ვიკიპედია:ყავახანა/წინადადებები/არქივი
წინადადება-შემოთავაზება
რედაქტირებაინგლისურ ვიკის აქვს ასეთი სახეობებიც: სახელმძღვანელოები და წიგნები, ციტატების კრებული, თავისუფალი შინაარსის დოკუმენტების ორიგინალები...
რახან ქართულში არ ასებობს - ხომ არ იქნება უპრიანი, რომ გამოიყოს ამისათვის რაიმე კატეგორია ან თემა - რომელშიც მოთავსდებოდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
რატომ? ვებ საითები (განსაკუთრებით პირადი და მცირე სუბიექტებისა) ფრიად არამდგრადი ობიექტებია - დღეს არის - ხვალ აღარ იქნება. რამდენადაც ვიკიპედიის უკან სოლიდური ორგანიზაციაა - იქნებ აჯობოს აქვე იქნეს შენახული მნიშვნელოვანი - სამაგალითო თუნდა ტექსტური დოკუმენტები?
არა მგინია, რომ რამდენიმე ათეული მეგაბაიტი პრობლემა იყოს... --ბპგ 23:47, 13 აპრილი 2006 (UTC)
ვიკი-სკოლა
რედაქტირებადავაფუძნოთ ერთად უცხო ენების ვიკი-სკოლა და ინგლისურის შემსწავლელი ვიკი-სკოლა თბილისში.
გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთუცხო ენების ვიკი-სკოლა-ს და ინგლისურის ვიკი-სკოლა-ს (I ეტაპი) დაფუძნების საქმეში. სკოლებში, განათლების სამინისტროს მიერ დღეს ვითარდება პროექტი ”ირმის ნახტომი”, შეიძლება მათთან თანამშრომლობაც. მე ასე წარმომიდგენია: ბავშვები (ალბათ უფროსკლასელები) დაინტერესდებიან ამ პროექტში მონაწილეობით, თუ დავუსახავთ გეგმას (რამდენი გვერდი და რა პერიოდში უნდა გადათარგმნონ) და დამატებით შემოვიღებთ სერტიფიცირების წამახალისებელ სისტემას (დამსახურების მიხედვით). შეგვიძლია ვიფიქროთ ორ მიმართულებაზე:
- წმინდა ქართული მასალების შეყვანა;
- ინგლისური ენიდან English თარგმნა;
- მომავალში კი რუსულიდან Русский язык, გერმანულიდან Deutsch, ფრანგულიდან Français, ესპანურიდან Español, ..., არბაულიდან لغة عربية, ირანულიდან, ინდურიდან, ჩინურიდან 中文, იაპონურიდან 日本語 და სხვა ენებიდან თარგმნა დაემატება.
ამ სამუშაოებს დავურთავთ ინგლისური ენის საჯარო კურსებს (აბონემენტური და არასავალდებულო დასწრებით). ყველაფერ ამას მოყვება ტესტირებაც, სადაც გავითვალისწინებთ ვიკი-წვლილს. ამის მერე გავცემთ სერტიფიკატს, შეიძლება სხვა რაიმე პრიზის მოფიქრება (ტური ლონდონში ან კიდევ სხვა), ერთგვარი ჩემპიონატი, რომ სპორტული სულისკვეთება შევიტანოთ ამაში (მომავალში შეიძლება მონაწილე სკოლების შეჯიბრი და ოლიმპიადებიც გაიმართოს ინგლისურის ცოდნაში << პრიზებით). როგორ შეაფასებდით ამ იდეას და რა აზრს მოგვაშველებდით? ვფიქრობ, რომ ჩვენი ორგანიზაცია (”განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი”) დაინტერესდება და მცირე თანხით დააფინანსებს ამ პროექტს და იქნებ ბრიტანეთის საელჩოც?, იქნებ ბრიტანეთის საბჭო?, იქნებ BP-ც?, იქნებ სოროსის ფონდიც?, იქნებ რომელიმე ბანკიც?, იქნებ რომელიმე გამომცემლობაც რომელმაც შეიძლება გამოსცეს საინტერესო მასალები?, იქნებ რომელიმე ინტერნეტ პროვაიდერიც?, იქნებ ვიკი-ყავახანაც გაგვეხსნა ან რაიმე ესეთი ვიკი-კაფე?მაინტერესებს თქვენი აზრი (ერთგვარი მარკეტინგი). იქნებ ყველაფერ ამას დავარქვათ იმ დამსახურებული კაცის სახელი, რომელიც ჩვენს გვერდით აღარაა, და რომელსაც ”ძველები” ინტერნეტით იცნობდით? გთხოვთ, თუ ინტერესდებით ამით, აუცილებლად მიიღოთ მონაწილეობა ამ დიალოგში. აქვე (ამ პარაგრაფში) ჩაწეროთ თქვენი წინადადებები. ალბათ მერე საჭირო იქნება კავშირი ვიკის გარეთ მომწერეთ e-mail: ecc2005@gmail.com. Dobo 23:40, 23 აპრილი 2006 (UTC)
- მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს - გაეცანით თუ რა არის ვიკიპედია? ამ პროექტის მიზანია თავისუფალი და სრულფასოვანი ენციკლოპედიის შექმნა მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედია იქმნება მოხალისეების მიერ, რომელთა შორის შეიძლება იყოთ თქვენც. პატივისცემითZangala 16:47, 23 აპრილი 2006 (UTC)
ცანგალა, ვიკიპედიას აქვს განათლების მთელი პორტალი და საერთოდ ისიც, რომ თქვენ (ადმინისტრატორი) მე მასწავლით - ვიკი-განათლების ელემენტია და შეადგენს ვიკი-არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს. ვიკი თვითონ არის სასწავლებელი. ასე, რომ ჩემი იდეა ორგანულია მისთვის. საქმე იმაშია, რომ ვიკის რედაქტორობაც - ეს არის განათლების პროცესი. გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა - როგორ გვაინტერესებდა ენციკლოპედია, უსისტემოდ ვფურცლავდით მას და ამ გზით ვავსებდით ჩვენს ცოდნას. უფრო მეტიც, აშშ-ს განათლების ტექნოლოგებში დღეს მუსირებს და ფინანსდება თემა >> დინამიური განათლების მეთოდის შესახებ (იხ.http://www.i-d-e-a.org აქ, მონაცემთა ბაზებზე მუშაობს ჩემი მეგობარი, რომელმაც დაამთავრა ჰარვარდი). ეს ჩემი გაგებით შეიცავს ზუსტად ენციკლოპედიური განათლების მეთოდს - ანუ ბავშვის მეთოდს. დღეს ახალგაზრდა და ბავშვი აღარ კითხულობს წიგნებს, მას მეტი კომფორტი უნდა, ინფორმაციის ნაკადიც დიდია (500 ტომიან ენციკლოპედიას ხომ ვერ დაათვალიერებ ისე, როგორც 10 ტომიან საბავშვო ენციკლოპედიას?). ამას თან ხვდება ციფრული ტექნოლოგიების პროგრესი (შედეგად დიდი მონაცემთა ბაზები და სისწრაფე), ამიტომაცაა, რომ ენციკლოპედიური მეთოდი პროგრესული ხდება (ანუ ერთი თემიდან თითქმის სპონტანურად გამოდის მეორე > 3 > 4 და ასე შემდეგ), ანუ ბავშვი მიედ-მოედება ისე სწავლობს. რაც შეეხება ენის სწავლას, თარგმნა პირდაპირ ენის სწავლაა, თანაც როდესაც ის თანხვდება ბუნებრივ ინტერესს (თემის არჩევა). ასე, რომ არ მესმის თქვენი ასეთი კატეგორიულობა. პატივისცემით :)Dobo 23:30, 23 აპრილი 2006 (UTC)
მე თქვენ არ გასწავლით - მე დავწერე, რომ ვიკიპედია იქმნება მოხალისეების მიერ (ყველანი მოხალისეები ვართ არავინ არ ვღებულობთ გასამჯელოს)- შეგიძლიათ თქვენს მეგობარს შეეკითხოთ თქვენს მიერ მითითებულ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. სხვა მომხმარებლების პასუხსაც დაველოდოთ. პატივისცემით Zangala 23:54, 23 აპრილი 2006 (UTC)
თქვენ არ წაიკითხეთ ეს ტექსტი, ან მე ვერ გამიგეთ (რა გასამრჯელო, რის გასამრჯელო) მე ვგულისხმობ იმას, რომ თქვენ როგორც ადმინისტრატორს, და თუნდაც რედაქტორებს, ისედაც რეკომენდირებული აქვთ რჩევების მიცემა, სხვისი შეცდომების ჩასწორება და ა.შ. ანუ ჩაბმული არინ სასწავლო პროცესში. (ნუტუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ფულის გულისთვის ვარ აქ და გასამრჯელოს გამოქექვა მინდა, თანაც ვეჭვობ გგონიათ თქვქნზე ? :( Dobo 00:06, 24 აპრილი 2006 (UTC)
- ალბათ ვერ გავიგე, რადგან წინა წერილში ბავშვების დაფინანსებაზე წერდით. როდის რა გასწავლეთ. ადრე წაშლებზე მედავებოდით, ახლა კი სწავლაზე. მე არავის არაფერს არ ვასწავლი - არც ერთ მომხმარებელს. შემეკითხებით (მაგ. თარგის მოხსნა) ამ შემთხვევაში გპასუხობთ. კიდევ ერთხელ გპასუხობთ დაველოდოთ სხვა მომხმარებლების პასუხს. მე ისეთივე მომხმარებელი ვარ როგორც ყველა მომხმარებელი არავითარი სხვაობა ჩვენში არ არის. პატივისცემით Zangala 00:17, 24 აპრილი 2006 (UTC)
- ფონდი ვიკიმედიის არსებული სხვა პროექტებისთვის იხ. ვიკიპედია:ფონდი ვიკიმედია. ვიკიპედია მხოლოდ ენციკლოპედიისთვის არის და საცნობარო, თუნდაც საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. თუ სურვილი გაქვთ ვიკიპედიას პოპულარიზაცია გაუწიოთ საქართველოში დიდად დავალებული დაგრჩებით რედაქტორებიც და მომხმარებლებიც - იმედია ამგვარად არსებული ხარისხიანი სტატიების რაოდენობა ბევრად სწრაფად გაიზრდება. ოღონდ, ეს საბავშვო სავარჯიშო ენციკლოპედია არ არის და არავის აქვს თავი მათ მიერ შეტანილი სტატიები ასწოროს, სრული დომხალი გახდება, ისედაც ძლივს ვუმკლავდებით თითზე ჩამოსათვლელი აქტიური მოდერატორები. ვიკიპედიას სჭირდება სრულყოფილი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობაც მკითხველს უორჭოფოდ შეეძლება. ა. 67.142.130.46 00:58, 24 აპრილი 2006 (UTC)
- სამწუხაროდ არ ვიცნობ საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობას აღნიშნული პროექტის რაიმე ხელშეწყობის თვალსაზრისით. --ბპგ 20:06, 29 აპრილი 2006 (UTC)