ვიკიბანაკი (სომხ. Վիքի Ճամբար) — „ვიკიმედია სომხეთის“ პროექტი, რომელიც ხორციელდება სომხეთში. ვიკიბანაკის მიზანია განავითაროს ვიკიპედია ქალაქ ერევნის და სომხეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებით. ამავდროულად ხელი შეუწყოს მათ აქტიურ დასვენებას. პროექტი პირველად განხორციელდა ქალაქ ვანაძორში 2014 წელს.

ვიკიბანაკის მონაწილეები ვანაძორში

14-20 წლის აქტიური ვიკი-რედაქტორები ღებულობენ უფასო ვაუჩერებს დასვენებისათვის. ამასთანავე მათ ეძლევათ ფულადი ანაზრაურებაც. დღეში სამი საათის განმავლობაში, მონაწილეები ახდენენ ვიკიპედიის რედაქტირებას დასავლურ და აღმოსავლურ სომხურ ენებზე. მათ ეხმარებიან გამოცდილი რედაქტორები[1].

ვიკი-ბანაკის მიზანია სომხური ვიკიპედიის განვითარება მოსწავლეების დახმარებით, ასევე დასავლურ სომხური ვიკიპედიის დაარსება[2].

ერთი დღე ბანაკში

რედაქტირება

14 დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები სწავლობენ რედქტირების ინსტრუმენტებს გამოცდილი რედაქტორების დახმარებით, ქმნიან ახალ სტატიებს. იმისათვის რომ გაუადვილდეთ მუშაობა ვიკი-რესურსებში ამატებენ ლიტერატურას, საიდანაც ახდენენ სტატიების წერას ვიკიპედიაში. ვიკი-ბანაკი გარდა ვიკი-რედაქტირებისა მოიცავს ყოველდღიურ ვარჯიშებს, ცეკვებს, აჩვენებენ ფილმებს, ტარდება შეხვედრები მეცნიერებთან, მწერლებთან და კულტურის მოღვაწეებთან[3].

  1. news.am-ի անդրադարձը Վիքի Ճամբարին
  2. armnewstv.am-անդրադարձը Վիքի Ճամբարին. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-09. ციტირების თარიღი: 2016-01-09.
  3. hayernaysor.am-ի անդրադարձը. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-30. ციტირების თარიღი: 2016-01-09.