ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/სიამაყე და წინაგანწყობა

სტატია „სიამაყე და წინაგანწყობა“
ამჟამად აქტიურად მუშავდება პროექტ თიბისი ლიტერატურისთვის ფარგლებში.
პროექტს ერთობლივად ახორციელებს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი, თიბისი ბანკი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“.
სტატიას „სიამაყე და წინაგანწყობა“ ამჟამად არედაქტირებს პროექტის მოხალისე natoalhaz (განხილვის გვერდი).
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ პროექტის გვერდი.
შენიშვნა
1.) სრულიად წაშლილია სტატიის წყაროები. 2.) არ არის ვიკიფიცირება.


“სიამაყე და წინაგანწყობა“ ჯეინ ოსტინის მიერ 1813 წელს დაწერილი რომანტიული „მანერების რომანია“. რომანი აღწერს მთავარი გმირის, ელიზაბეტ ბენეტის პერსონაჟის განვითარებას, რომელიც საბოლოოდ სწავლობს ნაჩქარევი განსჯის შედეგებს და ახერხებს განასხაოს ზედაპირული და ნამდვილი სიკეთე. წიგნი იუმორით მოგვითხრობს დიდ ბრიტანეთში რეგენტის ეპოქაში მიღებული მანერების და იმ დამოკიდებულების შესახებ, რომლებიც ადამიანებს ჰქონდათ განათლების, ქორწინებისა და ფული თაობაზე.

მისტერ ბენეტი ლონგბორნის მფლობელია. მას ხუთი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ მისი ქონება ისეთ იურიდიულ ჩარჩოებშია, რომ მხოლოდ მამაკაც მემკვიდრეს შეიძლება შეხვდეს. მისი მეუღლის მემკვიდრეობაც არ არის დიდი და სავარაუდოა, რომ მისტერ ბენეტის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი სიღარიბეში ჩაეფლობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი ქალიშვილი მაინც ისე გათხოვდეს, რომ სხვების რჩენა შეძლოს - სწორედ ეს არის რომანის სიუჟეტის მთავარი ხაზი. რომანის გმირებისათვის მნიშვნელოვანია არა ფულისა და სოციალური პრესტიჟისათვის, არამედ სიყვარულით ქორწინება. ეს ხდება საზოგადოებრივი წნეხის მიუხედავად, რომელიც მდიდარ ადამიანზე გათხოვებას მოითხოვს.

„სიამაყე და წინაგანწყობა“ მკითხველებისა და მკვლევარების „ყველაზე საყვარელი წიგნების“ ჩამონათვალში მუდამ მწვერვალის მახლობლად იკავებს ადგილს. ის გახდა ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი; 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და თანამედროვე ლიტერატურაში არაერთი ადაპტაციის შთაგონების წყარო გახდა. საუკუნეზე მეტია ამ წიგნის დრამატულმა ადაპტაციებმა, არაოფიციალურმა გაგრძელებებმა, ფილმებმა და სატელევიზიო ვერსიებმა რომანის დასამახსოვრებელი პერსონაჟები და თემები მასობრივ აუდიტორიას გააცნეს. 2005 წლის ფილმი „სიამაყე და წინაგანწყობა“ არის ბოლო კინემატოგრაფიული ადაპტაცია, რომელიც სიუჟეტს საგულდაგულოდ მიჰყვება.

თარგი:TOC limit

რომანის მოქმედება მე-19 საუკუნის დასაწყისის პროვინციულ ინგლისში იშლება. მისის ბენეტი ცდილობს დაარწმუნოს მისტერ ბენეტი, ეწვიოს მისტერ ბინგლის, მდიდარ უცოლო ახალგაზრდა კაცს, რომელიც ახლახანს ეწვია მათს სამეზობლოს. მეუღლესთან კამათის შემდეგ მისის ბენეტი დარწმუნებულია, რომ მისტერ ბენეტი არ წავა, თუმცა ძალიან მალე ის მაინც ეწვევა მისტერ ბინგლის ნეზერფილდში, ნაქირავ რეზიდენციაში. მისის ბენეტი კმაყოფილია. ვიზიტის შედეგად ოჯახი დაპატიჟებულია წვეულებაზე, რომელზეც მთელი მიდამოს ახალგაზრდებს ელიან.

წვეულებაზე მისტერ ბინგლის მეგობრული და მხიარული ქცევა სტუმრების გულს მოიგებს. ჩანს, რომ მას მოსწონს ჯეინ ბენეტი (ბენეტების უფროსი ქალიშვილი), რომელთანაც ორჯერ იცეკვებს. სამაგიეროდ ბინგლის მეგობარი, მისტერ დარსის, რომელზეც ამბობენ, რომ მისტერ ბინგლიზე ორჯერ მდიდარია, ცივად უჭირავს თავი, რაც სტუმრებს ძალიან არ მოსწონთ. ის უარს ამბობს ელიზაბეტთან (ბენეტის მეორე ქალიშვილი) ცეკვაზე და აცხადებს, რომ გოგონა არასაკმარისად მიმზიდველია. ელიზაბეტს ეს სასაცილოდაც არ ყოფნის და მეგობრებთან ერთად დარსიზე ოხუნჯობს.

ცოტა ხანში, ქეროლაინი, მისტერ ბინგლის და, ჯეინს ვახშმად იწვევს. ნეზერფილდისაკენ მიმავალი ჯეინი წვიმაში მოყვება და გაცივდება, რაც მას აიძულებს გამოჯანმრთელებამდე ბინგლებთან დარჩეს. ელიზაბეტი ჯეინის მოსანახულებლად მიდის და მისტერ დარსი შეამჩნევს, რომ ელიზაბეტს „მშვენიერი თვალები" აქვსს. ბინგლის და ეჭვიანობს, მას ხომ თავად მოსწონს დარსი. ბენეტებს მისტერ კოლინზი ეწვევა, მისტერ ბენეტის ბიძაშვილი და ლონგბორნის მემკვიდრე. ის მღვდელმსახურია და მისი მეტყველება მაღალფარდოვანებითა და პირფერობით გამოირჩევა. მას გადაწყვეტილი აქვს ბენეტების ერთ-ერთ ქალიშვილზე დაქორწინდეს. როდესაც გაიგებს, რომ ჯეინი შეიძლება მალე დაინიშნოს, მას ყურადღება ელიზაბეტზე გადააქვს, სილამაზითა და რიგით მომდევნო ქალიშვილზე. ელიზაბეტი და მისი ოჯახი გაიცნობენ მომხიბლავ ოფიცერს, ჯორჯ უიკემს, რომელიც ელიზაბეტის მიმართ ყურადღებას იჩენს. იგი ყვება, რომ გარკვეული კავშირი აქვს დარსის ოჯახთან და აცხადებს, რომ მისტერ დარსიმ მას საცხოვრებელი წაართვა (მაღალშემოსავლიანი და მუდმივი მღვდელმსახურის ადგილი), რომელსაც დარსის მამა დაპირდა. ელიზაბეტი დარწმუნდება, რომ მისტერ დარსი ნამდვილად არ მოსწონს. ნეზერფილდის წვეულებაზე, მისტერ დარსი ელიზაბეტს საცეკვაოდ იწვევს და, მიუხედავად თავისი თავისთვის მიცემული სიტყვისა, რომ მისტერ დარსისთან არ იცეკვებდა, ელიზაბეტი თანხმდება. ჯეინისა და ელიზაბეტის გამოკლებით, ბენეტის ოჯახის სხვა წევრები შეუსაბამოდ იქცევიან - მისისს ბენეტი ხმამაღლა გამოთქვამს იმედს, რომ ჯეინი და ბინგლი სულ მალე დაინიშნებიან, ხოლო უმცროსი დების თავისი სისულელით ოჯახს დასაცინად იმეტებენ. მისტერ კოლინზი ელიზაბეტს ცოლობას თხოვს და უარს იღებს. მისის ბენეტი ბრაზობს, მამა კი - მშვიდდება. სულ მალე ბინგლები ლონდონში ბრუნდებიან და უკან დაბრუნებას არ გეგმავენ. ელიზაბეტის უარის შემდეგ, მისტერ კოლინზი ცოლობას თხოვს მის მეგობარს, შარლოტ ლუკასს. შარლოტს, რომელიც (უკვე) 27 წლისაა, უხარია ეს წინადადება, რადგან ამით ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრების გარანტიას იღებს. ელიზაბეტს აკვირვებს სიყვარულის საკითხებისადმი ასეთი პრაგმატული მიდგომა. ამასობაში, გულგატეხილი ჯეინი ბიძა და ბიცოლა გარდინერებს სტუმრობს ლონდონში. მალე ირკვევა, რომ მის ბინგლი არ აპირებს ნაცნობობის განახლებას. ჯეინი გულდაწყვეტილია, თუმცა ემოციებს ნაკლებად გამოხატავს. გაზაფხულზე ელიზაბეტი შარლოტს და მისტერ კოლინზს სტუმრობს კენტში. მათ ვახშმად პატიჟებს ლედი ქეთრინ დე ბურგი - როუზინგ პარკის მფლობელი, მისტერ კოლინზის მფარველი და მისტერ დარსის მდიდარი დეიდა. ლედი ქეთრინი მოელის, რომ მისტერ დარსი და მისი ქალიშვილი დაქორწინდებიან, ეს მათმა დედებმა ბავშვობიდანვე დაგეგმეს. მისტერ დარსი და მისი ნათესავი, კოლონელი ფიცუილიამი, ასევე სტუმრობენ როზინგ პარკს. ფიცუილიამი ელიზაბეტს ეუბნება, რომ დარსიმ ახლახანს თავისი მეგობარი (სავარაუდოდ ბინგლი) არასასურველ ქორწინებას გადაარჩინა. ელიზაბეტი ხვდება, თუ რა იყო ჯეინის ნიშნობის ჩაშლის მიზეზი და აღშფოთებულია მისტერ დარსის ჩარევით. მოგვიანებით, მისტერ დარსი ცოლობას თხოვს ელიზაბეტს და ამბობს, რომ ის შეუყვარდა იმის მიუხედავად, რომ გოგონა მასზე ბევრად დაბალ სოციალურ საფეხურზეა. გაბრაზებული ელიზაბეტი უარყოფს დარსის წინადადებას და ამბობს, რომ ვერასოდეს შეუყვარდება ადამიანი, რომელიც მისი დის ასეთი უბედურება გამოიწვია და უიკემისადმი უსამართლო საქციელსაც შეახსენებს. მისტერ დარსი ადასტურებს, რომ ბინგლის და ჯეინის დაშორება წარმატებად მიაჩნია, თუმცა თავის თავს იგივე სამსახური ვერ გაუწია. ის სარკასტულად ირიდებს უიკემთან დაკავშირებულ ბრალდებას, თუმცა არაფერს განმარტავს. მოგვიანებით, მისტერ დარსი გადასცემს ელიზაბეტს წერილს, რომელშიც განმარტავს, რომ უიკემმა, მისტერ დარსის აწ გარდაცვლილი მოურავის ვაჟმა, უარის თქვა მოძღვრობაზე და შესაბამისი ფული მოითხოვა. ეს ფული როცა გაფლანგა და გაღარიბებული დაბრუნდა, კვლავ მოითხოვა მოძღვრის პოსტი. მას შემდეგ რაც უარი მიიღო, უიკემმა სცადა დარსის 15 წლის და, ჯორჯიანა, შეეცდინა და მასთან ერთად გაპარულიყო. მიზანი ჯორჯიანას მოზრდილი მზითევი იყო. დარსი ასევე წერს, რომ მან ბიგლი და ჯეინი დააშორა, რადგან ჯეინის თავშეკავების გამო ჩათვალა, რომ ის ბიგლის მიმართ გულგრილი იყო. გარდა ამისა, ოჯახის დანარჩენი წევრები შეუსაბამოდ იქცეოდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ელიზაბეტი გარდინერებთან ერთად დერბიშირის საგრაფოს დასათვალიერებლად მიემგზავრება. ისინი ეწვევიან პემბერლის, დარსის მამულს (მას შემდეგ, რაც ელიზაბეტი დარწმუნდება, რომ დარსი იქ არ არის). სახლის მოურავი დარსის აღწერს, როგორც კეთილ და გულუხვ ადამიანს და რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს. მისტერ დარსი მოულოდნელად მამულში ბრუნდება. იგი სასიამოვნო მასპინძელია და ელიზაბეტს და გარდინერებს თავის დას გააცნობს, მისტერ გარდინერს კი სათევზაოდ წასვლას სთავაზობს. ელიზაბეტს აოცებს და სიამოვნებს ასეთი დამოკიდებულება. იქ ყოფნისას ელიზაბეტი იღებს ცნობას, რომ მისი და, ლიდია, უიკემთან ერთად სახლიდან გაიპარა. ელიზაბეტი ამას დარსის აცნობებს და სასწრაფოდ ტოვებს იქაურობას. ის დარწმუნებულია, რომ დარსის ვეღარასოდეს ნახავს, რადგან ლიდიას საქციელმა სამუდამოდ შებღალა ოჯახის რეპუტაცია. გარკვეული დრო გადის, სანამ უიკემი თანხმდება ლიდიაზე დაქორწინდეს. ღირსება, გარეგნულად მაინც, აღდგენილია და ლიდია სახლში მოდის სტუმრად. ის ეუბნება ელიზაბეტს, რომ დარსი მის ჯვრისწერაზე იმყოფებოდა. თუმცა დარსიმ ყველა დააფიცა, ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახათ, მისის გარდინერი თვლის, რომ ახლა ვალდებულია ელიზაბეტს უთხრას, რომ დარსიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ქორწინებაში და დიდი ძალისხმევა და ფული დახარჯა საამისოდ. მისი გარდინერი ასევე ამბობს, რომ შესაძლოა მას „სხვა მოტივი“ ამოძრავებდა, და გულისხმობს, რომ დარსი ელიზაბეტზეა შეყვარებული. მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ნეზერფილდში ბრუნდებიან. მისტერ ბინგლი ჯეინს ცოლობას თხოვს და ისიც თანხმდება. ლედი ქეთრინი, რომელსაც მიუვიდა ხმები ელიზაბეტისა და მისტერ დარსის შესაძლო შეუღლების შესახებ, ელიზაბეტს სტუმრობს და ითხოვს, რომ მან სიტყვა დადოს, რომ არასოდეს დათანხმდება მისტერ დარსის ცოლობას. ელიზაბეტისგანს ამაზე უარს იღებს და გაბრაზებული ტოვებს იქაურობას. დარსი გულმოცემულია, როცა აღფოთებული დეიდა ელიზაბეტის პასუხს უამბობს და კვლავ ცოლობას სთხოვს. ამჯერად ელიზაბეტი თანხმდება. ელიზაბეტის მამას არ სჯერა, რომ ის არა სოციალური პოზიციისა და სიმდიდრისათვის, არამედ სიყვარულით თხოვდება. ელიზაბეტი საბოლოოდ ახერხებს მის დარწმუნებას. მისის ბენეტი უაღრესად გახარებულია, მისი ქალიშვილისა და მისტერ დარსის ქორწინებით და ასევე იცვლის აზრს მასზე. რომანი სრულდება სამი ქალიშვილის ქორწინების მიმოხილვით და ორივე მშობლის კმაყოფილებით ჯეინისა და ელიზაბეტის კარგი ბედის გამო.

პერსონაჟები

რედაქტირება
 
Scenes from "Pride and Prejudice", by C. E. Brock
 
Elizabeth and Mr Darcy by Hugh Thomson, 1894

ელიზაბეტ ბენეტი - ბენეტების მეორე ქალიშვილი - მიმზიდველი, მახვილგონიერი და ჭკვიანი. ამავე დროს მისი პირველი შთაბეჭდილებები ჯიუტი და ნაჩქარევია. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ვითარდება მისი და მისტერ დარსის ურთიერთობა. მათი ბედი მაშინ წყდება, როცა მისტერ დარსი გადალახავს თავის სიამაყეს, ხოლო ელიზაბეტი - თავის წინაგანწყობას. საბოლოოდ, მათი სიყვარული იმარჯვებს.

მისტერ ფიცუილიამ დარსი - მისტერ ბინგლის მეგობარი და დერბიშირში პემბერლის მამულის მდიდარი მფლობელი. ამბობენ, რომ წელიწადში მინიმუმ 10,000 გირვანქა სტერლინგი შემოსავალი აქვს (2018 წელს 796,000 გირვანქა სტერლინდის ან 1,045,000 აშშ დოლარის ტოლფასია). მიუხედავად იმისა, რომ ის სიმპათიური, მაღალი და გონიერია, დარსის უჭირს ურთიერთობების დამყარება და ამიტომ სხვები მის თავშეკავებასა და საუბრის სწორხაზოვნებას მის ამპარტავნობასა და სიამაყეს მიაწერენ (რაც, ნაწილობრივ, ასეც არის). ნეზერფილში მისტერ ბინგლისთან ერთად ჩამოსული, იგი საბოლოოდ ელიზაბეტ ბენეტის სასიყვარულო ინტერესის საგანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ამაყია და ამ მიზეზით ნაცნობებს დიდად არ მოსწონთ, მისი მსახურები სიკეთისა და წესიერების მაგალითად თვლიან.

მისტერ ბენეტი - შუახნის მემამულე ჯენტლმენი, მოკრძალებული წლიური შემოსავლით (2,000 გირვანქა სტერლინგი). ამ სარკასტულ, ერთ დროს წარმატებულ ოჯახის უფროსს ხუთი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავს. მისი ქონება, ლონგბორნი, მამაკაცურ ხაზს უნდა ერგოს მემკვიდრეობად. ცოლისადმი სიყვარული დაქორწინებიდან მალევე გაუქრა და ახლა ბედსაა შერიგებული. რომანში ხშირად აღწერენ, როგორც უგრძნობს.

მისის ბენეტი (ქალიშვილობაში გარდინერი) - თავისზე სოციალურად მაღალი კაცის, მისტერ ბენეტის, შუახნის ცოლი და მათი ხუთი ქალიშვილის დედა. მისის ბენეტი იპოქონდრიკია და ხშირად აწუხებს წარმოსახვითი რყევები და ჩქარი გულისცემა (მისი "ცუდი ნერვები"), როდესაც საქმეები ისე არ მიდის, როგორც თავად სურს. მდიდარ კაცებზე ქალიშვილების დაქორწინება მისი ცხოვრების მთავარი მიზანია. იქნება თუ არა ეს ქორწინებები ბედნიერების მომტანი მისი ქალიშვილებისათვის, მისის ბენეტს დიდად არ აწუხებს. მამამისისგან, მისტერ გარდინერ უფროსისაგან, მან მზითვად 4000 გირვანქა სტერლინგი მიიღო და სავარაუდოდ, ეს თანხა 4 პროცენტად არის დაბანდებული, რასაც მისთვის წელიწადში 160 გირვანქა მოაქვს. ეს მიუთითა ბ-ნმა კოლინზმა ელიზაბეტს, როდესაც ცოლობას თხოვდა [”მე სრულიად გულგრილი ვარ ფულის მიმართ და მამათქვენს ამ სახის მოთხოვნებს არ წავუყენებ, რადგან ვიცი, რომ მაინც ვერას გავხდები. ისიც ვიცი, რომ ერთადერთი, რაც გერგებათ ათასი გირვანქა სტერლინგია 4 პროცენტად დაბანდებული და ისიც - დედათქვენის გარდაცვალების შემდეგ.” სავარაუდოა, რომ წლების განმავლობაში თანხა გაიზარდა 5,000 გირვანქა სტერლინგამდე, მაგრამ კვლავ 4 პროცენტად იყო დაბანდებული.

ჯეინ ბენეტი - ბენეტების უფროსი ქალიშვილი. იგი სამეზობლოში ყველაზე ლამაზ ყმაწვილ ქალადაა მიჩნეული და მიდრეკილია სხვებში მხოლოდ კარგი თვისებები დაინახოს (თუმცა საკმარისი მტკიცებულებების შემთხვევაში შეუძლია აზრი შეიცვალოს). მას შეუყვარდება ჩარლზ ბინგლი, მდიდარი ახალგაზრდა ჯენტლმენი, რომელიც ახალიჩამოსულია ჰერტფორდშირში და მისტერ დარსის ახლო მეგობარია. მერი ბენეტი - ბენეტების შუათანა, ყველაზე შეუხედავი, ქალიშვილი. მერი ძალიან სერიოზულია და უყვარს კითხვა და მუსიკა. მას ასევე უყვარს თავისი მიღწევების ხშირ-ხშირად დემონსტრირება და საკმაოდ ამაყობს ამით. ის ხშირად მორალურ რჩევებს იძლევა. ჯეიმს ედუარდ ოსტინ-ლის „ჯეინის მოგონების“ თანახმად, მერი მისი ბიძა ფილიპსის ერთ-ერთ კლერკზე დაქორწინდა მასთან ერთად მერიტონში გადავიდა საცხოვრებლად. ქეთრინ "კიტი" ბენეტი - ბენეტების მეოთხე ქალიშვილი. თუმცა ლიდიაზე უფროსია, მას ჩრდილივით დაჰყვება და მილიციის ოფიცრებს ერთად ხვდებიან. რომანში მასზე ხშირად ამბობენ, რომ ლიდიასი შურს და ცოტა "სულელია". თუმცა, ლიდიას გავლენა რომ მოშორდა, მისი ქცევა გაუმჯობესდა. ჯეიმს ედუარდ ოსტინ-ლის „ჯეინის მოგონების“ თანახმად, მოგვიანებით კიტიმ იქორწინა სასულიერო პირზე, რომელიც პემბერლის მახლობლად ცხოვრობდა.

ლიდია ბენეტი - ბენეტების უმცროსი ქალიშვილი. ის ფრივოლური და თავკერძაა. ცხოვრებაში მისი მთავარი საქმიანობა სოციალური კონტაქტების დამყარებაა, განსაკუთრებით კი მილიციის ოფიცრებთან უყვარს ფლირტი. ამას ლიდია ჯორჯ უიქემთან ერთად გაქცევამდე მიყავს მიუხედავად იმისა, რომ კაცი არც აპირებს მასზე დაქორწინებას. ლიდია საზოგადოებაში მიღებული მორალურ კოდექსს არაფრად აგდებს; როგორც ეშლი ტუჩერი ამბობს, იგი "გრძნობს დაფიქრების გარეშე". ჩარლზ ბინგლი - კარგი შესახედაობის, სასიამოვნო, მდიდარი ახალგაზრდა ჯენტლმენი ინგლისის ჩრდილოეთიდან (შესაძლოა, იორკშირიდან. რომანში ნახსენებია სკარბორო, ხოლო დასავლეთ იორკშირში სინამდვილეშიც, არსებობს ქალაქი, სახელად ბინგლი). ის ქირაობს ნეზერფილდ პარკს, რომელსაც ლონგბორნიდან სამი მილი აშორებს და სურვილი აქვს, იყიდოს კიდეც. რომანში იგი ნაჩვენებია, როგორც მისტერ დარსის ანტიპოდი, ვინაიდან მისი ქცევა გაცილებით უფრო სასიამოვნოა. ამავე დროს, ბიგლი ენდობა დარსის რჩევებს. ამის მაგალითია ბინგლისა და ჯეინის ურთიერთობის ჩაშლა დარსის თვალსაზრისის გამო. მას აკლია ურყევი ნება და ხშირად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. ბონგლის დებს, მის ქეროლაინ ბინგლის და მისის ლუიზა ჰერსტს, არ მოსწონთ ბინგლის მიერ მის ჯეინ ბენეტის შეყვარება. მან მემკვიდრეობით მიიღო 100,000 გირვანქა სტერლინგი, რომლის დაბანდება შესაძლებელია 4 ან 5 პროცენტად, რასაც ყოველწლიურ შემოსავალი მოაქვს 4,000 ან 5,000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.

ქეროლაინ ბინგლი - ჩარლზ ბინგლის თავის თავზე შეყვარებული, სნობი და, რომლის ქონება 20,000 გირვანქა სტერლინგია (რაც მას საშუალებას აძლევს ყოველწლიურად ჰქონდეს 800 ან 1,000 გირვანქა სტერლინგი, დაბანდების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით). მის ბინგლის სურს მისტერ დარსიზე დაქორწინება და, შესაბამისად, ეჭვიანობს ელიზაბეტისადმი მისი მზარდი სიმპათიის გამო. ის ცდილობს გადაარწმუნოს დარსი და ამიტომ დასცინის ბენეტების ოჯახს და აკრიტიკებს ელიზაბეტის ქცევას. მის ბინგლის ასევე არ მოსწონს თავისი ძმის დამოკიდებულება ჯეინ ბენეტის მიმართ და მერიტონის საზოგადოებას ზემოდან უყურებს. მისი პატოვმოყვარეობის ძირითადი წყარო მისი სიმდიდრე (რომელსაც იგი ფუქსავატად ხარჯავს) და ძვირადღირებული განათლებაა. ამავე დროს მას თვითდაჯერებულობა აკლია იმის გამო, რომ მისი და მისი ოჯახის ფული ძირითადად ვაჭრობიდან მოდის. ქეროლაინს სურს, რომ მისმა ძმამ შეიძინოს მამული, რაც მას მემამულეთა კლასში შეიყვანს და თვითონაც სურს მემამულეზე (მაგ. მისტერ დარსი) დაქორწინება. მისი და მისი დის, ლუიზა ჰურსტის ურთიერთობა ეხმიანება ლიდია და კიტი ბენეტებისა და მისის ბენეტისა და მისის ფილიპსის ურთიერთობებს. ქეროლაინი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც ლიდია და მისის ბენეტი, ხოლო ლუიზა - როგორც კიტი და მისის ფილიპსი (თუმცა ლუიზა უკვე გათხოვილია და ქეროლაინივით სასოწარკვეთილი არ არის). ლუიზა დაქორწინებულია მისტერ ჰერსტსზე, რომელიც ფლობს სახლს ლონდონში გროსვენორ სქვეარზე.

ჯორჯ უიქემი - უიქემი ბავშვობიდან იცნობს მისტერ დარსის, რადგან მამამისი მისტერ დარსის მამის მოურავი იყო. ის მილიციის ოფიცერია, ზედაპირულად მომხიბვლელი, და სწრაფად უყვარდება ელიზაბეტ ბენეტი. მოგვიანებით იგი ლიდიასთან ერთად იპარება, ქორწინების განზრახვის გარეშე. ამას შეეძლო დაენგრია ქალიშვილისა და მთელი მისი ოჯახის რეპუტაცია, რომ არა დარსის ჩარევა. დარსიმ გადაიხადა უიქემის ვალები და აიძულა ის ლიდიაზე დაქორწინებულიყო.

მისტერ უილიამ კოლინზი - მისტერ კოლინზი მისტერ ბენეტის შორეული ნათესავია, სასულიერო პირი და ლოგბორნ ჰაუსის მამულის მემკვიდრე. ის ჭირვეული და პომპეზური ადამიანია, მიდრეკილი გაუთავებელი და მოსაწყენი მონოლოგებისაკენ და ასევე უაღრესად აღტაცებულია თავისი მფარველით, ლედი ქეთრინ დე ბურგით.

ლედი ქეთრინ დე ბურგი - ბატონი დარსის გავლენიანი დეიდა. ლედი ქეთრინი როზინგ პარკის მდიდარი მფლობელია, სადაც ქალიშვილ ენთან ერთად ცხოვრობს. მისი მოძღვარი მისტერ კოლინზი მას მუდამ ეპირფერება. იგი ამპარტავანი, პომპეზური, ქედმაღალი და მედიდურია. მას დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს სუსტი ჯანმრთელობის ქალიშვილ ენი დარსიზე დააქორწინოს 'რომ გააერთიანოს მათი ორი დიდი მამული' და ამტკიცებს, რომ ეს მისი და მისი გარდაცვლილი დის, ლედი ენ დარსის (ქალიშვილობაში ფიცუილიამი) ყველაზე ძვირფასი სურვილი იყო.

მისტერ ედვარდ გარდინერი და მისის გარდინერი - ედვარდ გარდინერი ქალბატონი ბენეტის ძმაა. იგი წარმატებული ვაჭარია და გონივრული და ჯენტლმენური ქცევით გამოირჩევა. ბიცოლა გარდინერი კეთილშობილი და ელეგანტურია და ახლოსაა ჯეინსა და ელიზაბეტთან. გარდინერები ხელს უწყობენ დარსისა და ელიზაბეტის ქორწინებას.

ჯორჯიანა დარსი - მისტერ დარსის მშვიდი, სასიამოვნო (და მორცხვი) უმცროსი და, რომლის მზითვი 30,000 გირვანქა სტერლინგია (რასაც წელიწადში 1,200 ან 1,500 გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მოაქვს). რომანის დაწყებისას ის სულ რაღაც 16 წლისაა. როდესაც 15 წლის იყო, მის დარსი თითქმის გაიპარა მისტერ უიქემთან ერთად, მაგრამ გადარჩა ძმის, მისტერ დარსის ჩარევის გამო, რომელსაც ის ეთაყვანება. მრავალი წლის სწავლის შედეგად, ჯორჯიანა კარგად უკრავს პიანინოსა და არფაზე, მღერის, ხატავს და ენებს ფლობს. ქეროლაინ ბინგლი მას ახასიათებს, როგორც იდეალურ "კარგად აღზრდილი ქალი".

შარლოტ ლუკასი - ელიზაბეტის მეგობარი, რომელიც, 27 წლის ასაკში (და, ამრიგად, ბევრად გადაცილებული იმ დროს მიღებულ დაქორწინების ასაკას) შიშობს, თავის ოჯახისთვის ტვირთი არ გახდეს და, თანახმაა ცოლად გაჰყვეს მისტერ კოლინზს ფინანსური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად. თუმცა რომანი ხაზს უსვამს ქორწინებაში სიყვარულისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობას, ოსტინი არ გმობს შარლოტის გადაწყვეტილებას. იგი იყენებს შარლოტს იმის საჩვენებლად, რომ იმდროინდელი ქალები იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ საზოგადოების მოლოდინს, რომ ქალი უნდა გათხოვდეს მაშინაც კი, თუ ამას სიყვარულისათვის კი არა, კეთილდღეობისათვის აკეთებს. შარლოტი ბენეტების მეზობლად მცხოვრები სერ უილიამ ლუკასისა და ლედი ლუკასის ქალიშვილია.

კოლონელი ფიცუილიამი - გრაფის უმცროსი ვაჟი და ლედი ქეთრინ დე ბურგისა და ლედი ენ დარსის ძმისშვილი, ანუ ანა დე ბურგისა და და-ძმა დარსიების ბიძაშვილი. ის რომანის დასაწყისში დაახლოებით 30 წლისაა და, მისტერ დარსისთან ერთად, მის ჯორჯიანა დარსის მეურვეა. კოლონელ ფიცუილიამის თანახმად, როგორც უმცროს ვაჟს, მას არ შეუძლია ისე დაქორწინდეს, რომ მომავალი პატარძლის მზითევი არ მიიღოს მხედველობაში. ელიზაბეტ ბენეტი ხუმრობს, რომ, როგორც გრაფის ვაჟი, ფიცუილიამი არ უნდა დათანხმდეს 50,000 გირვანქა სტერლინგზე ნაკლებ მზითევს (ეს ნიშნავს, რომ კოლონელ ფიცულიამის ყოველწლიური შემოსავალი 2,000-დან to 2,500 გირვანქა სტერლინგს შეადგენს).

ძირითადი თემები

რედაქტირება

ბევრი მკვლევარი “სიამაყე და წინაგანწყობის“ თემების ანალიზისას, პირველ რიგში სათაურიდან იწყებს. თუმცა რობერტ ფოქსი გვაფრთხილებს, რომ სათაურზე ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ ღირს (რომანის თავდაპირველი სათაური იყო: „პირველი შთაბეჭდილებები“), რადგან მის შერჩევაში შესაძლოა კომერციულმა ფაქტორებმა ითამაშა გარკვეული როლი. „გონებისა და გრძნობის“ წარმატების შემდეგ ბუნებრივი იქნებოდა, თუ იმავე ავტორის მომდევნო ნაწარმოების სათაურში ასევე იქნებოდა ორი საპირისპირო ცნება და ხმოვანი ალიტერაცია. სათაურის თვისებები არ მიეწერება რომელიმე მთავარ გმირს - ორივე, ელიზაბეტიცა და დარსიც სიამაყესაც და წინაგანწყობასაც ავლენენ. ფრაზა „სიამაყე და წინაგანწყობა“ წინამორბედი ორი საუკუნის მანძილზე გამოიყენეს ჯოზეფ ჰოლმა, ჯერემი თეილორმა, ჯოზეფ ადისონმა და სემუელ ჯონსონმა. სავარაუდოა, რომ ოსტინმა სათაური აიღო ფანი ბერნის „სესილიიდან“ (1782) - ეს იყო პოპულარული რომანი, რომელიც ოსტინსაც უყვარდა: 'მთელი ეს უბედური შემთხვევა, თქვა დოქტორ ლისტერმა, სიამაყისა და ცრურწმენის შედეგია... თუ შენს საცოდაობას სიამაყესა და წინაგანწყობას უნდა უმადლოდე, მაშინ - ვინაიდან ბოროტი და კეთილი ასე გაწონასწორებული - მათ დასრულებაც სიამაყესა და წინაგანწყობას უნდა მიეწეროს“ (ორიგინალში ეს სიტყვები დიდი ასოებითაა დაწერილი). ოსტინის ნაწარმოებებში ხშირად გავიგებთ, რომ გარემოსა და აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ხასიათისა და ზნეობის განვითარებაში. სოციალური მდგომარეობა და სიმდიდრე არ არის აუცილებელი უპირატესობა მის სამყაროში. ოსტინისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა უილაჯო მშობლებია. „სიამაყე და წინაგანწყობა“-ში, მისტერ და მისის ბენეტების მშობლურ წარუმატებლობას ბრალდება ლიდიას მორალური განსჯის უქონლობა. დარსის ასწავლეს, რომ პრინციპული და ზედმიწევნად პატიოსანი იყოს, მაგრამ ის იმავდროულად ამაყი და ქედმაღალია. კიტი, რომელიც ლიდიას ცუდი გავლენისგან თავისუფლდება და უფრო მეტ დროს უფროს დებთან ატარებს მათი დაქორწინების შემდეგ, დიდად ვითარდება მათ საზოგადოებაში. ამერიკელი რომანისტი ანა ქინდლენი წერდა ოსტინის რომანების 1995 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში: „სიამაყე და წინაგანწყობა“ იმაზეც მოგვითხრობს, რასაც ყველა დიდი რომანი განიხილავს - საკუთარი თავის ძიებაზე. ეს არის პირველი დიდი რომანი, რომელიც გვასწავლის, რომ ეს ძიება ისეთივე წარმატებული შეიძლება იყოს მისაღებ ოთახში ზრდილობიანი საუბრისას, როგორც დიდი თეთრი ვეშაპის დევნაში ან ღალატის გამო საჯაროდ დასჯისას“

ქორწინება

რედაქტირება

რომანის პირველი სტრიქონი ფართოდ ცნობილია: ”საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მარტოხელა მამაკაცს, რომელიც საკმარის სიმდიდრეს ფლობს, ცოლის მოყვანა უნდა უნდოდეს“. ეს ფრაზა ქორწინებას განიხილავს, როგორც მოტივაციას და პრობლემას. მკითხველს უსვამენ კითხვას, ნამდვილად სჭირდება კი მარტოხელა მამაკაცს ცოლი, თუ ამ საჭიროებას „მეზობელი" ოჯახები და მათი ქალიშვილები კარნახობენ, რომლებიც „საკმარის სიმდიდრეს“ საჭიროებენ.

ქორწინება რთული სოციალური ფენომენია, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკურ ეკონომიკასა და ეკონომიკას, ზოგადად. შარლოტ ლუკასის შემთხვევაში, მისი ქორწინების წარმატებას განაპირობებს ოჯახის უზრუნველყოფილი ფინანსური გარემოებები, ხოლო ბენეტების შემთხვევა გვიჩვენებს ცუდ ქორწინებას, რომელიც თავდაპირველ მიმზიდველობას ეფუძნებოდა, თუმცა შინაარსობრივად (ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად) ზედაპირული იყო. ბენეტების ქორწინება არის მაგალითი მათი უმცროსი ქალიშვილი, ლიდიასთვის, რომელიც უიქემს მიჰყვება და შედეგები აქ შორსაა ბედნიერებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟები, ელიზაბეტი და დარსი, რომანს იწყებენ როგორც მტრულად განწყობილი ნაცნობები და მათი მეგობრობა ნაკლებად სავარაუდოა, ისინი საბოლოოდ ახერხებენ საკუთარი თავსა და ერთმანეთის უკეთ გაუგონ, რაც მათ ათავისუფლებს და საშუალებას აძლევს, ერთმანეთი შეიყვარონ. ეს არ აქარწყლებს მათ შორის არსებულ იმ განსხვავებებს, რომლებიც სრულიად რეალურია მათი ტექნიკურად თანაბარი, კეთილშობილური წარმოშობის მიუხედავად და ვერც მათ ნათესავ ქალებს აჩერებს. ამასთან, ეს განსხვავებელი მათ საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ ერთმანეთის თვალსაზრისი.

სიყვარულით ქორწინების არგუმენტი რომანში შემოდის, როდესაც ელიზაბეტი დარსის პირველ შეთავაზებას უარყოფს. ელიზაბეტ მხოლოდ მაშინ თანხმდება დარსის წინადადებას, როდესაც დარწმუნებულია თავის გრძნობებში და იცის, რომ დარსისაც უყვარს ის. ოსტინი სხვადასხვანაირ ქორწინებებს აღწერს და საბოლოოდ საშუალებას აძლევს მკითხველს დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი კავშირებია სასურველი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ, სექსუალურ, მეგობრულ მიზიდულობას.


სიმდიდრე

რედაქტირება

ფული გადამწყვეტ როლს ასრულებს ქორწინების ბაზარზე, იმ ქალიშვილებისათვის, რომლებიც შეძლებულ ქმარს ეძებენ და იმ მამაკაცებისათვისაც, ვისაც შეძლებულ ქალზე სურთ დაქორწინება. ჯორჯ უიქემმა სცადა ჯორჯიანა დარსისთან ერთად გაქცეულიყო, ხოლო კოლონელი ფიცუილიამი ფულისათვის აპირებს დაქორწინებას. მდიდარი ოჯახის ქალზე დაქორწინება ასევე კავშირებს ქმნის მაღალ საზოგადოებასთან, როგორც ეს ჩანს ბინგლის დების სურვილში, რომ მათი ძმა ჯორჯიანა დარსიზე დაქორწინდეს. ქალბატონი ბენეტი ხშირად მოუწოდებს ქალიშვილებს მაღალი სოციალური კლასის მდიდარ კაცზე დაქორწინდნენ. პირველ თავში, როდესაც ბინგლი ჩამოდის, იგი აცხადებს "მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მათგანზე დავაქორწინო".

ქონება მემკვიდრეობით გადადიოდა, თუმცა ხშირად ისეთი შეზღუდვები იყო, რომლითაც ქონება მხოლოდ მამაკაცის ხაზით გადაიცემოდა. ბენეტების შემთხვევაში, მისტერ ბენეტის გარდაცვალების შემდეგ, ქონება მისტერ კოლინზს უნდა ერგოს. მან ელიზაბეტს თხოვა ცოლობა, რაც ქალიშვილის მომავალს უზრუნველყოფდა, თუმცა უარი მიიღო. მემკვიდრეობის კანონები მამაკაცებს ანიჭებდა უპირატესობას, რადგან ქალთა უმრავლესობას არ გააჩნდა დამოუკიდებელი იურიდიული უფლებები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე და ქალთა ფინანსური კეთილდღეობა მამაკაცებზე იყო დამოკიდებული. საშუალო და არისტოკრატული კლასებისთვის, საიმედო შემოსავლის მქონე კაცზე ქორწინება ქალისა და მისი შვილებისთვის ფინანსური უსაფრთხოების ერთადერთი გზა იყო. რომანის პირველი ფრაზის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივ, ამ საზოგადოებაში, ქალი ეძებდა შეძლებულ ქმარს, რომ უზრუნველყოფილად ეცხოვრა.


სოციალური კლასი

რედაქტირება
 
Lady Catherine and Elizabeth by C. E. Brock, 1895
 
Lady Catherine confronts Elizabeth about Darcy, on the title page of the first illustrated edition. This is the other of the first two illustrations of the novel.

ოსტინი ახლა "რომანტიულად" აღიქმება, თუმცა მის რომანებში ქორწინება მყარად უკავშირდება ეკონომიკასა და კლასობრივ განსხვავებებს. „სიამაყე და წინაგანწყობაც“ არ არის გამონაკლისი. როდესაც დარსი ელიზაბეტს ცოლობას სთხოვს, იგი ამბობს, რომ მის ძლიერ სიყვარულს მათი ეკონომიკური და სოციალური განსხვავებების გადალახვა მოუწია, თუმცა მაინც აღელვებს, თუ როგორ მიიღებენ ამ ქორწინებას მის სოციალურ წრეში. მისი დეიდა, ლედი ქეთრინი, მოგვიანებით ამ განსხვავებებს განსაკუთრებულად უკმეხი სიტყვებით ახასიათებს, როდესაც ელიზაბეტისა და დარსის ქორწინებაზე საუბრობს, "ნუთუ პემბერლის შუქ-ჩრდილები ასე უნდა შეიბილწოს?"ელიზაბეტი ლედი ქეთრინის ბრალდებას პასუხობს, რომ ის და დარსი, როგორც ჯენტლმენის ქალიშვილი და ჯენტლმენი, "თანაბარნი არიან", მაგრამ რომანი ისე მთავრდება, რომ ლედი ქეთრინი ამ ქორწინება არ ცნობს.

ბინგლების ოჯახი კლასებს შორის ურთიერთობის აღწერისათვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქეროლაინ ბინგლი და მისის ჰერსტი ისე იქცევიან და სხვებზე ისე საუბრობენ, თითქოს მუდამ მაღალ საზოგადოების ეკუთვნოდნენ, ოსტინი ხაზს უსვამს, რომ ბინგლები ვაჭრები არიან და არა მემკვიდრეობით მიღებული ქონების პატრონები. ის, რომ ბინგლი ნეზერფილდ ჰოლს ქირაობს, მას მნიშვნელოვნად განასხვავებს დარსისგან, რომელსაც ქონება მამისგან მემკვიდრეობით ერგო, ხოლო დედის ხაზით გრაფის შვილიშვილი და ძმისშვილია. ბინგლი, დარსისგან განსხვავებით, არ ფლობს თავის საცხოვრებელს, მაგრამ მზარდი და ლიკვიდური სიმდიდრის პატრონია და ამდენად ქორწინების ბაზარზე კარგ პარტიად ითვლება გაღარიბებული არისტოკრატების ქალიშვილებისთვის, როგორც ჯეინ ბენეტია ან ამბიციური ვაჭართა კლასისათვის. კლასი მთავარი როლს თამაშობს პერსონაჟების ევოლუციაში და სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, კლასის მიმართ ჯეინ ოსტინის რადიკალური მიდგომაც იკვეთება. სიუჟეტში ძველი ანგლო-ნორმანული მაღალი კლასებს ჯეინ ოსტინი პერსონაჟების გვარებითაც მიგვანიშნებს - მაგალითად ფიცუილიამ დარსი და ლედი ქეთრინ დე ბურგი. ისეთი გვარები, როგორიცაა ფიცუილიამი, დ’არსი, ბურგი (ბურკი) და ბენეტიც კი, ტრადიციული ნორმანული გვარებია.

საკუთარი თავის შეცნობა

რედაქტირება

Tერთმანეთთან ურთიერთობითა და განსჯით, დარსიმ და ელიზაბეტმა თავიანთი სუსტი მხარეები გააცნობიერეს და შეეცადნენ გამოესწორებინათ. 36-ე თავში ელიზაბეტი საუბრობს თავის შეცდომებზე: „როგორ უმსგავსოდ ვიქცეოდი,“ წამოიძახა მან; „მე, ვინც ვამაყობდი ჩემი გამჭრიახობით! მე, ვინც საკუთარ შესაძლებლობებს ასე ვაფასებდი, ვინც არაფრად ვაგდებდი ჩემი დის სულგრძელ კეთილმოსურნეობას და ჩემს პატივმოყვარეობას უაზრო და უსაფუძვლო უნდობლობით ვასულდგმულებდი. რა დამამცირებელია ეს აღმოჩენა! და როგორი სამართლიანი! შეყვარებულიც რომ ვყოფილიყავი, ასე შესაბრალისად ბრმა არ ვიქნებოდი. მაგრამ ჩემი უგუნურება სიყვარულმა კი არა, პატივმოყვარეობამ გამოიწვია. რადგან ერთის ყურადღება მომეწონა, ხოლო მეორის უყურადღებობა ჩვენი ნაცნობობის დასაწყისშივე მეწყინა, ჩემს გულში წინასწარგანწყობამ და უგუნურებამ, გონიერების ადგილი დაიკავა. ამ წუთამდე თურმე ჩემი თავი არ მცნობია!“

სხვა პერსონაჟები იშვიათად ავლენენ განსჯის ასეთ სიღრმეს, ან, ყოველ შემთხვევაში, რომანში მათს განვითარებას ასპარეზი არ ეძლევა. ტანნერი წერს, რომ მისის ბენეტი, განსაკუთრებულად "შეზღუდულია და განვითარება საჭიროდ არ მიაჩნია. მას არ გააჩნია ინტროსპექტიული ტენდენციები, არ შეუძლია შეაფასოს სხვების გრძნობები და მხოლოდ მატერიალური საგნებით ინტერესდება". მისის ბენეტის ქცევა ასახავს იმ საზოგადოებას, რომელშიც ის ცხოვრობს, რადგან იცის, რომ მისი ქალიშვილები წარმატებულად არ ჩაითვლებიან, თუ არ დაქორწინდებიან. ”მისი ცხოვრების მიზანი იყო მისი ქალიშვილების გათხოვება: მისი ნუგეში - ვიზიტები და ახალი ამბები.” ეს აჩვენებს, რომ მისის ბენეტი მხოლოდ "მატერიალურ საგნებს" იცნობს და არა თავის გრძნობებსა და ემოციებს.


“სიამაყე და წინაგანწყობა“, ისევე, როგორც ოსტინის თითქმის ყველა სხვა ნაშრომი, იყენებს მესამე პირში თავისუფალი თხრობის ტექნიკას, რომელსაც განმარტავენ, როგორც პერსონაჟის მეტყველების თავისუფალ გამოხატვას. ეს ნიშნავს, რომ მკითხველი კითხულობს არა პერსონაჟის მიერ სინამდვილეში ნათქვამ სიტყვებს, არამედ იმ სიტყვებს, რომლებიც ახასიათებს პერსონაჟის აზრებს, ანუ იმას, თუ როგორ იფიქრებდა ან ილაპარაკებდა იგი. ოსტინის პერსონაჟებს სრულად განვითარებული პიროვნება და უნიკალური, მათთვის დამახასიათებელი ხმა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დარსი და ელიზაბეტი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. თხრობის გამოყენებით, რომელიც იღებს ამა თუ იმ პერსონაჟის (ამ შემთხვევაში, ელიზაბეტს) ტონს და ლექსიკას, ოსტინი მკითხველს ელიზაბეტის თვალსაზრისით აცნობს მოვლენებს, იზიარებს მის წინაგანწყობასა და დაბნეულობას. „ორივე მთავარი გმირი გადის სწავლის მრუდს, მაგრამ ჩვენ ამას ვიგებთ მხოლოდ ელიზაბეტისგან, მისი თავისუფალი (მესამე პირში) მეტყველებიდან .... ეს აუცილებელია, რადგან სწორედ ამის საშუალებით ვართ ჩვენც ჩაფლულნი ელიზაბეტის შეცდომებში.” იმ შემთხვევებში, როდესაც საშუალება ეძლევა სხვა პერსონაჟის გრძნობები გაიგოს, ეს წერილების საშუალებით ხდება. დარსის პირველი წერილი ელიზაბეტს ამის მაგალითია, რადგან მისი წერილის საშუალებით მკითხველი და ელიზაბეტი ერთდოულად გაიცნობენ უიქემის ნამდვილ სახეს. ოსტინი ცნობილია ირონიის გამოყენებით მთელი რომანის განმავლობაში, განსაკუთრებით ეს ელიზაბეტ ბენეტის პერსონაჟშია ხაზგასმული. იგი გადმოგვცემს „ქალურობის შემზღუდავ წესებს, რომლებიც რეალურად დომინირებს მის ცხოვრებასა და ნაწერებში და შეფარულია ირონიის ლამაზად მოჩუქურთმებული ტროას ცხენით.“ ეს იწყება ამ კონკრეტული ლიტერატურული ფორმის განვითარების ისტორიული კვლევით, გადადის ემპირიულ გადამოწმებაში, ავლენს თავისუფალ არაპირდაპირ დისკურსს, ინსტრუმენტს, რომელიც დროთა განმავლობაში წარმოიშვა, როგორც პრაქტიკული საშუალება გონების ფიზიკური გამორჩეულობის საჩვენებლად. ასე დანახული, თავისუფალი ირიბი მეტყველება გამორჩეული ლიტერატურული პასუხია და უზრუნველყოფს სამეცნიერო დასაბუთებას, რომელიც არ აკნინებს ლიტერატურას ბიოლოგიის მექანიკურ გაგრძელებამდე, არამედ მის თვითმყოფად ღირებულებას ადასტურებს.


რომანის დაწერის ისტორია

რედაქტირება
 
Page 2 of a letter from Jane Austen to her sister Cassandra (11 June 1799) in which she first mentions Pride and Prejudice, using its working title First Impressions. (NLA)

ოსტინმა რომანის წერა 1796 წელს დაიწყო, მის ძმა ედარდსა და მის მეუღლესთან კენტის საგრაფოში, გუდენსთოუნ პარკში, სტუმრობის შემდეგ. მისი თავდაპირველი სათაური იყო „პირველი შთაბეჭდილებები“ და ის 1796 წლის ოქტომბრიდან 1797 წლის აგვისტომდე იწერებოდა. 1797 წლის 1 ნოემბერს ოსტინის მამამ წერილი გაუგზავნა ლონდონელ გამომცემელ თომას ქადელს და ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მას ინტერესი ხელნაწერი ენახა. ეს შეთავაზება უარყოფილ იქნა და გზავნილი მისტერ ოსტინს დაუბრუნდა. მილიციის მობილიზება 1793 წლის თებერვალს მოხდა მას მერე, რაც საფრანგეთმა ბრიტანეთს ომი გამოუცხადა და, თავდაპირველად, მას არ ყოფნიდა შენობები. ამის გამო მილიცია ქალაქგარეთ უზარმაზარ ბანაკების აწყობდა, რაც რომანში რამდენჯერმეა ნახსენები. ბრაიტონის ბანაკი, სადაც მილიციის პოლკი მიემგზავრება მაისში, მერიტონში გამოზამთრების შემდეგ, 1793 წლის აგვისტოში გაიხსნა, ხოლო ყველა პოლკისთვის ყაზარმები 1796 წლისთვის დასრულდა. ეს რომანში განვითარებულ მოვლენებს 1793-951795 წლებსში ათავსებს.

ოსტინმა „პირველი შთამბეჭდილებების“ ხელნაწერი 1811-1812 წლებში საგრძნობლად გადაამუშავა. თავდაპირველი ხელნაწერი არ შემოგვრჩა და ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. ვინაიდან საბოლოო რომანში ბევრი წერილია, დასაშვებია, რომ „პირველი შთაბეჭდილებები“ ეპისტოლარული რომანი ყოფილიყო. ოსტინმა დაახლ. 1811/1812 წლებში რომანს „სიამაყე და წინაგანწყობა“ დაარქვა და მისი გამოქვეყნების უფლება თომას ეგერტონს მიჰყიდა 110 გირვანქა სტერლინგად (2019 წლის კურსით ეს 7,381 გირვანქას უდრის). რომანის გადარქმევისას, ოსტინმა ალბათ გაითვალისწინა ის "ტანჯვა და წინააღმდეგობები", რომელიც შეჯამებულია ფანი ბარნის „სესილიას“ ბოლო თავში, სახელწოდებით "სიამაყე და წინაგანწყობა", სადაც ეს ფრაზა სამჯერ დიდი ასოებით წერია. შესაძლებელია, რომ რომანის თავდაპირველი სათაური იმიტომ შეიცვალა, რომ სხვა წიგნებში არ არეულიყო. „პირველი შთაბეჭდილების“ დასრულებასა და „სიამაყე და წინაგანწყობად“ გადაკეთებას შორის, ამ სახელწოდებით ორი სხვა ნაშრომი გამოქვეყნდა: მარგარეტ ჰოლფორდის რომანი და ჰორაციუს სმითის კომედია.


გამოცემის ისტორია

რედაქტირება
ფაილი:Brock Pride and Prejudice.jpg
Title page of a 1907 edition illustrated by C. E. Brock

Aოსტინმა რომანის საავტორო უფლებები ტომას ეგერტონს მიჰყიდა უაიტჰოლის სამხედრო ბიბლიოთეკიდან 110 გირვანქა სტერლინგად (თავიდან ოსტინმა 150 მოითხოვა). ეს გადაწყვეტილება მას საბოლოოდ ძვირად დაუჯდა. ოსტინმა „გრძნობა და გონება“ „კომისიის“ პირობით გამოსცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამომცემელს ზარალი არ უნდა ენახა. ავტორი მხოლოდ მაშინ აიღებდა ჰონორარს, როდესაც გამომცემელი გამოცემის ხარჯებს ამოიღებდა. იმ მომენტში, როდესაც მან ეგერტონს საავტორო უფლებები მიჰყიდა (რაც ნიშნავდა, რომ ეგერტონის იღებდა რისკისაც და მოგებასაც), ოსტინმა ჯერ არ იცოდა, რომ „გრძნობა და გონება“ მთლიანად გაიყიდებიდა და 140 გირვანქა სტერლინგს მოუტანდა. იან ფერგუსმა გამოთვალა, რომ საბოლოოდ ეგერტონის მოგებამ წიგნის პირველი ორი გამოცემიდან დაახლოებით 450 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

ეგერტონმა „სიამაყე და წინაგანწყობა“ პირველად 1813 წლის 28 იანვარს გამოსცა, სამ მაგარყდიან ტომად. მან „დილის ქრონიკაში“ წიგნის რეკლამა გამოაქვეყნდა და 18 შილინგად დააფასა. წიგნს კეთილგანწყობილი მიმოხილვა ხვდა და პირველი გამოცემა სრულად გაიყიდა. მეორე გამოცემა იმავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, ხოლო მესამე - 1817 წელს.

პირველი უცხოენოვანი თარგმანი 1813 წელს საფრანგეთში გამოჩნდა, შემდგომ კი ითარგმნა გერმანულად, დანიურად და შვედურად. „სიამაყე და წინაგანწყობა“ აშშ-ში პირველად 1832 წლის აგვისტოში გამოიცა სათაურით „ელიზაბეტ ბენეტი, ანუ, სიამაყე და წინაგანწყობა“. რომანი რიჩარდ ბენტლიმ ‘სტანდარტული რომანების’ სერიაში შეიყვანა 1833 წელს. რ.ვ. ჩაპმანის პირველი სამეცნიერო გამოცემა 1923 წელს გამოვიდა და ის სტანდარტული გამოცემა გახდა, რომელზედაც დაფუძნებულია რომანის მრავალი დღემდე გამოქვეყნებული ვერსია. რომანი თავდაპირველად ანონიმურად გამოქვეყნდა ისევე, როგორც ოსტინის ყველა სხვა ნაწარმოები. აღსანიშნავია, რომ მის პირველი გამოქვეყნებული რომანის, „გრძნობა და გონება“ ავტორად მითითებულია „ვინმე ლედი“; „სიამაყე და წინაგანწყობას“ კი ეწერა, რომ ის „„გრძნობა და გონების“ ავტორის დაწერილია ". ამან ხელი შეუწყო ოსტინის, როგორც მწერლის, რეპუტაციის კონსოლიდაციას, თუმცა ეს ანონიმურად ხდებოდა. მისი შემდგომი რომანების ავტორი ასევე ანონიმად მოიხსენიებოდა, თუმცა ყველა მისი გამოქვეყნებული ნაწარმოები იყო ნახსენები.


რეცენზიები

რედაქტირება

პირველი გამოცემა

რედაქტირება

რომანი კარგად მიიღეს, სამი კეთილგანწყობილი მიმოხილვა პირველივე თვეებში დაიბეჭდა. ენ იზაბელა მილბანკმა, მოგვიანებით ლორდ ბაირონის მეუღლემ, მას "მოდური რომანი" უწოდა. კრიტიკოსმა და მიმომხილველმა ჯორჯ ჰენრი ლუისმა აღნიშნა, რომ მას ”ერჩივნა დაეწერა „სიამაყე და წინაგანწყობა“, ან „ტომ ჯონსი“, ვიდრე უევერლის ყველა რომანი”. ამასთან, შარლოტა ბრონტემ, ლუისისადმი მიწერილ წერილში, დაწერა, რომ „სიამაყე და წინაგანწყობამ“ მას იმედი გაუცრუა, ”საგულდაგულოდ შემოღობილი, მოვლილი ბაღი, სუფთად შემოსაზღვრელი, ნაზი ყვავილებით... აქ არ არის ღია ჰორიზონდი, სუფთა ჰაერი, ლურჯი მთები და შეყვარებულის მიზიდვა“

ოსტინი, თავის მხრივ, თვლიდა რომ „სიამაყე და წინაგანწყობა“ ზედმეტად ლაღი და დამცინავი იყო. 1813 წელს იგი წერდა დას, კასანდრას, რომ რომანს "ჩრდილი" არ ყოფნიდა და უნდა ჩაეწერა თავი "ოფიციალური დამაჯერებელი სისულეებით, რომლებიც კავშირში არაა ამბავთან, მაგალითად ესე მწერლობის შესახებ, ვალტერ სკოტის კრიტიკა ან ბუონაპარტეს ისტორია. ” ვალტერ სკოტმა დაწერა თავის დღიურში "წავიკითხე კიდევ ერთხელ და მესამედ მაინც, მის ოსტინის უბადლოდ დაწერილი რომანი „სიამაყე და წინაგანწყობა“ .."

მე-20 საუკუნე

რედაქტირება

You could not shock her more than she shocks me,
Beside her Joyce seems innocent as grass.
It makes me most uncomfortable to see
An English spinster of the middle class
Describe the amorous effects of 'brass',
Reveal so frankly and with such sobriety
The economic basis of society.

W. H. Auden (1937) on Austen[1]

Tამერიკელმა მეცნიერმა კლაუდია ჯონსონმა დაიცვა რომანი იმ კრიტიკისაგან, რომელიც თვლიდა, რომ რომანი არარეალურ ზღაპარს ჰგავდა. ერთმა კრიტიკოსმა, მერი პუვიმ, დაწერა, რომ “სიამაყე და წინაგანწყობის“ „რომანტიული დასასრული“ ცდილობს გააქარწყლოს კონფლიქტი "ბურჟუაზიული ღირებულებითი სისტემისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალისტურ პერსპექტივასა და ტრადიციული, პატერნალისტური საზოგადოებისაგან დარჩენილ ავტორიტარულ იერარქიას" შორის. ჯონსონი წერდა, რომ ოსტინის შეხედულება, რომ ძალაუფლების სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს, არ წარმოადგენს კონფლიქტისგან „თავის დაღწევას“. ჯონსონმა ასევე წერდა, რომ ელიზაბეტ ბენეტის "აღმაშფოთებელი არაკონვენციურობა", ოსტინის დროს ძალიან გაბედული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთში პრემიერ მინისტრმა უილიამ პიტმა მკაცრი ცენზურა შემოიღო 1790-იან წლებში, როდესაც ოსტინის რომანი იწერებოდა.

21-ე საუკუნე

რედაქტირება

• 2003 წელს ბი-ბი-სიმ ჩაატარა გამოკითხვა „დიდი ბრიტანეთის ყველაზე საყვარელი წიგნის“ გამოსავლენად. „სიამაყე და წინაგანწყობას“ მეორე ადგილი ერგო, „ბეჭდების მბრძანებლების“ შემდეგ. • 15,000 მეტმა ავსტრალიელმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა 2008 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, სადაც „სიამაყე და წინაგანწყობამ“ 101 ოდესმე დაწერილი საუკეთესო წიგნების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. • 2013 წლის 28 იანვარს „სიამაყე და წინაგანწყობის“ გამოქვეყნების 200 წლისთავი აღინიშნა მთელ მსოფლიოში და მასში ისეთმა მედია-ქსელებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორიცაა Huffington Post, New York Times და Daily Telegraph. • „სიამაყე და წინაგანწყობა“ ერთ-ერთია იმ ხუთი წიგნიდან, რომლებსაც ფილოსოფოსები, ლიტერატურათმცოდნეები, მწერლები და ჟურნალისტები ყველაზე გავლენიან ტექსტებად მიიჩნევენ.


ადაპტაციები

რედაქტირება

კინო, თეატრი და ტელევიზია

რედაქტირება

„სიამაყე და წინაგანწყობის“ ადაპტირება ხშირად ხდება. ყველაზე გამორჩეული 1940 წელს გადაიღეს (ის ნაწილობრივ ეფუძნება ჰელენ ჯერომის 1936 წლის თეატრალურ ადაპტაციას) და მასში მთავარ როლებს გრირ გარსონი და ლოურენს ოლივიე თამაშობენ. ასევე გამოარჩევენ 2005 წელს გადაღებულ ფილმს კირა ნაითლის (ოსკარზე იქნა ნომინირებული ამ როლისათვის) და მეთიუ მაკფადვენის მონაწილოებით. აღსანიშნავია ბი-ბი-სის ორი სატელევიზიო ვერსია: 1980 წლის ელივაბეტ გარვისა და დეივიდ რინთულის მონაწილეობით და პოპულარული 1995 წლის ვერსია ჯენიფერ ილისა და ქოლინ ფირთის მონაწილეობით. აქვე უნდა გახსენოთ „პატარძალი და წინაგანწყობა“ (ინდოეთი) და „ტრიშნა“ (1985 წლის ინდური ტელე-სერიალი). 1936 წელს ჰელენ ჯერომმა შექმნა სასცენო ვერსია, რომელიც ლონდონის სენტ-ჯეიმსის თეატრში დაიდგა სილია ჯონსონისა და ჰიუ უილიამსის მონაწილეობით. „პირველი შთაბეჭდილებები“ ერქვა 1959 წლის ბროდვეის მიუზიკლს პოლი ბერგენის, ფარლი გრეინჯერისა და ერმიონ ჯინგოულდის მონაწილეობით. 1995 წელს მუსიკალური ალბომი ჩაიწერა, კომპოზიტორი იყო ბერნარ ჯ. ტეილორი, ელიზაბეტ ბენეტის როლს ქლეარ მური თამაშობდა, ხოლო მისტერ დარსის - პიტერ კერი. ახალი სპექტალის, „ჯეინ ოსტინის სიამაყე და წინაგანწყობა, ახალი მიუზიკლი“ საკონცერტო ვერსია წარმოადგინეს 2008 წლის 21 ოქტომბერს როჩესტერში (ნიუ იორკის შტატი), სადაც კოლინ დონელი დარსის თამაშობდა. შვედმა კომპოზიტორმა დანიელ ნელსონმა 2011 წელს დაწერილი ოპერა „Stolthet och fördom“ „სიამაყე და წინაგანწყობაზე“ დააფუძნა. „ლიზი ბენეტის დღიურებმა“ - რომლის პრემიერა სპეციალურად გამოყოფილ ‘YouTube’ არხზე 2012 წლის 9 აპრილს შედგა და დასრულდა 2013 წლის 28 მარტს - პრემია ‘ემი’ დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ვებ-სერიალმა. მასში ამბავი მოთხრობილია დები ბენეტების ვლოგების საშუალებით. დაწერილია ჰენკ გრინისა და ბერნი სუს მიერ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რომანი ბევრი სხვა ნაშრომის შთაგონების წყარო გახდა, რომლებიც არ არის ადაპტაცია, როგორც ასეთი. ეს წიგნებია: • „მისტერ დარსის ქალიშვილები“ და „მის ალეთეა დარსის ამბები და თავგადასავლები“, ავტორი ელიზაბეტ ასტონი • „დარსის ამბავი“ (ბესტ-სელერი) და „დიალოგი დარსისთან“ ავტორი ჯენეთ ეილმერი • „პემბერლი: ან „სიამაყე და წინაგანწყობა“ გრძელდება“ და „უთანასწორო ქორწინება: ან „სიამაყე და წინაგანწყობა“ ოცი წლის შემდეგ“, ავტორი ემა ტენანტი • „რუთის წიგნი“, ავტორი ელენ ბეიკერი • „ჯეინ ოსტინმა დაანგრია ჩემი ცხოვრება, ხოლო მისტერ დარსიმ მომიკლა გული“, ავტორი ბეთ პატილლო • „პრეციპიტაცია - მის ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენის“ გაგრძელება, ავტორი ელენ ბეიკერი • „პემბერლის ძიებაში“, ავტორი მერი სიმონსენი • „მისტერ დარსის ცოლი მოჰყავს“ და მისი გაგრძელება „დარსი და ელიზაბეტი: პემბერლის დღეები და ღამეები“, ავტორი ლინდა ბერდოლი გვინ ქრიდის კომიკურ რომანტიულ რომანში, „მისტერ დარსის ცდუნება“ მთავარი გმირი ჯადოსნური მასაჟის შემდეგ „სიამაყე და წინაგანწყობაში“ აღმოჩნდება, დარსისთან რომანს გააბამს და უნებლიედ ცვლის თავდაპირველ სიუჟეტს.

აბიგაილ რეინოლდსი ავტორია „სიამაყე და წინაგანწყობის“ შვიდი ვარიაციისა, რომელთა სიუჟეტი რეგენტის ეპოქაში ვითარდება. მის „პემბერლის ვარიაციების“ სერიაში შედის „მისტერ დარსის აკვიატება“, „როგორ დავიპყროთ მისტერ დარსი“, „რას იზამდა მისტერ დარსი“ და „მისტერ ფიცუილიამ დარსი: ბოლო კაცი სამყაროში“. მისი თანამედროვე ადაპტაციის „ადამიანი, რომელსაც „სიამაყე და წინაგანწყობა“ უყვარდა“ სიუჟეტი კეიპ კოდზე ვითარდება. ბელა ბრინიც ოთხი ვარიაციის ავტორია: „სიამაყე და წინაგანწყობა და საწამლავი“, „„სიამაყე და წინაგანწყობა“ და საიდუმლოებები“, „ძალდატანებითი ქორწინება“ და „ელიზაბეტ ბენეტის გადარჩენა“. ჰელენ ფილდინგის 1996 წელს გამოსული რომანი „ბრიჯიდ ჯონსის დღიურები“ ასევე „სიამაყე და წინაგანწყობას“ ეფუძნება, ხოლო მის მიხედვით 2001 წელს გადაღებულ ფილმში თანაშობს კოლინ ფირთი, რომელიც 1990 წლის წარმატებულ ადაპტაციაში მისტერ დარსის თამაშობდა. 2009 წლის მარტში სეტ გრემ-სმითის „სიამაყე და წინაგანწყობა და ზომბები“ ოსტინის რომანს უზავებს ზომბების ხროვებს, კანიბალიზმს, ნინჯებს და უსასტიკეს ქაოსს. 2010 წლის მარტში, გამომცემლობა „ქუირქ ბუქსმა“ გამოსცა სტივ ჰოკენსმითის პრიქველი, რომელიც მოგვითხრობს ელიზაბეტ ბენეტზე, როგორც ზომბებზე მონადირეზე: „სიამაყე და წინაგანწყობა და ზომბები: საშინელებათა განთიადი“. 2016 წელს გრემ-სმითის ვერსიაზე დაფუძნებული ფილმი გამოვიდა, რომელშიც მონაწილოებდნენ ლილი ჯეიმსი, სემ რაილი და მათ სმითი. 2011 წელს მწერალმა მიცი შერეტომ დაწერა „სიამაყე და წინაგანწყობა: საიდუმლო ლტოლვა“, ისტორიულ-სექსუალური პაროდია, რომელიც მიუყვება ჯეინ ოსტინის სიუჟეტსაც და წერის სტილსაც. მარველმაც მიიღო მონაწილეობა კლასიკის ვარიაციებში და კომიქსების სერია გამოსცა, რომელიც სიუჟეტის ხაზს ინარჩუნებს. პირველი ნომერი 2009 წლის 1 აპრილს გამოვიდა ნენსი ჰაიესკის ავტორობით. ის გრაფიკულ რომანად 2010 წელს გამოიცა, ჰუგო პეტრუსის ნახატებით. პამელა აიდანმა დაწერა „სიამაყე და ცრურწმენის“ ტრილოგია, რომელიც ამბავს დარსის თვალთახედვით მოგვითხრობს: „ფიცუილიამ დარსი, ჯენტლმენი“. ეს წიგნებია: „ასეთი წვეულება“, „მოვალეობა და ლტოლვა“ და „ეს სამი დარჩა“. დეტექტიური რომანების ავტორმა ფ.დ.ჯეიმსმა დაწერა „სიკვდილი ეწვია პემბერლის“. ამ საიდუმლოებით მოცულ ამბავში მკვლელობა ელიზაბეტისა და დარსის ქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ ხდება. სანდრა ლერმერმა სიქველი (გაგრძელება) დაწერა სათაურით „მეორე შთაბეჭდილებები“, რომელიც ავითარებს სიუჟეტს და მოგვითხრობს, როგორ შეიძლება წარმართულიყო რომანის გმირების შემდგომი ცხოვრება. ავტორმა ოსტინის პერიოდსა და მაშინდელ ენას მრავალწლიანი კვლევა მიუძღვნა და წიგნი მის სტილშია დაწერილი. ის 2011 წელს გამოიცა ავა ფარმერის ფსევდონიმით. ჯო ბეიკერის 2013 წლის ბესტ-სელერი „ლონგბორნი“ ‘სიამაყე და წინაგანწყობის“ მსახურების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. 2018 წელს იწყება მის მიხედვით ფილმის გადაღება - რეჟისორი შერონ მაგაირია, რომელმაც გადაიღო ასევე „ბრიჯიდ ჯონსის დღიური“ და „ბრიჯიდ ჯონსის ბავშვი“ (რანდომ ჰაუს ფილმის და სტუდიო კანალის წარმოება). ეს რომანი ასევე ადაპტირებულ იქნა რადიოსათვის და ბი-ბი-სი რადიოს მე-4 არხზე გადიოდა გადაცემაში „წიგნები ძილისწინ“. შემოკლებული ვერსია სარა დეივისს ეკუთნის, კითხულობდა სოფი თომსონი. პირველად ეთერში 2014 წლის მაისში გავიდა და კვლავ 2018 წლის სექტემბერში მეოთხე არხის ‘ექსტრაზე“. თავის რომანში „შესაშური სასიძო“ ქერტის სიტენფილდი „სიამაყე და წინაგანწყობის“ გმირებს თანამედროვე ცინცინატიში ათავსებს. უფროსი ბენეტები მუდამ ცდილობენ სოციალური წრე გაიუმჯობესონ, მაგრამ რთული დრო უდგათ. ელიზაბეტი, წარმატებული და დამოუკიდებელი ნიუ-იორკელი ჟურნალისტი, და მისი დაუქორწინებელი უფროსი და იძულებულნი არიან ჩაერიონ ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გადასარჩენად. ისინი ცდილობენ თავის ზრდასრული უმცროსი დები აიძულონ სამუშაო იშოვონ და მშობლების სახლიდან საცხოვრებლად დამოუკიდებლად გადავიდნენ. ამ პროცესში ისინი გაიცნობენ ჩიპ ბინგლის, ახალგაზრდა ექიმს, რომელიც იძულებით მოხვდა სატელევიზიო რეალითი შოუში და სახელიც მოიხვეჭა, და მის კურსელს, ფიცუილიამ დარსის, ცინიკურ ნეიროქირურგს. „სიამაყე და წინაგანწყობა“ სამეცნიერო ნაშრომების შთაგონებადაც იქცა. 2010 წელს მეცნიერებმა გამოყვეს ფერომონი მამრი თაგვის შარდში და მას მისტერ დარსის საპატივსაცემად ‘დარსინი’ დაარქვეს, რადგან ის ძლიერად იზიდავდა მდედრებს. 2016 წელს, „მემკვიდრეობითი მეტაბოლიურ დაავადებათა ჟურნალმა“ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია, რომელშიც გამოითქვა ვარაუდი, რომ მისტერ ბენეტს იშვიათი გენეტიკური დაავადება სჭირდა, რაც ხსნის, თუ რატომ არ ყავდა ვაჟები და რატომ იყო მისი ზოგი ქალიშვილი ასეთი სულელი. 2014 წლის ზაფხულში ‘უდონ ენთერთეინმენთის“ კლასიკური მანგას სერიამ „სიამაყე და წინაგანწყობის“ მანგა ადაპტაცია გამოაქვეყნა.

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Southam არ არის მითითებული ტექსტი; $2

თარგი:Wikisource-multi

თარგი:Pride and Prejudice თარგი:Jane Austen