ვერიზმი
ვერიზმი (იტალ. verismo < vero - ჭეშმარიტი, ნამდვილი) — რეალისტური მიმართულება იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში. ჩაისახა XIX საუკუნის 70-იან წლებში.
ვერიზმი ლიტერატურაში
რედაქტირებავერიზმზე უშუალო გავლენა მოახდინა ემილ ზოლას ნატურალიზმმა. ვერიზმის მანიფესტის ავტორები არიან ჯოვანი ვერგა და ლუიჯი კაპუანა. ვერისტებმა მიზნად დაისახეს საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლოვანებების ჩვენება მორიდებისა და შენიღბვის გარეშე. მათი ნაწარმოებები გამსჭვალულია ღარიბი გლეხობისა და ქალაქის მდაბიოთა მიმართ თანაგრძნობით, ხშირია განწირულობის გრძნობა, პესიმიზმი და ბედისწერის გარდაუვალობის მოტივი. ყურადღება გამახვილებულია მძაფრ ფსიქოლოგიზმზე, განცდებზე.
ვერისტების ლიტერატურა ხასიათდება რეგიონალიზმით, ხშირია ლოკალური ფერისა და დიალექტების გამოყენება.