ვიკიპედია:ბოტები/ავტომატური და ნახევრად ავტომატური სტატიების შექმნა/პროექტი
წინადადებები
რედაქტირებაITshnik-ის წინადადება
რედაქტირებააქაც იმას დავწერ, რაც ყავახანაში, მხოლოდ დავნომრავ:
- ბოტებს არ ეკრძალებათ სტატიების შექმნა;
- მათი შექმნილი სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის მინიმალურ მოთხოვნებს: მინიმუმ სამი წინადადება მინიმუმ სამი შიდა ბმულით, უნდა იყოს დაწერილი გამართული ქართულით და მითითებული ჰქონდეს გადამოწმებადი წყარო;
- სასურველია (ეს ჩემი სურვილია :)) ბოტებმა სტატიები საკუთარ ქვეგვერდებზე შექმნან, ხოლო მერე ბოტოპერატორებმა თავად გადმოიტანონ ვიკიპედიაში. ასეთ შემთხვევაში თავს ვიზღვევთ მეორე პუნქტის შესრულებაზე: ბოტოპერატორი გადაამოწმებს სტატიას;
- შეიქმნას სხვაგვარი თარგი სხვაგვარი ტექსტით მხოლოდ ასეთი ბოტებისთვის, რაც ვფიქრობ, პრობლემას არ წარმოადგენს. (თუნდაც გაეზერის მიერ {{ბოტი}}-ის გადამუშავებული ვერსია, ალბათ მცირედი ცვლილებებით.)
პ.ს. თუ რამე გამომრჩა, სხვა მომხმარებლებს ვთხოვ, საკუთარ წინადადებებში გამოთქვან. — გიორგი განხილვაწვლილი 05:48, 27 იანვარი 2011 (UTC)
რასტრელის წინადადება
რედაქტირება- მადლობა გიორგი, მოდი გავმიჯნოთ როგორც წესის სათაურშია: ანუ წესი ავტომატური შექმნისთვის და წესი ნახევრად ავტომატური შექმნისთვის:
სტატიების ავტომატური შექმნა დასაშვებია, თუ დაცული იქნება შემდეგი პირობები:
- სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის მინიმალურ მოთხოვნებს:
- ქონდეს მინიმუმ სამი წინადადება, მინიმუმ სამი შიდა ბმულით;
- დაწერილი იყოს გამართული ქართულით;
- ქონდეს მითითებული გადამოწმებადი წყარო/ები;
- ქონდეს გამართული კატეგორიზაცია(შესწორება 3, 20:02, 27 იანვარი 2011 (UTC)).
- სტატიების ავტომატური შექმნის მსურველმა რედაქტორებმა უნდა უზრუნველყონ ბოტის სრული გამართულობა, მოთხოვნების შესაბამისად და სამუშაოს დაწყებამდე აწარმოონ მინიმუმ ერთკვირიანი ტესტირება - დასაშვებია სტატიების სახელთა სივრცეშიც(შესწორება 2, 19:43, 27 იანვარი 2011 (UTC)).
- სტატუსის მიღება აუცილებელია და შესაძლებელია წარმატებული ტესტირების შემდეგ.
- სტატუსის მიღება წარმოებს ვპ:ბსმ-ის შესაბამისად.
სტატიების ნახევრად ავტომატური შექმნა დასაშვებია, თუ დაცული იქნება შემდეგი პირობები:
- სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის მინიმალურ მოთხოვნებს:
- ქონდეს მინიმუმ სამი წინადადება მინიმუმ სამი შიდა ბმულით;
- დაწერილი იყოს გამართული ქართულით;
- ქონდეს მითითებული გადამოწმებადი წყარო/ები.
- სტატიები უნდა შეიქმნას საკუთარ ქვეგვერდებზე, ხოლო შემდეგ ბოტოპერატორებმა ან/და ნებისმიერმა მსურველმა რედაქტორმა გადმოიტანოს/ნ შესაბამის სახელთა სივრცეში.
- სამუშაოს დაწყებამდე ტესტირება სავალდებულო არ არის (შესწორება 1, 13:49, 27 იანვარი 2011 (UTC)).
- სტატუსის მიღება აუცილებელია.
- სტატუსის მიღება წარმოებს ვპ:ბსმ-ის შესაბამისად.
შენიშვნა: სადაოა. შემოთავაზება გაუქმდეს (იხ. ქვემოთ).
პირველი ორის გაერთიანება, განხილვის შედეგად:
სტატიების ავტომატური და ნახევრად ავტომატური შექმნა დასაშვებია, თუ დაცული იქნება შემდეგი პირობები:
- სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის მინიმალურ მოთხოვნებს:
- ქონდეს მინიმუმ სამი წინადადება, მინიმუმ სამი შიდა ბმულით;
- დაწერილი იყოს გამართული ქართულით;
- ქონდეს მითითებული გადამოწმებადი წყარო/ები;
- ქონდეს გამართული კატეგორიზაცია.
- სტატიების ავტომატური შექმნის მსურველმა რედაქტორებმა უნდა უზრუნველყონ ბოტის სრული გამართულობა, მოთხოვნების შესაბამისად.
- სამუშაოს დაწყებამდე სავალდებულოა მინიმუმ ერთკვირიანი ტესტირება, რომელიც დასაშვებია წარმოებულ იქნას უშუალოდ სტატიების სახელთა სივრცეში.
- სტატუსის მიღება აუცილებელია და შესაძლებელია წარმატებული ტესტირების შემდეგ.
- სტატუსის მიღება წარმოებს ვპ:ბსმ-ის შესაბამისად.
ავტომატურად ან ნახევრად ავტომატურად შექმნილი სტატიების გადამოწმებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რედაქტორი ვალდებულია:
- დაუყოვნებლივ აცნობოს ბოტ-ოპერატორს დარღვევის შესახებ;
- დარღვევის 2 დღის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, აცნობოს ადმინისტრატორს ბოტის ავარიული გამორთვის ანდა დროებითი დაბლოკვის თაობაზე;
- ადმინისტრატორი ვალდებულია გამორთოს ბოტი ანდა დაბლოკოს დროებით და მისცეს გაფრთხილება ბოტ-ოპერატოს;
- ბოტ-ოპერატორის მხირდან ერთკვირიან ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, დააყენოს საკითხი ვპ:ბსმ-ზე ბოტისთვის სტატუსი მოხსნის შესახებ.
- სტატუსის მოხსნის შემდეგ, თუ დარღვევა სტატიებში ექვემდებარება გასწორებას, სასურველია გასწორდეს, თუ არა - წაიშალოს.
- ბოტის გამართვის შემდეგ, კვლავ შესაძლებელია სტატუსი მიღება (საჭიროების შემთხვევაში წარმატებული ტესტირების შემდეგ).
ავტომატურად ან ნახევრად ავტომატურად შექმნილი სტატიების გადამოწმებისას შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში რედაქტორი ვალდებულია:
- დაუყოვნებლივ აცნობოს ბოტ-ოპერატორს შეცდომის შესახებ;
- შეცდომის 1 კვირის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, აცნობოს ადმინისტრატორს ბოტის ავარიული გამორთვის ანდა დროებითი დაბლოკვის თაობაზე;
- ადმინისტრატორი ვალდებულია გამორთოს ბოტი ანდა დაბლოკოს დროებით და მისცეს გაფრთხილება ბოტ-ოპერატოს;
- ბოტ-ოპერატორის მხირდან ერთკვირიან ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, დააყენოს საკითხი ვპ:ბსმ-ზე ბოტისთვის სტატუსი მოხსნის შესახებ.
- სტატუსის მოხსნის შემდეგ, სტატიებში დაშვებული შეცდომები უნდა გასწორდეს.
- ბოტის გამართვის შემდეგ, კვლავ შესაძლებელია სტატუსი მიღება (საჭიროების შემთხვევაში წარმატებული ტესტირების შემდეგ).
გთხოვთ გამოთქვათ აზრი. — Rastrelli F 11:27, 27 იანვარი 2011 (UTC); 11:44, 27 იანვარი 2011 (UTC)19:43, 27 იანვარი 2011 (UTC)11:42, 30 იანვარი 2011 (UTC)
განხილვა
რედაქტირება- კატეგორიულად არ ვეთანხმები საკუთარ ქვეგვერდებზე სტატიების შექმნას. ეს უდიდესი სისულელეა - ჯერ ათი ათასი სტატიის შექმნა, და მერე მათი გადატანა?! სერვერები დაინდეთ, ბოლოს და ბოლოს, ამხელა წნევას ვერ გაუძლებენ.--გიორგი 11:31, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ხო, და ტესტირება კი სავალდებულოდ მიმაჩნია - საიდან გავიგოთ, როგორი სტატიები შეიქმნება? სატესტო მაგალითების გარეშე?!--გიორგი 11:32, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ორივე პროექტი მისაღებად მიმაჩნია. გიორგი, რა პრობლემაა, შენც ავტომატური ბოტი იყოლიე — გიორგი განხილვაწვლილი 11:41, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ავტომატურია ისედაც. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს სისულელეა. ჯერ სივრცეში შექმნა, და მერე რესურსის ისევ დახარჯვა და ამ სტაიტების გადმოატანა? ორმაგი სამუშაო იქ, სადაც ერთმაგია შესაძლებელი?--გიორგი 11:43, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ორივე პროექტი მისაღებად მიმაჩნია. გიორგი, რა პრობლემაა, შენც ავტომატური ბოტი იყოლიე — გიორგი განხილვაწვლილი 11:41, 27 იანვარი 2011 (UTC)
- პასუხი გიორგის: ცოტა მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინე. თუ უკეთესი წინადადებები გაქვს ჩამოწერე. რაც შეეხება ტესტირებას, დიახ უნდა შექმნას სატესტო სტატიების სახელთა სივრცეში სტატიის სახელი/ტესტი, ან ბოტის ქვეგვერდზე.— Rastrelli F 11:44, 27 იანვარი 2011 (UTC)
- დასაშვებად მიმაჩნია მხოლოდ ავტომატური სტატიების შექმნა, მაგრამ ტესტირების პრეცესი უნდა იყოს სავალდებულო! R. 11:48, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ეს პუნქტი აბსოლუტურად ზედმეტია, და რა კონსტრუქციულობა უნდა გამოვიჩინო? --გიორგი 11:51, 27 იანვარი 2011 (UTC)
- და კიდევ, ამიხსენით განსხვავება ავტომატურად და ნახევრად ავტომატურად შექმნილ სტაიტებს შორის? რა თქმა უნდა, მე არ ვარ გამოცდილი ბოტების მფლობელი და დამწერი, და ბოტების არაფერი არ მესმის, მაგრამ ეგებ ამ საქმის პროფესიონალებმა ამიხსნან ამის განსხვავება? და ბოლოს. ნებისმიერი წესი თუ კანონის შემუშავებისას ამ საქმეში გარკვეულ პიროვნებას რთავენ. დარწმუნებული ვარ, ეს ახლაც მოხდა, მაგრამ ეგებ მიმითითოთ ქართლი ვიკიპედიის რომელი ბოტოპროფესიონალმა მიიღო მონაწილეობა ამ წესების შემუშავებაში?--გიორგი 11:51, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ნამეტანი უსწრებ მოვლენებს, ხო იცი?! ნათლად წერია რომ არის პროექტი, მაგრამ შენიშვნას ნაწილობრივ ვღებულობ და მივუთითებ, რომ არის ჩემი წინადადება. რაც შეეხება ”პროფესიონალებს” - მოწვიწვიოთ, ჩავრთოთ და გავითვალისწინოთ. R. 11:54, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ნახევრად ავტომატური სტატიების შექმნა თვითონ გულისხმობს უკვე, რომ სტატიები არ იქმნება პირდაპირ სახელთა სივრცეში. ეს მათთვის, ვინც ვერ/არ უზრუნველყოფს ბოტის სრულ გამართულობას, რათა მან მოახდინოს ავტომატური სტატიების შექმნა. მე ასე მესმის :)— გიორგი განხილვაწვლილი 11:55, 27 იანვარი 2011 (UTC)
- მაშინ ეს ტერმინოლოგიის არევაა.... --გიორგი 11:59, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ეხლა პროექტის შესახებ. ნაადრევი მგონია. მომხმარებელთა უმრავლესობა ტერმინოლოგიას არასწორად ხმარობს და სულ სხვა რამის თქმა უნდა. --გიორგი 11:59, 27 იანვარი 2011 (UTC)
- შენიშვნა შესწორებაზე მიღებულია და შევიტან. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, ამის განმარტებაც აუცილებელია და ბარემ აქვე გაავაკეთოთ, რაღა ნაადრევი, სტატიებს ქმნის უკვე შენი ბოტი :))). R. 12:03, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ისე, ჩემი მოსაზრებით, მართლა არასწორად ჰქვია ამ პროექტს. ავტომატური სტატია კი არაა, მისი შექმნის პროცესია ავტომატური, ასე რომ უფრო გამართლებული იქნებოდა სტატიების ავტომატური და ნახევრად ავტომატური შექმნა.— გიორგი განხილვაწვლილი 12:06, 27 იანვარი 2011 (UTC)
- მარტივად რომ ავხსნა, ავტომატურის ალგორითმი შემდეგია - [1]არსებობს მონაცემთა ბაზა და შაბლონი. შაბლონის კოდში შეტანილია ცვალებადი პარამეტრი (ები), რომელსაც ბოტი ბაზიდან იღებს და სვამს შესაბამის ადგილას (როგორ და რატომ არ ავხსნი ეხლა). რა თქმა უნდა, ბაზაც და ბოტით კომპიუტერული უნდა იყოს. [2]რაც შეეხება ნახევრად ავტომატურს, მასთან დაკავშირებით ასევე არსებობს შაბლონი, მაგრამ ცვლებადი პარამეტრი ხელით ანუ მომხმარებლის მიერ, ივსება. წესებში კი უზუსტობა არის შეტანილი - თუ მე მინდა, რომ [1] შემთხვევაში შექმნილი სტატია შენახვამდე ვნახო, ეს ნახევრად ავტომატური გამოდის - ანუ მე ვხდები ვალდებული შევქმნა სტატია საკუთარ სახელთა სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ავტომატურად იქმნება და თან მოწმდება! ამიტომ ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი ამ პუნქტისა.— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gaeser (განხილვა • წვლილი) .
„ავტომატური სტატიების შექმნის მსურველმა რედაქტორებმა უნდა უზრუნველყონ ბოტის სრული გამართულობა, მოთხოვნების შესაბამისად და სამუშაოს დაწყებამდე აწარმოონ მინიმუმ ერთკვირიანი ტესტირება.“
|
ეს შეეხება შენს ბოტსაც. სტატიების ავტომატურად შემქმნელი ბოტების პატრონებს არ მოეთხოვებათ, სტატიების ხელით გადატანა. მთავარია მათმა ბოტმა არ დაუშვას შეცდომა.— გიორგი განხილვაწვლილი 12:19, 27 იანვარი 2011 (UTC)
როგორც მივხვდი გიორგი წინააღმდეგი ხარ ნახევრადავტომატური შექმნისა? R. 12:30, 27 იანვარი 2011 (UTC)
- მე როგორც გავიგე, გიორგი გულისხმობს, რომ რასტრელის პროექტში არასწორადაა გაგებული თვითონ ავტომატური და ნახევრადავტომატური შექმნის მნიშვნელობები. პრინციპში, ალბათ მეც არასწორად მესმის... მაგრამ, იმ გაგებით, რაც რასტრელის პროექტშია, ნახევრადავტომატური სტატიების შექმნის წესები ალბათ მხოლოდ წესებად დარჩება, ძალიან არაპრაქტიკულია, ამაში გიორგის ვეთანხმები... მომავალში ალბათ ნახევრადავტომატური ბოტები (რასტრელის პროექტის გაგებით) არც იმუშავებენ, ასე რომ, წინააღმდეგი არ ვარ, რომ ეს პუნქტი ამოვიღოთ. — დავით პასუხი 13:09, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ურევთ რაღაცას - პუნქტი კი არა, მთელი განცალკევებული წესი ნახევრად ავტომატური შექმნისა და ტერმინი „ნახევრად ავტომატური“ მივაბათ ავტომატურს - ესაა აზრი? R. 13:44, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ჰოო, ეგ ვიგულისხმე... პუნქტი კი არა, მეორე ნაწილი პროექტისა (არ ვიცი გიორგიც ამას გულისხმობს თუ არა, მაგრამ მე ეს დასკვნა გამოვიტანე). — დავით პასუხი 13:47, 27 იანვარი 2011 (UTC)
- გასაგებია, თუ ესე გამართულია ტექნიკურად, რა პრობლემაა?! :) ეს მეც აღვნიშნე ზევით, რომ იყოს მხოლოდ ის წესი რაც ავტომატურზე მიწერია, ტესტირების აუცილებელ პირობად დატოვებით. R. 13:53, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ჰოო, ეგ ვიგულისხმე... პუნქტი კი არა, მეორე ნაწილი პროექტისა (არ ვიცი გიორგიც ამას გულისხმობს თუ არა, მაგრამ მე ეს დასკვნა გამოვიტანე). — დავით პასუხი 13:47, 27 იანვარი 2011 (UTC)
- ურევთ რაღაცას - პუნქტი კი არა, მთელი განცალკევებული წესი ნახევრად ავტომატური შექმნისა და ტერმინი „ნახევრად ავტომატური“ მივაბათ ავტომატურს - ესაა აზრი? R. 13:44, 27 იანვარი 2011 (UTC)