ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვიდადი ჰუსეინ ოღლუ ალიევი (აზერ. Vidadi Hüseyn oğlu Əliyev; დ. 1 სექტემბერი, 1945, აღსტაფას რაიონი) — აზერბაიჯანელი მსახიობი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2019),[1] 2007 წელს დაჯილდოვდა აზერბაიჯანის თეატრის მუშაკთა კავშირის ოქროს მედლით. 2013 წელს დაჯილდოვდა „პროგრესის“ მედლით.

ვიდადი ალიევი
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1945
გეიჯალი, აღსთაფის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

ცხოვრება

რედაქტირება

ვიდადი ალიევი დაიბადა აღსტაფას რაიონის სოფელ გოიჯალში, ინტელექტუალურ ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა.[2] 1967 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი. იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა აზერბაიჯანის ჯაფარ ჯაბარლის სახელობის დრამატულ თეატრში მსახიობად. 1988-2000 წლებში იყო ჯ.ჯაბარლის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

როგორც მსახიობმა შექმნა სხვადასხვა პერსონაჟი 180-მდე სპექტაკლში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიდადი_ალიევი“-დან