ვილა-დ'ესტე (იტალ. Villa d'Este) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვილა XVI საუკუნის იტალიურ ვილებს შორის. წარმოადგენს იტალიური რენესანსული არქიტექტურისა და რენესანსული ბაღების თვალსაჩინო ნიმუშს. 2001 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ვილა-დ'ესტე და ტივოლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°57′45″ ჩ. გ. 12°47′46″ ა. გ. / 41.96250° ჩ. გ. 12.79611° ა. გ. / 41.96250; 12.79611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2001  (25-ე სესია)
ნომერი 1025
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1025
ინგლ.რუს.ფრ.

ვილა-დ'ესტე კარდინალ აპოლიტო II დ'ესტეს ეკუთვნოდა, რომელიც რომელიც რომის პაპ ალექსანდრე VI-ის შვილიშვილი იყო. იგი პაპმა იულიუს III-მ ქალაქ ტივოლის მმართველად დანიშნა, რა დროსაც საჩუქრად ვილა-დ'ესტეც მიიღო. 1550 წლიდან მის სიკვდილამდე, 1572 წლამდე, აპოლიტომ სანტა-მარია-მაჯორეს ყოფილი მონასტრის ადგილას საკუთარი რეზიდენცია ააშენა, რომელიც გარშემორტყმული იყო ბაღებითა და ტერასებით.

მშენებლობისას, კარდინალი შთაგონებული იყო შემოგარენში მდებარე იმპერატორ ადრიანეს ვილით, რომლიდანაც მან მარმარილოს ქანდაკებები საკუთარ, ახალ ვილაში გადმოიტანა. არქიტექტურული ელემენტებისა და შადრევნების კომბინაციით, ვილა-დ'ესტეს ბაღებმა დიდ გავლენა იქონიეს ევროპაში ლანდშაფტების შექმნის ხელოვნებაზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: