2014 წლის 1 დეკემბრიდან, ქართულენოვანი ვიკიპედიის მომხმარებელთა გარკვეულმა ჯგუფმა ახალი პროექტი დაიწყო. საწყის ეტაპზე, პროექტის მიზანია მსოფლიოს ქვეყნების შესახებ, ქართულ ვიკიპედიაში არსებული სტატიების გაუმჯობესება, არსებული მწირი სტატიების ხელახლა, საფუძვლიანად დაწერა. ქვეყანათა თანმიმდევრობა განისაზღვრება ანბანის მიხედვით. ერთ ქვეყანაზე მუშაობის ხანგრძლოვობა შეადგენს ერთ კვირას. გამონაკლისის სახით, პროექტის ფარგლებში დაიწერება სტატია იმ ქვეყანაზეც, რომლის პროექტიც მოცემულ თვეში მიმდინარეობს.
-3594
დღე ტაილანდის სტატიის დამუშავების დასრულებამდე
მუშაობის პრინციპი
მუშაობის პრინციპი: სურვილის მიხედვით, მომხმარებლები ირჩევენ სტატიის შესაბამის თემატურ სექციებს და გამაფრთხილებელი თარგის გამოყენებით, არედაქტირებენ მხოლოდ სექციაში, რათა არ მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
სამომავლოდ, დაგეგმილია ანალოგიური პროექტის ჩატარება მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქებზეც.