პოლ ვერლენი
პოლ მარი ვერლენი (ფრანგ. Paul Marie Verlaine; დ. 30 მარტი, 1844 — გ. 8 იანვარი, 1896) — ფრანგი პოეტი, სიმბოლიზმის წარმომადგენელი.
პოლ ვერლენი | |
---|---|
ფრანგ. Paul Verlaine | |
დაბადების თარიღი | 30 მარტი, 1844[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | მეცი, მოზელი[17] [15] |
გარდაცვალების თარიღი | 8 იანვარი, 1896[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [18] (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[17] [15] |
დასაფლავებულია | ბატინოლის სასაფლაო |
ფსევდონიმი | Pauvre Lelian[19] და Pablo de Herlagnèz[19] |
საქმიანობა | პოეტი[16] , ესეისტი, მწერალი[20] [21] , ლიბრეტისტი და მთარგმნელი[16] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი | კონდორსეს ლიცეუმი |
ჟანრი | ლირიკა |
ჯილდოები | პოეტების პრინცი |
მეუღლე | Mathilde Mauté |
პარტნიორ(ებ)ი | ჟან ნიკოლა არტიურ რემბო[22] |
შვილ(ებ)ი | Georges Verlaine |
ხელმოწერა | |
დაიბადა მეცში, საშუალო განათლება პარიზის ლიცეუმში მიიღო, შემდეგ კი სახელმწიფო სამსახურში იწყებს მუშაობას. ლექსების წერას ადრეული ასაკიდან იწყებს და თავიდანვე პარნასული მოძრაობისა და მისი ლიდერის შარლ ლეკონტ დე ლილის გავლენის ქვეშ ექცევა.
ვერლენის პირველმა გამოქვეყნებულმა ლექსების კრებულმა "Poèmes saturniens" (1867), მიუხედავად იმისა, რომ სენ-ბევის მიერ მკაცრად იქნა გაკრიტიკებულ, მას მაშინვე დაუმკვიდრა ნიჭიერი და ორიგინალური სტილის პოეტის სახელი. მის ადრეულ ნაშრომებში ვერლენის პირადი ცხოვრება ისახება, რაც მატილდა მოტისადმი სიყვარულით იყო გამოწვეული და რომელზეც მან მოგვიანებით იქორწინა. 1872 წელს ის მატილდას მიმართ ინტერესს ჰკარგავს და ცოლსა და ვაჟს ახალ საყვარელზე, პოეტ არტურ რემბოზე ცვლის. ვერლენი ბევრს სვამდა. ერთხელ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მყოფი ეჭვიანობის მიზეზით რემბოს იარაღით დაჭრის. ამ ინციდენტის შედეგად ვერლენი დააპატიმრეს და მონსის ციხეში ჩასვეს. აქ ის რელიგიურ მოქცევას განიცდის, რაც თავის მხრივ კვლავ მის ნამუშევრებში ისახება. ამ პერიოდის პოეტური გამოვლინება იყო კრებული "Romances sans paroles" ("უსიტყვო რომანსები"). ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვერლენი ინგლისში მოგზაურობს, სადაც ის რამდენიმე წელი მასწავლებლობს და მუშაობს მომდევნო პოემათა კრებულზე "Sagesse" ("სიბრძნე"). 1877 წელს ვერლენი საფრანგეთში ბრუნდება და რეთელის სკოლაში ინგლისურის სწავლების პერიოდში თავისი მოსწავლე, ლუსიენ ლეტინუა, შეუყვარდება, რომელიც მისი შემდგომი ლექსების შთაგონება ხდება. ყმაწვილის ტიფით გარდაცვალების გამო ვერლენს მწვავე დეპრესია ეწყება.
ვერლენი ბოლო წლებს ალკოჰოლიზმსა და სიღარიბეში ატარებს. თუმცა ავტორის სიცოცხლეშივე მისი შემოქმედება საყოველთაოდ აღიარებული იყო, როგორც უახლესი სიტყვა პოეზიაში. შესაძლოა ვერლენის ყველაზე ცნობილი პოემა იყოს "შემოდგომის სიმღერა" (Chanson d'automne), მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა მიერ ამ პოემის კოდურ გზავნილებში გამოყენების წყალობით. ვერლენის პოეზია ასევე პოპულარული იყო მუსიკოსებში, როგორიცაა გაბრიელ ფორე, რომელმაც მის რამდენიმე ლექსზე მუსიკა შექმნა, მათ შორის "La bonne chanson" ("ლამაზი სიმღერა"), და კლოდ დებიუსი, რომელმაც საკუთარ მუსიკაში ვერლენის კრებული, "Fêtes galant" ("გალანტური დღესასწაულები") გამოიყენა.
ვერლენი გარდაიცვალა 1896 წელს, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე პარიზში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პოლ ვერლენი — Find a Grave-ზე
- Works of Paul Verlaine at Project Gutenberg
- (ფრანგული) Works by Paul Verlaine დაარქივებული 2007-05-15 საიტზე Wayback Machine. at Webnet
- (ფრანგული) Works by Paul Verlaine in PDF დაარქივებული 2009-10-04 საიტზე Wayback Machine. at Livres et Ebooks
- (ინგლისური) Resignation and Other Poems დაარქივებული 2008-01-21 საიტზე Wayback Machine. at New Translations
- La Nouvelle Décadence - Extensive online library of Verlaine translations and biographies დაარქივებული 2013-01-17 საიტზე Wayback Machine.
- Four poems by Verlaine, translated by Norman R. Shapiro, with original French texts
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Paul Verlaine
- ↑ 3.0 3.1 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 4.0 4.1 Underwood V. P. Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 NooSFere — 1999.
- ↑ 9.0 9.1 BD Gest'
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 GeneaStar
- ↑ 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 14.0 14.1 Babelio — 2007.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 16.0 16.1 16.2 The Fine Art Archive
- ↑ 17.0 17.1 Верлен Поль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 19.0 19.1 Czech National Authority Database
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118804219 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ https://www.bbc.com/russian/news-38165145