ვიკიპედია:მაიკროსოფტი/საკონკურსო/20131011181800/Microsoft

„Microsoft“

თორნიკე ღამბაშიძე
Microsoft Corporation
ტიპი საზოგადო/სააქციო
დარგი კომპიუტერული პროგრამები, მოწყობილობები
დაფუძნდა 4 აპრილი, 1975. აშშ, ალბუკერკე
დამაარსებელი ბილ გეიტსი, პოლ ალენი
სათავო ოფისი აშშ, ვაშინგტონის შტატი, ქალაქი რედმონდი
პროდუქცია
შემოსავალი
მთლიანი შემოსავალი US$26.76 მილიარდი (2013)
სუფთა მოგება US$21.86 მილიარდი (2013)
მფლობელი
თანამშრომელი 97,000 (2013)
შვილობილ(ებ)ი Microsoft-შვილობილი კომპანიების სია

Microsoft Corporation (მაიკროსოფტის კორპორაცია) არის მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში, რედმონდში მდებარეობს.კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. კომპანია 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეითსისა და პოლ ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეისობით Microsoft-ი მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple Inc., ExxonMobil და IBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წელის მაისში, Microsoft-ის კომპანიამ შეიძინა Skype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.

2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა,მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windows საოპერაციო სისტემა და Microsoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ შორის არის საძიებო სისტემა Bing, Xbox და Kinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიც MSN-ს მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახანს დაიწყო მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემის, Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს Microsoft Surface-ს.2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი 77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება