ვიაჩესლავ დობრინინი
ვიაჩესლავ გრიგორის ძე დობრინინი (რუს. Вячесла́в Григо́рьевич Добры́нин; დაბადების სახელი ვიაჩესლავ გალუსტის ძე ანტონოვი; დ. 25 იანვარი, 1946, მოსკოვი — გ. 1 ოქტომბერი, 2024, იქვე) — საბჭოთა და რუსი კომპოზიტორი, პოპ მომღერალი. რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1996)[2] . საკავშირო და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი („იურმალა“, „იალტა“, „ბრატისლავა ლირა“, „ოქროს ორფეოსი“, „ზელენა გურა“).
ვიაჩესლავ დობრინინი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 25 იანვარი, 1946 |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
გარდ. თარიღი | 1 ოქტომბერი, 2024[1] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ტროეკუროვის სასაფლაო |
საიტი | vdobrinin.ru |
ვიაჩესლავ დობრინინი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა 1946 წლის 25 იანვარს მოსკოვში. ბავშვობაში ის ცხოვრობდა ლენინის გამზ. №23 სახლში და ხშირად ატარებდა დროს დედის ნათესავებთან სმოლენსკის ოლქში. მამა - გალუსტ ოგანესის ძე პეტროსიანი (გ. 1980) [3] [4], წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან, პოდპოლკოვნიკი, სომეხი, დედა - ანა ივანეს ასული ანტონოვა, მედდა (1916-1981), რუსი, ორივე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. თავად ვიაჩესლავ დობრინინი არასოდეს ატარებდა გვარს პეტროსიანს. კომპოზიტორი არასოდეს შეხვედრია მამას [5].
ვიაჩესლავ დობრინინმა დაამთავრა მოსკოვის მე-5 საშუალო სკოლა. ის იყო სკოლის კალათბურთის გუნდის კაპიტანი, რომელიც გახდა ოქტომბრის რაიონის ჩემპიონი. ის იყო „ბიტლომანი“ . სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1970 წელს (ხელოვნების ისტორიის სპეციალობა, ხელოვნებათმცოდნეობა). შემდეგ ჩააბარა [6] ასპირანტურაში.
კარიერა
რედაქტირებადობრინინის, როგორც კომპოზიტორის დებიუტი შედგა 1970 წელს.
1972 წელს ვია „მხიარული ახალგაზრდებმა“ ჩაწერა მისი სიმღერა „დედამიწაზე სიყვარული ცხოვრობს“ ლეონიდ დერბენიოვის ლექსის მიხედვით, რომელთანაც შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა.
1975 წელს დობრინინი და დერბენიოვი გახდნენ ჰიტის „მშვიდობით“ თანაავტორები. მათი თანამშრომლობა დერბენიოვის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.
1974 წელს კომპანია „მელოდიამ“ გამოუშვა გრამფირფიტა მისი სიმღერით „მე თქვენ მიყვარხართ“.
ბავშვობაში ატარებდა დედის გვარს ანტონოვს, მაგრამ მისი საკომპოზიტორო კარიერის დასაწყისში ფსევდონიმად აიღო გვარი დობრინინი, რადგან იური ანტონოვი უკვე პოპულარული ხდებოდა სცენაზე. ორი წლის შემდეგ მან ოფიციალურად მიიღო სახელი ვიაჩესლავ გრიგორის ძე დობრინინი.
1986 წელს დაიწყო მომღერლის კარიერა.
1987 წელს მოსკოვში გაიმართა ვიაჩესლავ დობრინინის პირველი დიდი შემოქმედებითი საღამო.
1990 წელს კომპანია „მელოდიამ“ დობრინინი „ოქროს დისკით“ დააჯილდოვა გრამფირფიტებისთვის - „ლურჯი ნისლი“ („Синий туман“ სიმღერები მ. რიაბინინის, მუსიკა ვ. დობრინინის) და „ჯადოსნური ტბა“ („Колдовское озеро“ სიმღერები მ. რიაბინინის, მუსიკა ვ. დობრინინის), რომელთაგან თითოეულის ტირაჟი შვიდი მილიონი ეგზემპლარი იყო.
1990 წელს მან შექმნა ჯგუფი „Доктор Шлягер“, რომელთან ერთადაც გამომდიოდა.
2011 წლის მონაცემებით მან დაწერა ათასამდე სიმღერა, გამოუშვა 17 მუსიკალური ალბომი, 12 მინიონი და 19 კომპაქტ-დისკი და ერთადერთი შემსრულებელი გახდა რუსეთში, რომელმაც 1 დღეში 6 კონცერტი გამართა.[7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება- პირველი ცოლი ირინა (დ. 1950, ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში). 15 წელი იმყოფებოდნენ ქორწინებაში.
- მეორე ცოლი (1985 წლიდან) - ირინა დობრინინა, არქიტექტორი [10]
ცხოვრობდა მოსკოვის ოლქის რუზის რაიონში მდ. ოზერნას წყალსაცავის [11] [12] სანაპიროზე მდებარე აგარაკზე.
ავადმყოფობა და გარდაცვალება
რედაქტირება2017 წლის ნოემბერში ვიაჩესლავ დობრინინმა გამოაცხადა, რომ აპირებდა მუსიკალური კარიერის დასრულებას თანამედროვე პოპ-მუსიკის უარყოფისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო.[13]
მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში მან გადაიტანა იშემიური შეტევა და ორი ინსულტი (2018, 2020, 2023).[14] ინსულტის შემდეგ მან სრულად ვერ აღადგინა სამოძრაო ფუნქციები და მეტყველება. ამასთან დაკავშირებით ის პრაქტიკულად არ გამოჩენილა საჯაროდ.[15] ბოლო გამოსვლა შედგა 2024 წლის მარტში ტელეცენტრის არხზე გადაცემაში „კარგი სიმღერები“.[16]
2024 წლის ზაფხულში დობრინინის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.[17] 2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მან მესამე ინსულტი გადაიტანა.[18] [19]
ვიაჩესლავ დობრინინი გარდაიცვალა 2024 წლის 1 ოქტომბრის დილით, [20] [21] მოსკოვის საავადმყოფოში 79 [22] წლის ასაკში. სიკვდილის წინასწარი მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა მწვავე და რესპირატორული უკმარისობა ცერებროვასკულარული შემთხვევის გამო.[23] დაკრძალეს 4 ოქტომბერს მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე.[24]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1991 - რსფსრ დამსახურებული არტისტი - საბჭოთა ხელოვნების სფეროში მოღვაწეობისთვის [25]
- 1996 - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი - ხელოვნების სფეროში დიდი დამსახურებისთვის [26]
- 2006 - სამშობლოსათვის ღირსების ორდენი, IV ხარისხი - საშინაო მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილისთვის და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისთვის [27]
- 2018 - მეგობრობის ორდენი - ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის [28]
- 1982 - მოსკოვის კომკავშირის პრემიის ლაურეატი
- ეროვნული რუსული ოვაციის ჯილდოს სამგზის გამარჯვებული
- ისააკ დუნაევსკის პრემიის ლაურეატი
- ოქროს გრამოფონის ჯილდოს მფლობელი
- 15 სატელევიზიო ფესტივალის „წლის სიმღერა“ლაურეატი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Life // лайф — 2009.
- ↑ Награждён указом президента России № 116 от 29 января 1996 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-17. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
- ↑ Армянскиe «акулы» российского шоубиза: топ-7 звёздных «штурмовиков» (2017-11-12). ციტირების თარიღი: 2022-06-17
- ↑ Сменил имя из-за Антонова, учился с Ландау и попал в кадр благодаря Боярскому: к 75-летию Вячеслава Добрынина. ციტირების თარიღი: 2022-06-17
- ↑ ВЯЧЕСЛАВ ДОБРЫНИН: Я «ЗАСТОЛЬНЫЙ КОМПОЗИТОР»? ЭТО КОМПЛИМЕНТ. ციტირების თარიღი: 2018-11-25
- ↑ «Моя настоящая фамилия Антонов. Петросян — это по отцу»
- ↑ «Достояние республики». «Сегодня» № 13 (3730), 20 января 2011, стр.13
- ↑ Shane McGaffey and his wife Katya. ციტირების თარიღი: 2014-11-20
- ↑ Внук Вячеслава Добрынина впервые посетил Россию. ციტირების თარიღი: 2011-04-20
- ↑ Вячеслав Добрынин: Женщины преследуют меня всюду. ციტირების თარიღი: 2011-07-16
- ↑ Вячеслав Добрынин: «вот возьму и уеду» 22.06.2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-25
- ↑ Вячеслав Добрынин: у меня три парника. ციტირების თარიღი: 2018-11-25
- ↑ 71-летний Добрынин заявил об уходе со сцены
- ↑ Продюсер Дворцов раскрыл детали последних дней жизни Добрынина
- ↑ Тяжелобольной Вячеслав Добрынин не смог подняться на сцену на юбилее Льва Лещенко. ციტირების თარიღი: 2024-10-01
- ↑ Хорошие песни. Песни Вячеслава Добрынина
- ↑ Лев Лещенко рассказал, что Вячеслав Добрынин творил до конца своих дней
- ↑ «Две недели пытались его вытащить»: Лев Лещенко рассказал о последних днях Добрынина
- ↑ Виноградова, Евгения. Перенёсший два инсульта Вячеслав Добрынин экстренно госпитализирован | STARHIT. ციტირების თარიღი: 2024-10-01
- ↑ Умер Вячеслав Добрынин
- ↑ Умер Вячеслав Добрынин
- ↑ Умер Вячеслав Добрынин. ციტირების თარიღი: 2024-10-01
- ↑ Назван диагноз. Врач прокомментировал причину смерти Вячеслава Добрынина. ციტირების თარიღი: 2024-10-01
- ↑ Когда и где похоронят Вячеслава Добрынина
- ↑ О присвоении почетного звания «Заслуженный деятель искусств РСФСР» работникам искусства. pravo.gov.ru. ციტირების თარიღი: 2019-10-22.
- ↑ О награждении государственными наградами Российской Федерации. pravo.gov.ru. ციტირების თარიღი: 2019-10-22.
- ↑ О награждении орденом "За заслуги перед Отечеством" IV степени Добрынина В.Г.. pravo.gov.ru. ციტირების თარიღი: 2019-10-22.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 3 мая 2018 года № 182 «О награждении государственными наградами Российской Федерации». ციტირების თარიღი: 2021-09-01.