ვენიამინ ფლეიშმანი

ვენიამინ ფლეიშმანი (რუს. Вениами́н Ио́сифович Фле́йшман; დ. 20 ივლისი, 1913, ბეჟეცკი, ტვერის ოლქი, — გ. 14 სექტემბერი, 1941, კრასნოე სელო, ლენინგრადის ოლქი) — საბჭოთა პერიოდის ებრაული წარმოშობის რუსი კომპოზიტორი.

ლენინგრადის კონსერვატორიაში დიმიტრი შოსტაკოვიჩის ხელმძღვანელობით სწავლობდა (1939-1941), ამ პერიოდში დაიწყო ერთ-აქტიანი ოპერის როტშილდის ვიოლინოს შექმნა ანტონ ჩეხოვის მოთხრობის მიხედვით.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ფლეიშმანი ფრონტზე წავიდა მოხალისედ და მოკლეს ვიდრე ოპერის დასრულებას მოასწრებდა. შოსტაკოვიჩმა მოახერხა ხელნაწერების გადარჩენა ალყაშემორტყმული ლენინგრადიდან, თავად დაასრულა იგი და მის ორკესტრირებას ხელმძღვანელობდა 1943-44 წლებში. შოსტაკოვიჩმა ოპერის დასრულება 1944 წლის 5 თებერვლით დაათარიღა. მოგვიანებით იგი ხელმძღვანელობდა მის გამოქვეყნებასა და შესრულებას.

ოპერის მსოფლიო პრემიერა გაიმართა 1960 წლის 20 ივნისს სსრკ-ის კომპოზიტორთა კავშირის შეხვედრაზე, მოსკოვში, მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების წევრთა შესრულებით. სცენაზე პირველად შესრულდა 1968 წლის აპრილში, ლენინგრადში კამერული ოპერის ექსპერიმენტულ სტუდიაში. მხატვრული ხელმძღვანელი იყო სოლომონ ვოლკოვი, დირიჟორი — მაქსიმ შოსტაკოვიჩი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Лившиц А. Вениамин Флейшман, ― М., 1964