ვერა ვაშაკიძე
ვერა ივანეს ასული ვაშაკიძე (დ. 10 მარტი, 1927, თბილისი, — გ. 22 სექტემბერი, 1996, იქვე) — ქართველი ექიმი-ტოქსიკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1979), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985); საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1994).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1949); მუშაობდა სანატორიუმ „ლიკანსა” და „სტროიტელში” (გუდაუთა); იყო ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური განყოფილების გამგე (1963–1978); ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ხოლო შემდეგ — დირექტორი (1978–1996).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 197.