ვერტყვიჭალის შავი
ვერტყვიჭალის შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
სახელწოდება მიღებული აქვს მდინარე ძირულასთან გაშენებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის მიხედვით.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად გულისებრი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოზე სუსტადაა აბლაბუდისებრ-ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, დიდი ფრთით, კუმსი, იშვიათად მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, შავი ფერის, წვენი ვარდისფერია.
ვერტყვიჭალის შავი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს — ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5-18.5%-ს, მჟავიანობა — 7-12 გ/ლ-ს.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 127