ვერხნი-უფალეი
ვერხნი-უფალეი (რუს. Верхний Уфалей) — ქალაქი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. ვერხნი-უფალეის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 28 267 კაცს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვერხნი-უფალეი Верхний Уфалей | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ჩელიაბინსკის ოლქი | ||||
საქალაქო ოლქი | ვერხნი-უფალეი | ||||
კოორდინატები | 56°03′00″ ჩ. გ. 60°14′00″ ა. გ. / 56.05000° ჩ. გ. 60.23333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1761 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1940 | ||||
ფართობი | 65 კმ² | ||||
მოსახლეობა | 28 267 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 434,88 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 35164 | ||||
საფოსტო ინდექსი | 456800 | ||||
ოფიციალური საიტი | ufaleyadmin.ru | ||||
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე უფალეიკაზე. ჩელიაბინსკიდან 178 კმ-ში. ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში, სვერდლოვსკის ოლქის საზღვართან. უფალეის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთში. ქალაქის მახლობლად მდებარეობს ტბები არაკული და იტკული.
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დაარსდა 1761 წელს, როგორც რკინის ჩამომსხმელი ქარხნის მუშების დასახლება. 1774 წელს ქარხნის მუშებამა მონაწილეობა მიიღეს ემელიან პუგაჩოვის აჯანყებაში, ბრძოლების პერიოდში ქარხანა გადაწვეს. ქარხანამ პროდუქციის გამოშვება დაიწყო 1776 წელს, ხოლო სრული დატვირთვით 1791 წლიდან.
1923 წელს ვერხნი-უფალეი დაბად გამოცხადდა, 1928 წლიდა მუშათა დასახლების სტატუსი მიიღო, ხოლო 1940 წლის 26 აპრილიდან ქალაქია. 1944 წლიდან საოლქო დაქვემდებარების ქალაქია.