ვენეციის აკადემიის გალერეა
ვენეციის აკადემიის გალერეა (L'Accademia di Belle Arti di Venezia, ვენეციაში უბრალოდ ცნობილი როგორც Accademia), 1800 წლამდე პერიოდის ხელოვნების გალერეა იტალიის ქალაქ ვენეციაში. საფუძველი ჩაეყარა 1807 წელს. გალერეის კოლექცია იქმნებოდა ვენეციის ნატიფი ხელოვნების აკადემიის დაარსების (1750) შემდეგ, აკადემიის ორგანიზატორების ჯ. ბ. პიაცეტასა და ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოს ინიციატივით.
გალერეაში წარმოდგენილია იტალიის XIV-XVIII საუკუნეების და განსაკუთრებით ვენეციური სკოლის მხატვრობა (ჯაკოპო, ჯენტილე და ჯოვანი ბელინები, ვიტორე კარპაჩო, ჯორჯონე, ტიციანი, პაოლო ვერონეზე, ჯაკოპო ტინტორეტო, ჯაკოპო ბასანო და სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 362.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი.
- გალერეის ვირტუალური ტური დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine. (იტალ. ტექსტი).
- სატელიტური ფოტო გუგლმაპსიდან (გრძელი ხიდის სამხრეთ ბოლოსთან).