმოჩენილი ობიექტების სიიდან და ყველაფერი მიაწერა პიკერინგს ( კატალოგის მომხმარებელთა უმეტესობამ მიიღო ეს ფაქტი იმის გამო, რომ პიკერინგი იყო ჰარვარდის კოლეჯის ობსერვატორიის დირექტორი). მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც მეორე ინდექსის კატალოგი გამოვიდა 1908 წელს, ქალბატონი ფლემინგი და სხვები საკმაოდ ცნობილები იყვნენ, შემდგომი აღმოჩენებისთვის საკმარისი დამსახურების მისაღებად, მაგრამ არა ცხენის ნისლეულისთვის, რომლის აღმოჩენაც მას ადრე ეკუთვნოდა.[4]
ფლემინგი ხელმძღვანელობდა ათეულობით ახალგაზრდა ქალის გუნდს, რომლებიც დაიქირავეს გამოთვლებისა და ობსერვატორიის პუბლიკაციების რედაქტირებისთვის. 1899 წელს დაინიშნა ფოტოფირების არქივის მცველად. 1906 წელს ვილიამინა გახდა ლონდონის ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების საპატიო წევრი. იგი იყო ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრად არჩეული პირველი ამერიკელი ქალი. ამ მოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი აირჩიეს უელსლის კოლეჯის საპატიო თანამშრომელად ასტრონომიის დარგში. გარდაცვალებამდე მექსიკის ასტრონომიულმა საზოგადოებამ ფლემინგს მედალი გადასცა ახალი ვარსკვლავების აღმოჩენისთვის.[5]
ვილიამინა ფლემინგმა გამოაქვეყნა 2 ნაშრომი: "A Photographic Study A Photographic Study of Variable Stars " ( 1907 ) და "Spectra and Photographic Magnitudes Spectra and Photographic Magnitudes of Stars in Standard Regions " ( 1911 ). ფლემინგის ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი , "ვარსკვლავები თავისებური სპექტრით", გამოიცა 1912 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ.[6]
ვილიამინა ფლემინგი გარდაიცვალა ბოსტონში 1911 წელს პნევმონიით .
ხსოვნა
რედაქტირებავილიამინა ფლემინგის (ასევე ალექსანდრე ფლემინგის) საპატივსაცემოდ მთვარეზე კრატერს უწოდეს მისი სახელი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Williamina Fleming". The Linda Hall Library. Retrieved 17 December 2022.
- ↑ "Williamina FLEMING". scientificwomen.net.
- ↑ "Center for Astrophysics | Harvard & Smithsonian: Browse Projects". Smithsonian Digital Volunteers. Retrieved 28 August 2017.
- ↑ Williamina Fleming at the Encyclopædia Britannica
- ↑ Natasha Geiling (18 September 2013). "The Women Who Mapped the Universe And Still Couldn't Get Any Respect". Smithsonian Magazine. Retrieved 19 February 2019.
- ↑ IAU, WGSBN Bulletin, vol. 2, n. 1, 17 January 2022