ვერის ნიკოლოზის ჯვარი
ვერის ნიკოლოზის ჯვარი, ვერის ჯვარი, ნიკოლოზის ჯვარი — თუჯის სამახსოვრო ჯვარი ვერაზე. ამჟამად დანგრეულია.
1837 წლის 2 ოქტომბერს, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის თბილისიდან ვლადიკავკაზში მგზავრობის დროს, იმპერატორის ფაეტონი ამოტრიალდა და თავქვე დაეშვა ხევში. შემთხვევის ადგილას იმპერატორის სასწაულებრივად გადარჩენის მოსაგონად 1846 წელს თუჯის ჯვარი აღმართეს.
1896 წელს გამოცემულ ბროშურაში „Тифлисъ и его окрестности“ ვკითხულობთ, რომ „...მდ. ვერეს ხიდზე გამავალი საქართველოს სამხედრო გზა გადის ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც ასევე ვერა ეწოდება. შემდეგ ეს გზა ციცაბო აღმართზე ადის, რომლის ერთ-ერთ შესახვევში კვარცხლბეკზე აღმართულია ჯვარი წარწერით:
„1837 წელს იმპერატორ ნიკოლოზის თბილისიდან გასვლისას ეკიპაჟიდან გადმოვარდნის დროს მისი გადრჩენის აღსანიშნავად““
| |
(რუს. Живый в помощи Вышняго в крове Бога небесного водворится. 2 октября 1837 г.)
|
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 604