ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/განხილვის არქივი
- აქ დროებით შენახულია ადმინისტრატორების არჩევნების განხილვის არქივი (24 - 27 იანვარი, 2007).
საერთო განხილვა
რედაქტირებაალბათ ჯობია შეფასდეს წინა არჩევნები, რადგან თუ ახალი არჩევნებია შეიძლება კანდიდატები ან ნაკლები იყოს და ან მეტი. ისე მე ყველა კანდიდატის მომხრე ვარ, როგორც წინა არჩევნებში. აქვე მინდა დავამატო, რომ ადმინი ის უნდა იყოს ვინც სტატიას ამუშავებს და არა ვინც რაოდენობრივად ბევრს წერს ეს აგრეთვე ეხება მომხმარებელი: GioMac, ხოლო იგი ყოველდღიურად ცოდნას გვიჩვენებს და არა უცოდინარობას, რაც ვიკიპროექტს წარადგება. ვიკიშეხვედრის შემდეგ შედეგიც იქნება. მას ისევე ვიცნობ როგორც მომხმარებელი:Alsandro-ს, მომხმარებელი:Natia-ს და მომხმარებელი:Tamok-ს. მომხმარებელი:Linguistus და მომხმარებელი:Trulala შარშან ზაფხულს გავიცანი ე. ი. მათ მხოლოდ ერთხელ შევხვდი. დროზე შემოუშვით ახალგაზრდები ადმინისტრატორებად!!!!!!!!!!!!!!!!!!Zangala 10:46, 24 იანვარი 2007 (UTC)
ჯერ თვითონ კანდიდატი თანახმა უნდა იყოს, თორემ კენჭს ტყუილად ვყრით. - Island 12:01, 24 იანვარი 2007 (UTC)
ცანგალა, წინა არჩევნები შეფასდა როგორც არადემოკრატიული და არაორგანიზებული. მე მგონი ამაში ყველა შევთანხმდით. Dimitri (Tamok) (გ) 07:17, 25 იანვარი 2007 (UTC)
- კანდიდატთა უმრავლესობა თბილისში არიან. დაველოდოთ შეხვედრას და იქ მიღებულ გადაწყვეტილებას.Zangala 10:32, 25 იანვარი 2007 (UTC)
- არჩევნები დემოკრატიული პროცესია და არსებობს სწორედ იმიტომ რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. წინა არჩევნებზე დემოკრატიული პროცესი ჩაიშალა და ამაში დამნაშავეები არიან ალსანდრო, ტრულალა და ლინგვისტუსი. ეხლა ახალი არჩევნები დაიწყო და კანდიდატებს ვთხოვ განაცხადონ უარი ან თანხმობა ადმინისტრატორობაზე. Dimitri (Tamok) (გ) 02:54, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ენას ძვალი არა აქვს, ტამოკ, ცოტა მორიდება გმართებს. ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში მინიმალურია და ნურაფერს მაბრალებ. პირიქით, რაც აქ ხდება შენი სრული თვითნებობაა. არჩევნების შინაგანაწესი არავის დაუწესებია, რომ რაიმე დარღვევად ჩაითვალოს. ადმინისტრატორის არჩევას ვიკიპედიაში ამდენი ფორმალობა არ სჭირდება. გერჩივნათ ადმინისტრატორის არჩევის სახელმძღვანელო გეთარგმნათ. ორჯერ ერთსადაიმავე საკითხზე თანხმობა საჭირო არ არის. თუ წინა გვერდზე დაწერილი ინფორმაცია ზოგიერთისთვის არასახარბიელო იყო ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმ გვერდის მთლიანად წაშლისთვის და ყველაფრის თავიდან დასაწყებად. პირიქით, იმ გვერდზე ყველა კანდიდატმა საკმაოდ ნათლად გამოაჩინა საკუთარი ავ-კარგი. დააბრუნეთ წინა ვერსია და ყველასი თანხმობა თუ პირიქით თავისი ხმებიანად კვლავაც ძალაში უნდა იყოს. არავითარი სურვილი არ მაქვს ამ არჩევნობანას თამაშში ხელმეორედ მივიღო მონაწილეობა. ჩემი აზრი მე უკვე დაფიქსირებული მაქვს. არჩევნების გვერდის გამართულად წაყვანა და ხმების სინქრონიზაცია მოქმედი ადმინისტრატორის საქმეა. მორჩით თვითნებობას. - ალ-ო (გ) 04:47, 26 იანვარი 2007 (UTC)
- წინა არჩევნები დამთავრებულად გამოცხადდა. ამის გამო არის ორი ვარიანტი. ან უნდა ძალაში დარჩეს მისი შედეგი, ან იგი უნდა იქნას მთლიანად უგულველყოფილი. თუ გინდათ გადაიტანეთ ის ტექსტი სადმე არქივში. გეთანხმები რომ ეს არჩევნები უნდა მიყავდეს ადმინისტრატორს, მაგრამ წინა არჩევნები უვარგისი იყო. მაგალითად, რას ფიქრობ ლინგვისტუსის საქმის შესახებ? მას ჰქონდა 6 ხმა 8-დან. და უცებ მისი კანდიდატურა ჩავარდნილად გამოაცხადეს. იმ არჩევნების ხარისხზე ისიც მეტყველებს, რომ გიომაკმა 7-8 ხმა მიიღო. გიომაკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ მისი წვლილი ჯერ ძალიან მცირეა. მე მგონი ნებისმიერი სხვა მომხმარებელი რომ ყოფილიყო დასახელებული მის მაგივრად (ლინგვისტუსის გარდა) იგივე შედეგი იქნებოდა. შენი აზრი დაფიქსირდა წინა არჩევნებში. ეს არის ახალი არჩევნები. Dimitri (Tamok) (გ) 05:46, 26 იანვარი 2007 (UTC)
ეხლა ისლანდს მივწერე რომ ეს არჩევნები წაიყვანოს. Dimitri (Tamok) (გ) 06:03, 26 იანვარი 2007 (UTC)
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ წინა არჩევნები გარეგნულადაც არ ვარგოდა. ესეთი არჩევნებისთვის როგორც მინიმუმ ცალკე გვერდი მაინც უნდა იყოს და არჩევნების განმავლობაში მისი გარეგნული სახე არ უნდა იცვლებოდეს, რომ ხალხმა გაიგოს ვინ სად როდის რა დაწერა. Dimitri (Tamok) (გ) 06:01, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ასლანდრო მართალია იმაში რომ განაწესი არ არსებობს. ვინც ინგლისურსი მაგრები ხართ თარგმნეთ რა არჩევნების სახელმძღვანელო.--ტრულალა (გ) 06:08, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ჩვენ აქ სოფლის გამგებელს არ ვირჩევთ პერიოდულად ახალი არჩევნები რომ მოვაწყოთ. ხმების რაოდენობაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს საერთო კონსენსუსს ამათუიმ კანდიდატის მისაღებობაზე. ადმინისტრატორის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი ეთიკურობაა, რასაც ერთ-ერთი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომ რამდენი ხმაც არ უნდა მოუწეროთ მისი ადმინისტრატორობა მისაღები არაა. ჯერ არის შესაქმენლი გვერდი სადაც პუნქტებად ჩამოწერილი იქნება ადმინისტრატორის პრინციპები, შემდეგ კი ყველა კანდიდატი იმ პრინციპების მიხედვით უნდა იქნას განხილული. თუ კანდიდატი რომელიმე მთავარ პრინციპს ვერ აკმაყოფილებს, მისი არჩევა არ უნდა მოხდეს. ამგვარად გამოირიცხება ისეთი კანდიდატების არჩევა, რომლებიც შედარებით ახლები არიან და საკმაო გამოცდილება არა აქვთ, ან პირიქით გამოცდილება აქვთ, მაგრამ კონფლიქტურები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში აქაც იმდენივე ხმა ექნება ყველას, როგორც უწინ. ეს არის თავის აგდება. წინა ვერსია უნდა აღდგეს. - ალ-ო (გ) 06:26, 26 იანვარი 2007 (UTC)
- კარგი მაშინ აღადგინეთ წინა ვერსია. მაგრამ არჩევნები გაგრძელებულად უნდა ჩაითვალოს. Dimitri (Tamok) (გ) 06:48, 26 იანვარი 2007 (UTC)
რაც შეეხება იმას აკმაყოფილებდა თუ არა ის კანდიდატი ეთიკურობის მოთხოვნას: ეს ან სხვა მომხმარებლებს უნდა გადაეწყვიტათ და რადგანაც მას ხმა მისცეს მომხმარებლების უმრავლესობამ ალბათ გადაწყვიტა რომ აკმაყოფილებდა. ან რომელიმე მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დამამტკიცებელი საბუთი რომ კანდიდატი ეთიკის ნორმებს არღვევს. ალსანდრო თქვენ თუ თვლით რომ ლინგვისტუსი არღვევს ეთიკის ნორმებს მაშინ უნდა დაასაბუთოდ ეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ეთიკის ნორმები არის შესამუშავებელი. უნდა ვთარგმნოდ. Dimitri (Tamok) (გ) 06:56, 26 იანვარი 2007 (UTC)
მარტო ეთიკის ნორმები არ არის შესამუშავებელი, ადმინისტრატორად არჩევის კრიტერიუმებიც შესაქმნელია და არა სათარგმნელი. მე მაგალითად მიმაჩნია რომ ადმინისტრატორი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავისი არასწორი ქართული განათლების თუ ჩიქორთული ქართულის გამო ანაგვიანებს ქართულ ვიკიპედიას. ამ პოზიციის დაცვას მე კვლავაც გავაგრძელებ, გნებავთ არაეთიკური მიწოდონ და გნებავთ ვიკიპედიელი ”სკინ-ჰედი”:)
წინა არჩევნებს რაც შეეხება ერთ რამეს დავამატებდი, რომ ტრულალამ ძალიან ბევრი აიღო საკუთარ თავზე. საზოგადოდ მე ვეთანხმები გამოთქმულ აზრს რომ არჩევნებს ადმინისტრატორები უნდა კურირებდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 1) Island-ს რაღაც გაუგებარი მოკრძალებული დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ, 2) Zangala დროდადრო ირხევა როგორც ლერწამი, ვითარცა ქართაგან ძლიერთა 3) სხვა აქტიური ადმინისტრატორი არ არსებობს, ეს მოსაზრება ზედმეტად იდეალისტურად მეჩვენება და ჩვენს შემთხვევაში რატომღაც მგონია, რომ არ იმუშავებს. შემომაქვს წინადადება დიმიტრიმ განაგრძოს დაწყებული საქმე... --linguistus 09:12, 26 იანვარი 2007 (UTC)
როგორც მე მივხვდი ჩემს თავსაც შემიძლია მივცე ხმა, ხომ? არ არსებობს ჯერ-ჯერობით ამის ამკრძალველი წესი თუ კანონი, გარდა რაღაც ეთიკურ-მორალური მითიური კატეგორიისა, რომელიც რატომღაც არ უნდა დაირღვეს:). დიდი სიამოვნებით ვაძლებ საკუთარ თავს ხმას, ჰეჰ... I love this game :) --linguistus 09:12, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ჩემი სურვილია ამ ორი პიროვნებას (ალსანდრო, ლინგვისტუსი) შორის კონფლიქტი დამთავრდეს. ისინი ადმინისტრატორები იქნებიან, მომხმარებლები, თუ ერთ-ერთი იქნება ადმინისტრატორი - კონფლიქტი არ უნდა გაგრძელდეს. ალსანდროსა და ლინგვისტუს შორის ერთ-ერთი დისკუსიიდან ამოღებული წინადადება (დადებითი), სადაც ორივე ერთმანეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. "თუ ვენდობით ერთმანეთს მაშინ ვითანამშრომლოთ" (ლინგვისტუსი) და "არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს იმდენი დრო დავუთმოთ ვიკიპედიას, რომ ერთი დაწერით დახვეწილი პროდუქტი შევქმნათ. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ჰოდა მოხუჯურად (:) უნდა ვითანამშრომლოთ." (ალსანდრო). ქართულ ვიკიპედიას ორივე სჭირდება. ხოლო როგორც ისლანდმა თქვა ჯერ კანდიდატებმა უნდა დაწერონ თანხმობები, რაც ჯერჯერობით არ არის. ეს კი უკვე მესამე არჩევნებია.Zangala 10:11, 26 იანვარი 2007 (UTC)
ტამოკ, რაც უკვე დაფიქსირდება ოქმში იმის წაშლა არ შეიძლება. ვგულისხმობ ნათიას და გიომაკ-ს. და მეორე სხვის მაგივრად ხელმოწერაც არ შეიძლება ვგულისხმობ ნათიას (მართალია მისი სიტყვებია, მაგრამ აქ მას ეს ჩანაწერი არ გაუკეთებია). Zangala 11:22, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ცანგალა. ნათიას მაგივრად ხელი არ მომიწერია. მან ეს ჩანაწერი თვითონ გააკეთა აქ რამდენიმე წუთის წინ --> [1] გიომაკის და ნათიასთვის მიცემული ხმები არ წამიშლია უბრალოდ უხილავი გავხადე (ნახე რედაქტირების ტექსტი. და თუ გინდა ხმაც მიეცი იქ, ოღონდ არ გამოჩნდება სანამ კანდიდატები უარს აცხადებენ). Dimitri (Tamok) (გ) 11:31, 26 იანვარი 2007 (UTC)
შეგიძლიათ ”ეთიკური” მოქცევის თვალსაჩინო მაგალითი იხილოთ აქ [2] --linguistus 11:36, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ლინგვისტუს მაგი ალსანდროს განხილვაში გადაწერე. Dimitri (Tamok) (გ) 11:40, 26 იანვარი 2007 (UTC)
ტამოკ, ნათიას ხელმოწერის გამო უკაცრავად, ახლა დავაკვირდი ტექსტს შენი პასუხის შემდეგ. ისე დამალვას, ჯობია ჩანდეს არჩევნების ბოლომდე ყველაფერი. Zangala 11:45, 26 იანვარი 2007 (UTC)
- უბრალოდ ხალხმა ხმა რომ აღარ მისცეს ჯობია დავმალოთ. და რედაქტირების ტექსტში ვისაც უნდა იმან მისცეს ხმა. მერე გამოვაჩენთ უცებ. განხილვის სექცია კი ორივე კანდიდატისთვის დავტოვე Dimitri (Tamok) (გ) 11:57, 26 იანვარი 2007 (UTC)
რუსულ ვიკიში მოვქექე ადმინების არჩევის წესები:
კანდიდატებისადმი მოთხოვნები:
- კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 6 თვის წინ.
- კანდიდატს მინიმუმ 1000 ჩასწორება უნდა ჰქონდეს.
თუ კანდიდატი ადრე იყრიდა კენჭს და ვერ მიიღო მხარდაჭერა, განმეორებით კანდიდატურის წამოყენება 3 თვის შემდეგ შეუძლია.
კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც არანაკლებ 3 თვის წინად იყვნენ დარეგისტრირებულნი (ვირტუალების თავიდან ასაცილებლად). იგი აქტიური უნდა იყოს კანდიდატის წამოყენებამდე. (ისევ ვირტუალებისგან დასაცავად).
კანდიდატის წამოყენება შეუძლეა ნებისმიერ მმხმარებელს ვისაც ხმის უფლება აქვს. წამოყენებულმა კანდიდატმა უნდა დაადასტუროს თანხმობა.
კენჭის ყრისას მომხმარებელს მხოლოდ ერთი სახელით შეუძლია ხმა მისცეს. ანუ თუ 5 სახელით ხარ დარეგისტრირებული, 5 ხმას ვერ მისცემ. არ შეიძლება ხმის მიცემა პროქსი სერვერით, სხვა სახელით და დაუშვებელია აგრესიის და მუქარის გამოყენება. ბიუროკრატებმა ის ჩექმომხმარებლებით უნდა შეამოწმოს (ეს რაღაა?). კენჭის ყრა იწყება კანდიდატის თანხმობის მიღებიდან და სრულდება მეთოთხმეტე დრეს 19:00 საათზე UTC. კენჭის ყრისას "თავის შეკავება" არაა გათვალისწინებული. (არა და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ).
შედეგები უნდა დააჯამოს ბიუროკრატმა. ადმინისტრატორობის კანდიდატი არჩეულად ითვლება თუ 2/3 ხმები აიღო.
მოკლედ ვთარგმნე ძირითადი. იმედია დაგვეხმარება აწი. ისე ეს ყველაფერი მალაფაიას აქტიურ ჩარევას ითვალისწინებს.--ტრულალა (გ) 12:11, 26 იანვარი 2007 (UTC)
ტრულალა თავის შეკავება ჩვენთან ზრდილობიან წინააღმდეგს ნიშნავს. ეს და კიდე ქართულ ვიკიპედიაში მინიმუმ 10 დღე მაინც გვინდა არჩევნებისთვის. დანარჩენი მე მგონი მისაღებია. წავედი ეხლა მე. ჩემთან შუაღამეა უკვე. არ აურიოთ. Dimitri (Tamok) (გ) 12:27, 26 იანვარი 2007 (UTC)
მე კი ისე ვუყურებ ნეიტრალურს როგორც დადებითს. ასევეა თითოელი მომხმარებლის დისკუსიას ვინ როგორ კითხულობს მას. Zangala 13:12, 26 იანვარი 2007 (UTC)
- უკაცრავად, ძალიან გვიან ვპასუხობ. უკვე ამდენი ხმაა მიცემული და ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი მომხმარებელი თანახმაა წინა არჩევნების ჩაშლილობაზე და ხელმეორედ არჩევნების ჩატარებაზე. რომ დავფიქრდი, თუ წინა არჩევნები ჩაშლილად ჩაითვალა, ჯობდა, ჯერ განაწესი შეგვედგინა კარგად, სანამ დავიწყებდით ახალ არჩევნებს.
- ამიტომ ჩემი წინადადებაა: აქ ჯერ ყველამ დროებით შევწყვიტოთ ხმის მიცემა და კანდიდატების განხილვა, და განაწესი დავამუშაოთ. როცა განაწესი დადგინდება, ისევ განვაგრძობთ არჩევნებს. რას იტყვით? ზემოთ მოვათავსე ტრულალას მიერ რუსულიდან გადათარგმნილი ვერსია (დიდი მადლობა ტრულალას!). ყველას გთხოვთ, ჯერ ეს განიხილოთ.
- სხვათა შორის, წინა არჩევნების შედეგები სად ინახება? უცბად ვერ ვიპოვე. - Island 18:32, 26 იანვარი 2007 (UTC)
პარივცემულო ისლანდ, მე მოკლე შინაარსი გადმოვწერე რაც რუსულ განაწესში არის. ინგლისური ისევე კარგად როგორც რუსული არ ვიცი და სიმართვე გითხრა მეზარება იქ გარჩევა რა უწერიათ. ეგებ გვითხრა იაპონურ ვიკიზე როგორაა საქმე? იქ რა წერია? გაგვიზიარე იმათი გამოცდილება. ვინც ინგლისური კარგად იცის ეგებ ნახოს ინგლისურად განაწესი.--ტრულალა (გ) 20:14, 26 იანვარი 2007 (UTC)
- ცანგალა, ჭანო მართალია, ჰმმ ზრდილობიანი არაა, აბა ზრდილობიანი კი რა საჭიროა?--ტრულალა (გ) 21:13, 26 იანვარი 2007 (UTC)
ინგლისური განაწესი გადმოტანილია. იხ. გვერდის დასაწყისში (ასევე დამატებული სხვაენოვანი ბმულები). - ალ-ო (გ) 21:16, 26 იანვარი 2007 (UTC)
მოკლედ, ძალიან აირია მონასტერი. რაღაც დავალაგოთ, თორემ ასე მე მგონი არაფერი გამოვა. მით უმეტეს ამ ყველაფერს მალაფაიას არაქართველობა ერთვება, რომელიც როგორც მე ვიცი მიმდინარე მოვლენებს თვალს ვერ ადევნებს ქართულის არცოდნის გამო და შესაბამისად როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საბოლოოდ ბუნდოვანია და რაც არ უნდა უთარგმნონ, თარგმანი მაინც მშრალი იქნება... --linguistus 23:27, 26 იანვარი 2007 (UTC)
რამე მოვიფიქროთ, პრინციპში მეც მომბეზრდა უკვე ეს უაზრო შეხლა–შემოხლა, აღარ არის საინტერესო. თან რაციონალურ ფორმატში როცა ესაუბრები ადამიანს, არგუმენტებს სთხოვ რომ წარმოადგინოს, მისი პოზიცია დაასაბუთოს და მაინც ღირსება/თავმოყვარეობის პროტოკოლით გესაუბრება, უინტერესოა ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად. თუნდაც გიომაკ–ის შემთხვევაში, მე შეკითხვები დავსვი, გამაგებინე რატომ არის 12 ენაზე ადგილობრივი ანბანზე ჩაწერილი "Microsoft" და რატომ არის რუსული და რატომ უნდა იყოს ქართული გამორჩეული მეთქი, ის კი ამბობს რომ კომპეტენტური ვარ და დამიჯერეო, კომპეტენტურ ხალხს ვკითხეო. არა მგონია ეს არგუმენტი იყოს, უბრალოდ იმის გამო რომ ზოგჯერ კომპეტენტურ ადამიანებს ჰგონიათ რომ კომპეტენტურები არიან და ვინაიდან უცნობია გამცხადებლის კომპეტენციის ხარისხი (ამ შემთხვევაში გიომაკის), შესაბამისად მანამდეც მის ასეთ განცხადებებს არანაირი წონა არ გააჩნია. ასე არის მოწყობილი რაციონალური სამყარო, ღირსება და უპატივცემლობა კი აქ არაფერ შუაშია, ყველა ადამიანს აქვს უფლება შეინარჩუნოს უნდობლობა ცარიელი განცხადებების მიმართ და მით უმეტეს იქ, სადაც არავინ არავის არ იცნობს.
ერთი სიტყვით რაც გინდათ ის გააკეთეთ და ვინც გინდათ ის აირჩიეთ, მე მომბეზრდა ეს უაზრო გაწევ–გამოწევა. აღარაფერს დავფოსტავ ამ განსაკუთრებულ გვერდებში, წავალ რამე სტატიას დავწერ, უფრო სასარგებლო იქნება ჩემთვისაც და ქართული ვიკისთვისაც, თუმცა ერთი რამ კი ფაქტია, ჩემს ყოველ ასეთ სკინ–ჰედურ დემარშს ვიკიში მოაქვს შედეგი: სიტყვა "ცნობილის" დაწერას უკვე ყველა ერიდება, ქართულ ენაზე და სტატიის ენობრივ მხარეზე უკვე დავაფიქრე, ვინც უნდა დამეფიქრებინდა, აზრის გამოთქმისას არგუმენტებს იშველიებენ და უბრალოდ აღარ წერენ "ქართულად მართებულია"–ს, ergo მე ჩემი საქმე გავაკეთე და მავრის არ იყოს შემიძლია ცოტა ხნით გავუჩინარდე... Memento Linguistus :) --linguistus 23:27, 26 იანვარი 2007 (UTC)
ეგებ შევეშვათ აქ ოფტოპიკებს? მაიქტოსოფტი რა ენაზე უნდა დაიწეროს ამ გვერდის საქმე არაა. არბიტრა?ჟის საქმე გავარკვიოთ და იმათ გაარკვიონ ეგ საქმე.--ტრულალა (გ) 00:20, 27 იანვარი 2007 (UTC)
რადგან წასვლა გადავწყვიტე ჩემს ხმებს ვაუქმებ. Dimitri (Tamok) (გ) 08:50, 27 იანვარი 2007 (UTC)