ვერონიკა დუდაროვა

ვერონიკა დუდაროვა (რუს. Верони́ка Бори́совна Дуда́рова; ოს. Дудараты Барисы чызг Вероникæ; დ. 5 დეკემბერი, 1916 – გ. 15 იანვარი, 2009) — საბჭოთა და რუსი დირიჟორი. პირველი ქალი, რომელმაც მიაღწია წარმატებას როგორც სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა, მე-20 საუკუნეში. 1947 წელს დუდაროვა გახდა მოსკოვის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და ხელმძღვანელობდა ამ და სხვა ორკესტრებს სამოცი წლის განმავლობაში. 1991 წელს მან დააარსა რუსეთის სიმფონიური ორკესტრი.[5]

ვერონიკა დუდაროვა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1916(1916-12-05)[1]
დაბ. ადგილი ბაქო[2]
გარდ. თარიღი 15 იანვარი, 2009(2009-01-15)[3] [1] [4] (92 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ტროეკუროვის სასაფლაო
ვერონიკა დუდაროვა ვიკისაწყობში

დუდაროვა დაიბადა ბაქოში, აზერბაიჯანის სსრ-ში, ეთნიკურად ოსების, ყოფილი არისტოკრატების ოჯახში.[6] იგი სწავლობდა ბაქოს მუსიკალურ სკოლაში (სტეფან შტრასერის კლასი), აგრეთვე სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილებასა (1933–1937) და მოსკოვის კონსერვატორიის დირიჟორთა განყოფილებაში (1939–1947).[6]

ცამეტი წლის განმავლობაში, 1947 წლიდან 1960 წლამდე, დუდაროვა იყო უმცროსი დირიჟორი მოსკოვის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში. 1960 წელს გახდა მთავარი დირიჟორი და ხელმძღვანელობდა ორკესტრს 1989 წლამდე. ხელმძღვანელობდა რუსეთის სიმფონიურ ორკესტრს 1991 წლიდან 2003 წლამდე. 2003 წლიდან გარდაცვალებამდე, 2009 წლის იანვრამდე იყო ორკესტრის სამხატვრო მენეჯერი.[6]

1977 წელს მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.

1987 წლის კრისტინა ოლფოსონის დოკუმენტურ ფილმში „A Woman Is a Risky Bet: Six Orchestra Conductors“, დუდაროვა ხელმძღვანელობს მოსკოვის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრსა და დირიჟორობს გუნდს მოცარტის რეკვიემის შესრულების დროს. ერთ-ერთ ასტეროიდს მინიჭებული აქვს მისი სახელი „9737 დუდაროვა“. .[7]

მისი ვაჟის, მიხაილის თქმით, 1993 წელს ანდორაში გამართული კონცერტის დროს, დუდაროვას დირიჟორობის ინტენსიური სტილის გამო, იგი დაეცა პოდიუმზე, მაგრამ განაგრძო ორკესტრის დირიჟორობა იატაკზე დაწოლილმა, მარჯვენა ხელით და ნაწარმოები ბოლომდე შესრულდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე.[8]

მიღებული აქვს ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, სსრკ-ის სახალხო არტისტი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, რსფსრ-ის სახალხო არტისტი წოდება, რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სტატუსი, რსფსრ-ის გლინკას სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვ.

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #123677963 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Дударова Вероника Борисовна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. https://web.archive.org/web/20090205105824/http://www.google.com/hostednews/ap/article/ALeqM5jbWspzaav5f1wjhl9Rn_4P1WSzuQD95OB4M00
  4. Find a Grave — 1996.
  5. „Russian conductor Dudarova dies at 92“. U-T San Diego, Associated Press. 16 January 2009. ციტირების თარიღი: 20 September 2013.
  6. 6.0 6.1 6.2 Obituary (in Russian). gazeta.ru. ციტირების თარიღი: 16 January 2009
  7. "9737 Dudarova", JPL Small-Body Database Browser
  8. "Со жгучим 'Болеро' на бис" დაარქივებული 2011-11-28 საიტზე Wayback Machine. (With burning Boléro as an encore), interview by Ian Smirnitsky with Dudarova's son Mikhail, Moskovskij Komsomolets, 26 November 2011 (in Russian)