ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110130104227/სტილი

„სტილი“

რობა მახარაშვილი

ენის გამოყენების თავისებურ მანერას, რომელსაც ავტორი მიმართავს, რომ გამოხატოს საკუთარი ჩანაფიქრი, სტილი ჰქვია. სტილი სხვადასხვა სახისა არსებობს: მარტივი ან რთული, სადა ან მაჟორული, სასაუბრო ან ოფიციალური და სხვ. ავტორი საკუთარ სტილს იყენებს როგორც სიტყვების არჩევისას, ასევე მთლიანი ტექსტის აგებულებაში.

სტილიზაცია

რედაქტირება

სტილიზაცია არის ამა თუ იმ სტილის მიბაძვა და ძირითადად გამოიყენება ისტორიულ ნაწარმოებებში. ასეთი სახის თხზულებებში სტილიზაცია აღწერილი ეპოქის კოლორიტის გადმოცემას ემსახურება.

ხშირ შემთხვევაში სტილიზაცია კომიკური ეფექტის შექმნისათვის გამოიყენება მთელი რიგი მწერლების მიერ. ეს გახლავთ პაროდია, რომელიც სხვა თხზულებების ან მათი სტილის იუმორისტული სახესხვაობაა.

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახტანგ როდონაია - ქართული ენისა და ლიტერატურის X კლასის სახელმძღვანელო. გამომცემლობა "სწავლანი". 2009 წელი.