განცხადების თარგი

ყავახანაში გაჩნდა განცხადების თარგი (ზემოთ), მისი შინაარსი დროდადრო შეიცვლება ვიკიპედიელთათვის სხვადახვა საკითხებზე ყურადღების გამახვილების თხოვნის ან მიმართვის საჭიროების შემთხვევაში. ახალი განცხადების ტექსტის დასაწერად გამოიყენეთ გვერდი: ვიკიპედია:განცხადება, თარგი და ის გვერდები, რომლებზეც ის მოთავსებულია ავტომატურად განახლდება შესაბამისი შეტყობინებით. მომხმარებლებს სურვილისამებრ შეუძლიათ ეს თარგი {{განცხადება}} საკუთარი განხილვის გვერდზე ჩასვან, რაც ალბათ გააადვილებს რედაქტორებს შორის საერთო თემებზე კომუნიკაციას. პატ. Alsandro 19:07, 26 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრის გვერდი წასაშლელი სტატიებისთვის

  ეს საკითხი საბოლოო შეთანხმებას/რეზიუმირებას საჭიროებს. ასევე, ეხება ეს მხოლოდ წასაშლელ სტატიებს თუ სხვა კენჭისყრის თემებსაც?

ძვირფასო ვიკიპედიელებო,

ამჟამად ვამზადებ კენჭისყრის გვერდს წასაშლელი სტატიებისთვის. იმედია, რამდენიმე დღეში მცირე განმარტება და ინსტრუქცია მზად იქნება, ოღონდ ზოგიერთი წესის შესამუშავებლად თქვენს მოსაზრებებს ვსაჭიროებ, ვინაიდან არ შეიძლება მხოლოდ ერთმა ადმინისტრატორმა გადაწყვიტოს, თუ როგორი იქნება მთელი ეს პროცედურა.

რასაკვირველია, შესავსები, დასამატებელი, გასაუმჯობესებელი და დასაზუსტებელი ბევრი რამ იქნება, მაგრამ მთავარია, გვერდი შეიქმნას და ამოქმედდეს.

ჯერჯერობით სამი კონკრეტული შეკითხვა მაქვს:

1. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კენჭისყრა?

ინგლისურ ვიკიპედიაში ვადა 5 დღეა, რუსულში და გერმანულში 1 კვირა, პორტუგალიურში 15 დღე, ესპანურში 1 თვე. ვინაიდან ქართული ვიკიპედია ზემოთ დასახელებული ვიკიპედიების რიტმით არ მუშაობს და მომხმარებელიც ცოტაა (ვინ რა სიხშირით ახერხებს მუშაობას, ესეც საკითხავია), ჩემი აზრით, კენჭისყრა მინიმუმ 1 თვე მაინც უნდა გაგრძელდეს.

2. რამდენი ხმა შეადგენს ქვორუმს?

აქაც გადავხედე სხვა ვიკიპედიებს. ზოგან 4-ია, ზოგან 5. თავისთავად ცხადია, თუ მხოლოდ 2 კაცი იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, სტატია არ შეიძლება წაიშალოს, მაგრამ არ ვიცი, რა ციფრი იქნება მიზანშეწონილი ქართული ვიკის ქვორუმისთვის.

3. რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო იმისთვის, რათა მომხმარებელს ჰქონდეს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება?

სხვა ვიკიპედიების მაგალითი გვიჩვენებს, რომ მომხმარებელს გარკვეული გამოცდილება უკვე უნდა ჰქონდეს (თანაც გარკვეული დროის მანძილზე) იმისათვის, რათა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. გუშინ დარეგისტრირებული მომხმარებლების ხმა არ ითვლება. ერთ-ერთ ვიკიში (თუ არ ვცდები, პორტუგალიურში) შემდეგნაირადაა: ხმის მისაცემად მომხმარებელს წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ვიკიპედიაში ამა თუ იმ სტატიის კენჭისყრაზე წარდგენამდე მინიმუმ 45 დღით ადრე და მის მიერ შეტანილი ცვლილებები 100-ს უნდა აღემატებოდეს. როგორ ფიქრობთ, ქართულ ვიკიში როგორ ჯობია გავაკეთოთ? ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევაც რომ ჰქონდეს წვლილი შეტანილი, ხელმოწერას ვერ განათავსებს საიტზე.

ველი თქვენს გამოხმაურებას.

საუკეთესო სურვილებით, Sopho 20:47, 27 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]


  • რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კენჭისყრა? - რადგანაც ქართულ ვიკიპედიაში ცოტა მომხმარებელია - 10-15 დღე საკმარისია.
  • რამდენი ხმა შეადგენს ქვორუმს? - იგივე მიზეზის გამო დღესდღეობით 3 ხმა საკმარისია. ოღონდ აქტიური მომხმარებლების მომატებისას - ეს რიცხვი უნდა გაიზარდოს.
  • პორტუგალიური ვიკიპედიის მაგალითი მისაღებია. Zangala 22:07, 27 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

~~

  1. . ჩემის აზრით, რადგან ქართულში ცოტა მომხმარებელია და ზოგიერთი ასე ვთქვათ "ძველი" მოდერატორი ხშირად ვერ ახერხებს შემოსხვლას, კენჭისყრა 1 თვე მაინც უნდა გაგრძელდეს (აქ გამონაკლისი დაიშვება ზოგიერთ არაკონცეპტუალურ, ტექნიკურ საკითხზე ალბათ).
  2. . სამი ხმა ძალიან ცოტა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ხუთიც კი ცოტად მეჩვენება, თუმცა უფრო მეტი ალბათ პრობლემას შექმნის, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება საერთოდ შეუძლებელი იქნება, თუ უფრო მეტი აქტიური მოდერატორი არ გაჩნდა მომავალში ქართულ ვიკიში.
  3. . პორტუგალიური მაგალითი ნამდვილად მისაღები ჩანს. Alsandro 18:50, 28 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]


  • Zangala–ს ვეთანხმები, ვინაიდან ქართულ ვიკის არ ჰყავს ბევრი აქტიური მომხმარებელი, 2 კვირა საკმარისი უნდა იყოს
  • ქვორუმი უნდა დაფიქსირდეს აქტიური მომხმარებლების რაოდენობიდან გამომდინარე. ალბათ სადღაც 70%–75% საკმარისი უნდა იყოს ჩემი აზრით. ჯერ გავარკვიოთ მათი რაოდენობა და შემდეგ ქვორუმიც გაირკვევა
  • პორტუგალიური მაგალითი ჩემთვისაც მისაღები ჩანს, მაგრამ იქნებ 100–დან 50–მდე ჩამოვიდეთ, თორემ 100 სტატიაში არ მაქვს შეტანილი წვლილი (Just kidding), პატივისცემით Pieta 20:05, 28 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]
დავათვალიერე რამდენიმე სხვა ვიკიპედა, კენჭისყრა პირდაპირ საკამათო სტატიის განხილვის გვერდზე მიმდინარეობს უმეტეს შემთხვევაში, ცალკე გვერდი ამისთვის ვერ ვნახე. მაგალისთისთვის გამოდგება საქართველოზე არსებულ სტატიაში მის სათაურზე წამოჭრილ კამათზე კენჭისყრა (იხ. en:Georgia (country) განიხლვის გვერდი და კიდევ მთავარი გვერდის ბლოკირებაზე კენჭისყრა ფრანგულ ვიკიპედიაში (fr:Discuter:Accueil). ამგვარი გვერდი თუ სადმე არსებობს ხომ კარგი, თუ არადა მის შექმნას არ უნდა დაველოდოთ. რაც პრინციპში უკვე დავიწყეთ კიდეც. ზემოთქმულიდან გამომდინარე კონსენსუსი ჯერ არ არსებობს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კენჭისყრა 2 კვირა თუ ერთი თვე? თუ 5 ხმა პირველივე დღეებში დაგროვდა, კენჭისყრა შეიძლება დაიხუროს თუ მაინც გაგრძელდეს სრული ვადის გასვლამდე? ეს საკითხი სასურველია მალე გადაწყდეს. Alsandro 14:52, 6 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


Portal:Georgia

გამარჯობა ვიკიპედიელებო, ინგლისურ ვიკიზე გაიხსნა პორტალი:საქართველო [1]. გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა, ვისაც ამის სურვილი და დრო გექნებათ. გმადლობთ, --Kober 15:26, 31 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]


ახალი თავფურცელი

  განხილვა/კენჭისყრა ამ თემაზე გადატანილია ამ გვერდზე.
Further discussions on this issue were moved to this page.

Does anyone know if the page ახალი თავფურცელი is in use? I believe Avtandil used this page as a draft for the main page and it's not used anymore... In that case, it could be deleted. Thanks to all, Malafaya 11:25, 22 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

I used it once to test the layout changes (the right collumn is too wide), but I couldn't figure out the problem, otherwise 'tis a mirror of მთავარი გვერდი. We could keep it as a test page for new "main page" design layouts though. Alsandro 12:00, 22 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
Maybe we should change its namespace in that case. A test page in the main/article namespace doesn't look very "neat" :). Malafaya 16:33, 22 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
I'm not sure what actually "namespace" here means, but up to you, if you think so. I've been testing page layout on ახალი თავფურცელი ტესტი today (let me know if I should move that too). Question: I think you uploaded last month asomtavruli letters, how can we use it? Also heading - "მთავარი გვერდი” (main page) on top of the main page is redundant and needs to be removed. Alsandro 16:47, 22 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
The namespace is the part of the article's name before the colon (:). Normal articles have no namespace (that's the main namespace. Wikipedia related pages have namespace ვიკიპედია (as in ვიკიპედია:ყავახანა, this page). I suggest them to be moved to namespace ვიკიპედია as it's a Wikipedia related page (tests, for this matter). If nobody opposes, I'll be moving those 2 pages there (i.e., ვიკიპედია:ახალი თავფურცელის ტესტი).
As for asomtavruli, they were put there just in case they are needed. If you wish to insert and asomtavruli character, just click on the character on the table below when you're editing a page. It will be inserted where the cursor is at. I realize Internet Explorer doesn't support display of asomtavruli. Firefox should display it correctly though. It's just a matter of browser to be able to see it.
As far as I know, the header on the Main Page cannot be removed. The Main Page is an article as any other and thus has the same applicable set of rules. You may see in other Wikipedias that there is a title on their main pages.
I hope this helps, Malafaya 14:26, 23 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
ok, got ya, I'd support the move (I inserted a missing ს in the test title above). Just noticed the asomtavruli too. As of the title of the main page, if you look at the English and Russian main pages, they don't have a title and it actually looks more neat.
I'd appreciate your suggestions on the test page. I've almost finished creating support templates for boxes, etc. to make the coding simple, but would like some design/layout inputs. Tnx and cheers. Alsandro 16:18, 23 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
The new proposal for the main page looks more modern than our current one. But I have some suggestions:
  • the width of the two columns has to be constant over the whole page
  • the font beside the colored icons at the beginning of the page is too small or the spacing of the lines repectively (it is in georgian more difficuilt to design a page because the design-element capitals/small letters do'snt exist)
  • the page is a little bit too long, for example: for the part with the statistics of the other wikipedias is a link enough.Zangala 17:01, 23 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
Ok, I moved ახალი თავფურცელი to ვიკიპედია:ძველი თავფურცელი ("old mainpage") and ახალი თავფურცელი ტესტი to ვიკიპედია:ახალი თავფურცელი. The latter one will remain in test-mode until finalized and agreed upon and subsequently copied to მთავარი გვერდი (this one is currently in an article-mode as its main tab informs). The tab on the main page needs to be renamed "main page" or "მთავარი გვერდი” (as in other languages) and the eye-sore heading will then be unnecessary, I believe. bon weekend! Alsandro 21:27, 23 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
(comment copied from en:Talk:Main_Page#how to remove "Main Page" heading) The "Main Page" H1 heading is still there in the html, but I believe it's being overwritten with css trickery in the monobook skin. In the classic skin you still see the heading. I'd say m:Help:User style is the place to learn more, but maybe a post on en:Wikipedia:Village pump (technical) could give you a more specific response from someone in the know about these things. Shanes 04:22, 29 June 2006 (UTC)

New mainpage meets actual demands of web-technology and seems more neatly, so I support it as a base mainpage...--linguistus 18:14, 26 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

იხ. მეორე ვერსიაც (see second version - Italian) ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 2. - Alsandro 00:37, 27 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
It follows the design used in other Wikipedias quite closely. I support the meore versia broadly. Maybe a few details could later be adjusted (I'm still not quite sure which). Malafaya 15:54, 28 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]
Tnx, second version is my favourite too (I'll take it as a vote). For everyone: there are three versions now, please check this page with the overview of all alternatives - ვიკიპედია:მთავარი გვერდის ვარიანტები and possibly vote for one so we can proceed with the choice (თარგმანი: ამჟამად უკვე სამი ვერსიაა, გთხოვთ კენჭი უყაროთ ვარიანტს, რომ შევძლოთ გადაწყვეტილების მიღება). პატ. Alsandro 16:27, 28 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ახალი თავფურცელის გვერდის რედაქტორებს მივმართავ თხოვნით - შევინარჩუნოთ რუბრიკა ”ახალი გვერდები”. Dobo 18:18, 28 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ფუნდამენტური ფუნდამენტალურის წინააღმდეგ

ვინმემ გადააკეთეტ რა სტატიები სადაც "ფუნდამენტალური" ზედსართავი ფიგურირებს, "ფუნდამენტური" ზედსართავით. ამ რედირექტების ვერაფერი ვერ გავიგე:) უმართებულოა ფუნდამენტალური, რუსულ–ინგლისურის გავლენაა.--linguistus 11:49, 14 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]


მოგესალმებით ყველას! მე ჯერ არ ვიცი, ვიკიპედიით სარგებლობის წესები (იმედია, მალე გავრკვევი, მანამდე კი გთხოვთ მომიტევოთ), მაგრამ ქართულ ენაში უცხოურ სიტყვათა შემოტანისა და დამკვიდრების საკითხი იმდენად მტკივნეულია ჩემთვის, რომ გადავწყვიტე ახლავე დავწერო ერთი შენიშვნა, მომავალში კი უთუოდ აქტიურად ჩავებმები ხსენებული ~ჭირვარამის~ განხილვაში... ...აქ მოსვლისთანაცე თვალში მეცა ფრაზა, რომელიც ასე იწყება ~დააკლიკეთ~–ო... მეგობრებო, ძმებო, დებო, ნათესავებო და ახლობლებო! ნუ იზამთ ისე, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ასე ვიმეტყველოთ – ~დააინსტალირეთ პროგრამა....~, ~დაასეივეთ ფაილი~, ~მიაქანსელეთ მისაქანსელებელი~ და ა.შ. როგორც კი მსგავს სისაძაგლეს (უკაცრავად!) წავაწყდები, გპირდებით, თავს ვერ შევიკავებ და შესაბამისი ტონით მოგახსენებთ სათქმელს, რადგან გიობელსიც უკან დაგვრჩება და ქლინთონიც, თუ ჩვენი ენა დავივიწყეთ და კოკობზიკობას აყოლილებმა მომავალშიც ასე ვ–ი–სპიკ–ლენგვიჯ–ე–თ. პატივისცემით, ალექსანდრე ელერდაშვილი.

ახალი ქართული გამოცემები

თბილისის წიგნების მაღაზიების ვოიაჟით დღეს რამდენიმე ახალი გამოცემა აღმოვაჩინე:

  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ს. თეზელაშვილის რედაქციით, თბილისი, 2005. (27.000 ტერმინი, 200.000 განმარტება. რედაქტორები: გურამ აბსანძე, თამუნა აბსანძე, ომარ კელაპტრიშვილი, გოგა აბსანძე, შორენა ოსიპოვა; რეცენზენტები: ნუნუ კვანტალიანი, თამაზ ბარაბაძე, მაია ჟვანია, კორექტ.: ინგა ჭუმბურიძე, ნათელა კელაპტრიშვილი), (1053 გვერდი).
  • ინგლისური საკუთარი სახელები, ეტიმოლოგიური, ორთოგრაფიულ-ორთოეპიური ლექსიკონი (12.000 ერთეული. ხელნაწერი გამოცემა, რედაქტ.: ნ. ყიასაშვილი, ი. ქვაჩახია; რეცენზ.: ლ. გამსახურდია, მ. დოქსოპულო, გ. რამიშვილი, მ. მაჭავარიანი, გ. ხორნაული, უ. სახლთუხუცესი - თსუ ინგლისური ფილოლოგიის კათედრა, თსუ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრა, თსუ ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებული ონომასტიკური კვლევის რესპ. ცენტრი), ვ. ვაშაკიძე, თბილისი, 2005. (730 გვ.)

ძიება გრძელდება.... Alsandro 15:21, 11 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

საქართველოში დღესდღეობით ისეთი სიტუაცია, რომ წიგნების გამოცემას ნაკლებად აკონტროლებენ. შესაბამისად ვისაც სურვილი აქვს ყველა გამოცემს. შენთვის თუ არის ცნობილი რამდენად პროფესიონალები არიან დასახელებული წიგნების ავტორები ანუ რამდენად სანდოა მათი ინფორმაცია. ჩვენთვის აგრეთვე საინტერესო იქნებოდა სხვა უცხო ენებიდან შემოსული სახელთა მართლწერა. Zangala 17:24, 11 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

წიგნის გამოცემას კონტროლი არ სჭირდება, პოლიციური წყობა იმედია უკან მოვიტოვეთ. რედაქტორების პროფესიონალიზმზე ბჭობა ცოტა არ იყოს უხერხულია (ნაგლოსტ' ქართულად როგორაა?). თავად ფაქტი, რომ ამ თემაზე ვიღაც მუშაობს უკვე საკმაოდ დამაიმედებელია და, სხვა თუ არაფერი, აქ ერთი ხმა მაინც ეკუთვნის მის დამწერს (რედკოლეგიის წევრების სია განვავრცე). Alsandro 19:23, 11 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გამეხარდა, რომ წიგნი იმ დროს არის მომზადებული, როცა საქართველოში პროფესიონალიზმი ფასდებოდა, რადგან რედკოლეგიის უმრავლესობა (ნიკო ყიასაშვილი, იროდი ქვაჩახია, გურამ რამიშვილი) დიდი ხნის წინ არიან გარდაცვლილი. პატივისცემით Zangala 20:32, 11 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი, ჰო და ამ წიგნის მიხედვით Jackson ქართულად ჯეკსონი-ია. Alsandro 21:37, 11 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია და გადასწორდება - ყველაფერს უყვარს დასაბუთება - ე. ი. ქართულ ფონეტიკას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს (ვგულისხმობ ქს (ორივე ყრუა), ხოლო კს (მჟღერი და ყრუ)). ინფორმაციისთვის, რომ "უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი", რომელიც არის გამოცემული 1989 წელს და რითაც მე ვსარგებლობ ინგლისური ენიდან შემოსულ სახელებზე იგივე ყიასაშვილი, ნიკო მუშაოდა. კიდევ ძალიან მაინტერესებს ნიდერლანდი თუ ნიდერლანდები, რუსული სახელი, მამის სახელი და გვარი (თარგმანი არის თუ არა) და რასაკვირველია სხვა ენებიც (გერმანული - გებელსი, გერინგი; ფრანგული - ჟან დ´არკი; რუსული - სანქტ-პეტერბურგი; გრიგორიანული კალენდარი თუ გრეგორიანული კალენდარი; ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი - დეფიზით თუ როგორც ორი სიტყვა). როგორც ამბობ ძიება გრძელდება... როდესაც ჩავალ მეც შევიძენ და ცალმხრივად საკამათო პრობლემები მოხსნილი იქნება. Zangala 22:10, 11 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ქართულ ენაში უცხოური სახელების სტანდარტიზაციის შესახებ

საქართველოში ყველაფერში ბალაგანი რომ არ გვქონდეს ხომ არ შეიძლება. მოკლედ მაქვს ქართულად გამოცემული პლუტარქეც და ბერძნული და ლათინური სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. გუშინ მაინტერესებდა გრაკხუსი როგორ იწერება ქართულად, ჩავხედე პლუტარქეს და გრაკხუსი ეწერა, ნუ დავწერე ასე. დღეს რაღაცაზე ჩავხედე ლექსიკონს და ბარემ გრაკხუსიც გადავამოწმო თქო.... ვნახე და გრაკქუსი იყო. კიდევ გადავფურცლე და აღმოვაჩინე ცეზარი!!!! როცა საყოველთაოდ ცნობილია რომ გაიუს იულიუსი ქართულად კეისარია!!! მოკლედ რა... ასო ც-ზე კიდევ აღმოვაჩინე ყველა სახელი რაც ლათინურად CAE-თი იწერება... და სხვა წიგნებში (ქართულად) cae ითარგმნება კე-თ. ვინაა აქ მართალი და ვინ მტყუანი ვერ გავიგე

Trulala 20:25, 17 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Trulala, ვეცდები გიპასუხო იმის მიხედვით რაც მაქვს: ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვათა დაწერილობა ქართულში. ამ საკითხის გადასაწყვეტად, უნდა გაეწიოს შემდეგ სამ გარემოებას:

  • რომელი ფორმა უფრო სწორია იმ ენის მიხედვით, საიდანაც ესა თუ ის სიტყვა მომდინარეობა.
  • რომელი ფორმა არ ეწინააღმდეგება ქართულ ენის ნორმებს;
  • რომელი ფორმაა დღევანდელ სამწერლობო ენაში გაბატონებული;

- ქ თუ ხ? იმ სიტყვებში, რომლებიც ამჟამად იპყრობს ყურადღებას, გვხვდება ერთი ბგერა, რომელსაც დავალებული აქვს გადმოდგვცეს ბერძნული χ, ლათინური ch, რუსული x. ასეთ სიტყვებში ბერძნული და (მასთან ერთად) ლათინურიც თავიანთი სალიტერატურო ენის განვითარების ძველ პერიოდში და უფრო გვიან სასაუბრო მეტყველებაში ხმარობდა -ს და არა -ს. ძველმა ქართულმა სალიტერატურო ძეგლებმა შემოგვინახეს აუარებელი ნიმუში χ-ს ასეთი გადმოცემისა; მიქაელი, ანტიოქელი, აქილიანი ქრისტე, ქორონიკონი და სხვა. ქართულმა სასაუბრო მეტყველებამაც კარგად შეითვისა ასეთი გამოთქმა. ეს ჩანს იქიდან, რომ დღესაც ვხმარობთ რამდენიმე ისეთ სიტყვას, რომლებშიც ქ მიგვაჩნია სრულიად ბუნებრუვად და არა ხ. ასეთი სიტყვებია მალაქია (და არა მალახია), ქრისტიანე (და არა ხრისტიანე), ბოქლომი, სტომაქი.

ვინაიდან ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში χ-ს გადმოსაცემად ძველმა ქართულმა სალიტერატურო ენამ ბუნებრივად გამოიყენა ქ და ახალმა ქართულმა სალიტერატური ენამ და სასაუბრო მეტყველებამაც შეინარჩუნა ეს ქ, ყველგან ასეთ შემთხვევაში უნდა დარჩეს ქ-ს წერა. ამის მიხედვით გვაქცს და დარჩება:არქიმედე, არქაული, სპიროქეტა, ტრიქინა, ქლორი ქრონიკა. მაგრამ დარჩება საკუთარ სახელში ხარიტონი.

ცეზარი გაიუს იულიუს - იულიუს კეისარი - ორივე ფორმა მიღებულია ქართულში. Zangala 21:05, 17 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

YurikBot

ეს რა არის და როგორ ხდება ამის გამოყენება? რაიმე ახალ სტატიას რომ ვაკეთებ ამას ავტომატურად როგორ შეუძლია ქართული ვერსიის ბმულები სხვაენოვან სტატიებში ჩაამატოს?

ეს ბოტი ადარებს, რომელიღაც ბაზურად არჩეულ ვიკიში სტატიის ინტერვიკი ბმულებს და თუ ხედავს განსხვავებას, ამატებს ან ცვლის ამ ბმულებს ყველა შესაბამის სხვაენოვან სტატიაში. მისი ამოქმედებისთვის ქართული სტატიის ბმული უნდა მოხვდეს მის ბაზურ ენაში (ამ შემთხვევაში მგონი ჰოლანდიურია, დარწ. არ ვარ), რის შემდეგაც "აპდეიტს" გაუკეთებს ხოლმე დროდადრო. მოკლედ, სასურველია როცა აქ სტატია იქმნება მისი ბმული ერთ რომელიმე ძირითად სხვაენოვან ვიკიში ჩაიწეროს, შემდეგ მათი ბოტები ერთმანეთს აამოქმედებენ. - Alsandro 15:16, 16 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


ვინ აფასებს რომელ ენოვანი სტატიაა საუკეთესო? ვგულისხმობ რაიმე სტატიაზე რომელიმე ენის გასწვრივ ვარლსკვავი რომ არის ხოლმე... როგორ ხდება ამის გაკეთება? როგორ ფასდება? მეეჭვება ვინმე იყოს ისეთი რომ იმდენ ენას ფლობდეს რამდენ ენაზეცაა ვიკიპედია, ამიტომ ალბათ ვიღაცის აზრს ენდობიან. ეგრე მაგალითად იმავე პოპლიკოლაზე ყველაზე სრული სტატია მე მეკუთვნის (ნუ კუნკურენტებიც ცოტა მყავს :) ) მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მოცულობით მგონი იტალიური სტატია მეწევა მარტო... მოკლედ ისეთ ენებზე ვინც ვწერთ, რომლებიც გავრცელებული არაა და შესაძლოა ასეთ ენაზე საუკეთესო სტატიაც იყოს მარა ეს როგორ უნდა გამოვლინდეს?

რჩეული სტატიების შეფასება ყველგან ადგილობრივი კონსენსუსით ხდება. ანუ ჯერ უნდა წამოაყენოს ვინემემ, შემდეგ განხილვა წავა და თუ დაასკვნიან რომ ყველა ენობრივ და სანეციკლოპედიო ნორმას შეესაბამება რჩეული სტატიის (ინგლ. featured article) სტატუსს ანიჭებენ (ვარსკვლავისთვის თარგი არსებობს {{Link FA}}, ჩვენც უნდა დავიწყოთ მისი გამოყენება, უკვე 40-მდე რჩეული სტატია გვაქვს). ქართულ ვიკიშე ეს ხდება აქ: ვიკიპედია:რჩეული სტატიები - კანდიდატების განყოფილებაში სახელდება ერთ-ერთი ან მეტი და შემდეგ მისი განხილვა ხდება, აქ ეს ცოტა არ იყოს პრიმიტიულად იყო, იმიტომ რომ ბევრი მომხმარებელი არ გვყავს, რომ მათი ყურადღება მიიქციოს და როგორც წესი რამდენიმე რეგულარული რედაქტორის გადაწყვეტილებით ხდება ხოლმე. ამ შემთხვევაში შეგიძლია ეს სტატია წამოაყენო ზემოთ ხსენებულ გვერდზე, გადავხედავთ თუ რაიმე ჩასამატებელი და გასასწორებელია, გავასწორებთ, ვიკამათებთ და დავსვამთ მთავარ გვერდზე  :) (კარგი იქნება თუ ფოტოებსაც მოძებნიდი). - Alsandro 20:06, 15 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

პასუხისთვის გმადლობ. ნუ ქართულ ვიკიზე ჩემი ერთერთი სტატია იყო უკვე რჩეული სტატია, ანუ რაღაც დროის განმავლობაში მთავარ გვერდზე იყო გამოკიდული, მაგრამ ეგ თემა (რომის რესპუბლიკა) სხვა ენებზეც შესანიშნავადაა დამუშავებული, მაგრამ არის მაგალითად იგივე რომის მეფეების ბიოგრაფიები და კონსულების ბრუტუსის და პოპლიკოლას ბიოგრაფიები, რომლის ანალოგები სხვა ენებზე ჩემს სტატიებს ჩამოუვარდება (რომულუსის გარდა). მაშინ ჯერ ამ ორი კონსულის ბიოგრაფიებს დავდებ რჩეულ სტატიებში (პოპლიკოლას გამოსახულება ვერსად ვერ ვიპოვე თორებ დავამატებდი) და ვნახოთ...

Trulala 20:16, 15 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]