ვიკიპედია:ყავახანა/სხვადასხვა
ინიციალები სტატიებში
რედაქტირებამე პირადად, ძალიან არ მსიამოვნებს ინიციალების დანახვა სტატიებში ნ. ბორი - მოვკარი სულ ბოლოს თვალი, ვერ ვხვდები, თუ რა საჭიროებაა ვიკიპედიაში მათი შემოკლებისა. იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ სრული სახელი იცი. როგორ მოვიქცეთ?
P.S. თუ ბეჭდურ ენციკლოპედიურ სტილს მივყვებით, მაშინ სტატიაში მადონა (მომღერალი) ყველგან სადაც მადონაა "მ." უნდა დამეწერა და მებრუნებინა შესაბამისად, "მ.-ს", "მ.-მ" და ა.შ. მემგონი საშინელი წასაკითხი იქნებოდა :) --გიგა 07:04, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)
- სასურველია სრულად იწერებოდეს გვარი და სახელი, მაგრამ მომხმრებლები ამას ყოველთვის ვერ ვახერხებთ, ამიტომ შევუსწოროთ ხოლმე ერთმანეთს. ბეჭდურ ენციკლოპედიურ სტილს ნამდვილად არ მივყვებით. შეიძლება ეს სიზარმაცის ბრალი იყოს :))--ცანგალა (გ) 14:49, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)
ებრაული ენა
რედაქტირებაშემოკლება ამ ენის რომელია ივრ. თუ ებრ. ? --გიგა 07:09, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)
- ენას ოფიციალურად მგონი ივრითი ჰქვია და შესაბამისად შემოკლებაც ივრ უნდა იყოს, მაგრამ ებრაულიც არ უნდა იყოს შეცდომა. ეს უფრო ლინგვისტებს უნდა ვკითხოთ.--ტრულალა (გ) 07:28, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)
განხილვა:ებრაული ენა - ებრაული ენა - ებრ., ხოლო ივრითი - ალბათ ივრ.--ცანგალა (გ) 11:46, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)
- და ერთდაიგივე არ არის? --გიგა 15:22, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)
არ გაგეცინოს დავრეკე მეგობართან ისრაელში: ე. ი. ru:Идиш - ებრაული ენა (ეს გერმანულ გავსო) - ამ ენაზე საუბრობდნენ ევროპაში მცხოვრები ებრაელები (ru:Ашкеназы), ხოლო ru:Иврит - ძველებრაული (ეს არის სახელმწიფო ენა, ამჟამად საუბრობენ ისრაელში) ებრაელები აღმოსავლეთიდან (ru:Сефарды). განხილვა:ებრაული ენა - უკვე დავიბენი. დაველოთ მომხმარებელი:Island (ამჟამად შვებულებაშია) - მეცნიერულად როგორ არის გამართლებული აგვიხსნის. --ცანგალა (გ) 16:32, 18 ოქტომბერი 2007 (UTC)
აშშ-ის
რედაქტირებარამდენიმეჯერ გადავაწყდი მსგავს შემოკლებას, მაინტერესებს ეს ვიკიპედიაში დამკვიდრდა ასეთი ფორმით ამის ჩაწერა თუ რომელიმე გამოცემაში ეწერა ასე. რამდენადაც მე მახსოვს აშშ-ს უნდა იყოს სწორი ფორმა :) --გიგა 12:22, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)
- მიცემითი და ნათესაობითი ფორმის განსასხვავებლად შესაბამისად ან აშშ-ს იწერება ან აშშ-ის. მაგ. აშშ-ს გაუგზავნეს და აშშ-ის ვალუტა. - ალ-ო გ / წ 14:22, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)
- კი, მაგრამ აშშ = ამერიკის შეერთებული შტატები ანუ შტატები+(ი)ს ანუ ყველაფერი ერთად აშშ-ს :) ამიტომ ვკითხულობ :) --გიგა 14:24, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)
- გასაგებია რატომ კითხულობ, მაგრამ ბრუნვებს განსხვავება სჭირდება. სხვა მაგალითზე ვფიქრობდი, მაგ. თსუ, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი არავინ წერს თსუ-ის... ვერ ვიმოწმებ ეხლა რამეს, იმედია ვინმე სახელმძღვანელოს ჩახედავს. - ალ-ო გ / წ 14:30, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)
- ქსე-დან ტ. 4, გვ. 614 თსუ-ს ფართო კავშირი ჰქონდა ...; თსუ-ის ბიბლიოთეკას საფუძველი ჩაეყარა...;
- ქსე-დან ტ. 1, გვ. 359 აშშ-ის სამფლობელოებია:... ; ნიკარაგუამ აშშ-ს იჯარით "დაუთმო" ორი კუნძული (გვ. 363)
- ქსე-დან ტ. 6 გვ. 582 ...სსრკ-ის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მონაწილეობით;
ტ. 8 გვ. 583 სსრკ-ს ხმელეთზე ესაზღვრება 12 სახელმწიფო:... --ცანგალა (გ) 19:27, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)
აშშ--ამერიკის შეერტებული შტატებ-ი,;აშშ-ს -- ამერიკის შეერთებუ შტატებ-ს; აშშ-ის -- ამერიკის შეერთებული შტატებ-ის; :)ზაური (გ) , 21:22, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)
პროექტი:რაგბი
რედაქტირებაქართულ რაგბს 15 ოქტომბერს უსრულდება 50 წელი, იქნება როგორც გამონაკლისი, მოხდეს ამ განზოფილებაზე მუშაობა .ჭანო 10:52, 24 აპრილი 2009 (UTC)
- კარგი იქნება, თუ პორტალი:რაგბი-ს შექმნი. - Island 11:30, 11 ივნისი 2009 (UTC)
- ივლისი ბოლოს გამოცდებს რომ მოვრჩები მერე შევეცდები რომ გავკეთო, მაგრამ ”ფორმიდან ამოვარდნილი” ვარ. იქნება მანმდე მოხდეს რაგბის ”ლობირება”, რომ შემოდგომისთვის კარგი პორტალი გვქონდეს. ჭანო 13:41, 11 ივნისი 2009 (UTC)