ვიკიპედია:მაიკროსოფტი
კომპანია „Microsoft საქართველო“, ფეისბუკ-გვერდი „Microsoft ინფო“ და „ქართული ვიკიპედია“ ერთობლივ კონკურსს მართავენ. მხარეები ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად აცხადებენ კონკურსს მაიკროსოფტისა და მისი პროდუქტების თემაზე. კონკურსის ფარგლებში ვიკიპედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შექმნას სტატიები კომპანია მაიკროსოფტის შესახებ, მის ისტორიაზე, პროდუქტებზე, განვითარებაზე და ყველაფერზე რაც შეეხება მაიკროსოფტის თემატიკას. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამოდენიმე ნომინაციაში და დაჯილდოვდებიან კომპანია „Microsoft საქართველოს“ მიერ დაწესებული პრიზებით. კონკურსი დაიწყება 10 ოქტომბერს და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 10 ნოემბრამდე. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
- ყველაზე მეტი სტატიის ავტორი — დროის მონაკვეთი 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე. სტატია მინიმუმ 8-10 წინადადებისგან უნდა შედგებოდეს. ნომინაციის გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს Microsoft-ს ლოგოტიპიან ბლოკნოტს, კალამს, ჭიქასა და მაისურს.
- საუკეთესო სტატიის ავტორი — სტატია მინიმუმ 30 წინადადებისგან უნდა შედგებოდეს. გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც საჩუქრად მიიღებს კომპანია Microsoft-ის მიერ წარმოებულ ძვირადღირებულ მაუსს. სავალდებულოა სტატიასთან ერთად იმ წყაროებისა და ბიბლიოგრაფიის მითითება, რომლებიც გამოყენებულ იქნება სტატიის დაწერისას. შეფასდება სტატიის აკადემიურობა, გამართულობა, ფაქტების სიზუსტე, თანმხლები თვალსაჩინოება და ა. შ. გამარჯვებულ სტატიას გამოავლენენ კონკურსის ორგანიზატორები (Microsoft საქართველო“, ფეისბუკ-გვერდი „Microsoft ინფო“ და ქართული ვიკიპედიის მომხმარებლები, ხმის მიცემის საფუძველზე).
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ კონკურსისთვის შექმნილი ყველა სტატია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ არა, გავრცელდება CC-BY-SA 3.0 ლიცენზიით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი სტატიის გამოყენება ავტორის [ანუ თქვენი] სახელის მითითების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამავდროულად, ნებისმიერი პიროვნება შეძლებს [თქვენი] სტატიის გამოყენებას ნებისმიერი მიზნისთვის, იმ პირობით, რომ ავტორის სახელს მიუთითებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მხოლოდ ენციკლოპედიური ხასიათისა და სამეცნიერო სტილში დაწერილი სტატიები დაიშვება, რომლებსაც აქვთ მითითებული ლიტერატურა
- დახმარება
ყურადღება! სტატიის შესაქმნელად ქვემოთ ველში გამზადებულ ტექსტს ბოლოში მიაწერეთ სტატიის სათაური (მაგ. ვიკიპედია:მაიკროსოფტი/საკონკურსო/20141126211724/სტატია) და დააჭირეთ ღილაკს — საკონკურსო სტატიის შექმნა. |