ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვერა ხიტილოვა (დ. 2 თებერვალი, 1929, ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია — გ. 12 მარტი, 2014, პრაღა, ჩეხეთი) — ჩეხი ავანგარდისტი კინორეჟისორი და ჩეხური კინოს პიონერი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმია „გვირილები“, რომელიც 1960 წელს ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ აკრძალა. მისი ფილმის, „მგლის სოროს“ (1987) ჩვენება 1987 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ვერა ხიტილოვა
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1929
ოსტრავა, ჩეხოსლოვაკია
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი, 2014
პრაღა, ჩეხეთი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1962-2011

აღებული აქვს ღირსების მედალი (ჩეხეთი) და ჩეხური ლომის ჯილდო.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ხიტილოვა 1929 წლის 2 თებერვალს ოსტრავაში, ჩეხოსლოვაკიაში, მკაცრად კათოლიკე ოჯახში დაიბადა. რელიგიის თემა მის ფილმებში ხშირად ფიგურირებს.

თავდაპირველად სწავლობდა ფილოსოფიასა და არქიტექტურას, თუმცა მალევე მან მიატოვა ეს სფეროები. 28 წლის ასაკში დაიწყო სწავლა პრაღის შემსრულებლობითი ხელოვნების აკადემიაში.

კინო-კარიერა

რედაქტირება

ხიტილოვას ყველაზე ცნობილი ფილმი არის 1996 წელს გადაღებული „გვირილები“ (პოლ. Sedmikrásky). ფილმი გამოირჩევა არათანმიმდევრული თხრობით, სურეალისტური ვიზუალური სტილით. ერთი წლის შემდეგ, 1967 წელს, ფილმი ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ აკრძალა, „საჭმლის უმიზნოდ დახარჯვისა და ნუდისტური სურათის გამო“, თუმცა „გვირილებმა“ 1966 წელს იტალიაში, ბერგამოს კინოფესტივალზე გრან პრი მიიღო. ფილმმა ხიტილოვას საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი.

ფილმის გამოსვლის შემდეგ ხიტილოვას ძალიან გაუჭირდა ჩეხოსლოვაკიაში სამსახურის შოვნა. თუმცა, განსხვავებით თავისი კოლეგებისგან (მაგ. მილოშ ფორმანი), მან ამერიკაში ემიგრანტობას ქვეყანაში დარჩენა არჩია და რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი ქმრის, ცნობილი ოპერატორის, იაროსლავ კუცერას ფსევდონიმით იღებდა სარეკლამო კლიპებს.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ვერა ხიტილოვა გამოირჩეოდა ძლიერი კრიტიკული განწყობით საბჭოთა კავშირის მიმართ, რაც ხშირად იყო მიზეზი ხელისუფლების მხრიდან მისი დევნისა. ის იყო ერთადერთი ქალი ჩეხურ ახალ ტალღაში.

ფილმებში ხშირად იყენებს სიურეალიზმსა და ალეგორიებს. მის კინოში იკვეთება ფრანგული ახალი ტალღისა და იტალიური ნეორეალიზმის გავლენა.

ხიტილოვას ხშირად ახასიათებენ როგორც მებრძოლ ფემინისტ კინორეჟისორს; [1] ახსენებენ სხვა ანტი-რეალისტებთან ერთად, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი, სერგეი ფარაჯანოვი, ალეხანდრო ხოდოროვსკი.

იოზეფ შკვორეცკი, გამოჩენილი ჩეხი კრიტიკოსი და რომანისტი, წერდა: „თავისი სამართლიანობით, არტისტული სითამამით და ორიგინალურობით, და მისი უნარით, რომ გადაურჩეს ყველაზე დესტრუქციულ სოციალურ და პოლიტიკურ კატასტროფებს, ხიტილოვა უნიკალური ფენომენია ჩეხოსლოვაკიურ კინოში“.[2]

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

რედაქტირება

1968 წელს, საბჭოთა კავშირის შემოჭრის შემდეგ, ხიტილოვამ ჩეხოსლოვაკიის დატოვებაზე უარი განაცხადა. დაქორწინდა კინოოპერატორ იაროსლავ კუცერაზე, რომელსაც FAMU-ზე შეხვდა.

ხიტილოვა 2014 წლის 12 მარტს პრაღაში გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სახელწოდება როლი
1961 „ჭერი“ რეჟისორი, სცენარისტი
1962 „რწყილებით სავსე ტომარა“ რეჟისორი, სცენარისტი
1963 „რაღაც განსხვავებული“ რეჟისორი, სცენარისტი
1966 „სიღრმის მარგალიტები“ რეჟისორი
1966 „გვირილები“ რეჟისორი, სცენარისტი
1970 „სამოთხის ხილი“ რეჟისორი, სცენარისტი
1976 „ვაშლის თამაში“ რეჟისორი, სცენარისტი
1978 „უმოწყალო დრო“ რეჟისორი
1979 „პრეტას ამბავი“ რეჟისორი, სცენარისტი
1981 „განსაცდელი“ რეჟისორი, სცენარისტი
1983 „ფავნის ძალიან გვიანი შუადღე“ რეჟისორი, სცენარისტი
1984 „პრაღა: ევროპის მოუსვენარი გული“ რეჟისორი, სცენარისტი
1986 „მგლის ქოხი“ რეჟისორი, სცენარისტი
1987 „მგლის სორო“ რეჟისორი, სცენარისტი
1987 „მასხარა და დედოფალი“ რეჟისორი, სცენარისტი
1988 „ბინძური თამაში“ რეჟისორი, სცენარისტი
1991 „პრაღის მოქალაქეებს ჩემი ესმით“ რეჟისორი, მოთხრობის ავტორი
1998 „მახე, მახე, პატარა მახე“ რეჟისორი, მოთხრობის ავტორი
2000 „ფრენები და დაცემები“ რეჟისორი, სცენარისტი
2001 „სამოთხიდან გაძევება“ რეჟისორი, სცენარისტი
2005 Pátrání po Ester რეჟისორი
2006 „სასიამოვნო მოგონებები“ რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. . All the bright young men and women : a personal history of the Czech cinema.
  2. https://thecinematheque.ca/series/the-anarchic-cinema-of-vera-chytilova
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვერა_ხიტილოვა“-დან