ვიდუკინდ კორვეიელი
ვიდუკინდ კორვეიელი (დ. დაახლ. 925 — გ. 980) — გერმანელი ისტორიკოსი. მიიღო კლასიკური განათლება, იყო ვესტფალიაში ბენედიქტური კორვეის მონასტრის ბერი.
ვიდუკინდ კორვეიელი არის ავტორი ქრონიკისა „საქსების გმირობანი“ (ლათ. Res gestae saxonicae), რომელიც დაწერილია 3 წიგნად. ამ წიგნებში მას სურდა საქსებისა და მათი მეფეების გმირობებზე დიდების შესხმა. იგი ძველ საგებზე, სიმღერებზე, თქმულებებზე, ანტიკურ და შუასაუკუნოვან წყაროებზე, ასევე საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით მოგვითხრობს საქსებისა და საქსონიური დინასტიის მეფეების, ჰაინრიხ I ფრინველმჭერისა და ოტო I დიდის, ისტორიას. მოვლენები „საქსების გმირობანში“ მიყვანილია 967 წლამდე, მოცემულია ცნობები საქსო-სლავური ურთიერთობების ისტორიის შესახებ. ეს წიგნი ვიდუკინდმა შექმნა ოტო I-ის ქალიშვილის, კვედლინბურგის აბატისა მატილდას თხოვნით.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Видукинд Корвейский. Деяния саксов = Res Gestae Saxonicarum. — М.: Наука, 1975. — (Памятники средневековой истории народов центральной и восточной Европы).
- Санчук Г. Э. Политические взгляды Видукинда Корвейского // Исследования по славяно-германским отношениям. М., 1971;
- Санчук Г. Э. Видукинд Корвейский и его «Деяния саксов» // Вопросы историографии и источниковедения славяно-германских отношений. М., 1973.
- Видукинд Корвейский. Деяния саксов, кн. I. — М.: Наука, 1975.
- Видукинд Корвейский. Деяния саксов, кн. II. — М.: Наука, 1975.
- Видукинд Корвейский. Деяния саксов, кн. III. — М.: Наука, 1975.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Видукинд, хронист // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Источниковедение истории южных и западных славян: Феодальный период: Учебное пособие / Отв. ред. Л.П. Лаптева., М.: Издательство МГУ, 1999. — გვ. 24, ISBN 978-5-211-03409-9.