ვეძისის სამარხიგვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხი. აღმოჩნდა 1965 წელს საბურთალოს (ახლანდ. სულხან ცინცაძის) ქუჩაზე მდებარე სახლის სარდაფში, 1,5 მ სიღრმეზე. გამოვლინდა მიცვალებულის ჩონჩხის ძვლები და სხვადასხვა მოყვანილობის ცხრა თიხის ჭურჭელი. სავარაუდოა, რომ აქ არსებობდა სამაროვანი, რომელიც სახლების მშენებლობის დროს დაზიანდა. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში.

ლიტერატურა

რედაქტირება