ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110215082058/გალაკტიონ ტაბიძის პირველი წიგნი
გალაკტიონ ტაბიძე დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ გამოეშვა საკუთარი ლექსების ნაკრები, რასაც 1914 წელს მიაღწია. სამწლიანი აქტიური მცდელობის შემდეგ, გალაკტიონმა ქუთაისში შეძლო პირველი წიგნის დაბეჭდვა. პოეტს 1912 წელს უცდია პირველი კრებულის გამოშვება, მაგრამ როგორც საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნავს, მისი ეს განზრახვა "კატასტროფით მთავრდება: წიგნს წინასწარ მხოლოდ 15 კაცმა მოაწერა ხელი". ასევე "სრული ფიასკოთი დამთავრდა" მისი მეორე მცდელობაც - 1913 წელს.
ოცნების ასრულება მგოსანმა მხოლოდ 1914 წელს შეძლო. გალაკტიონმა საზოგადოების სამსჯავროს წინაშე გამოიტანა თავისი "მწუხარე წიგნი".
წიგნს ლიტერატურული საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა, რასაც ადასტურებს მასზე დაწერილი უამრავი რეცენზია, გამოხმაურება და საგაზეთო სტატია. გალაკტიონი კიდევ უფრო ცნობილი გახდა მწერალთა და მკითხველთა ფართო წრეებში. ყველა ერთსულოვნად აღიარებდა, რომ ქართულ პოეზიას უდიდესი პერსპექტივის მქონე ნიჭიერი შემოქმედი შეემატა.