ვენეგი
ვენეგი, უაჯენესი, უნეგი, ვენგენებტი — ძველი ეგვიპტის ადრეული მეფეების II დინასტიის მეოთხე ფარაონი. სახელი უაჯენსი მოიხსენიება აბიდოსის და საკარის სიებში.
მმართავდა 8 წლის განმავლობაში ფარაონების ნინეჩერის და სენედის შორის, ეგვიპტის ჩრდილოეთს. როგროც ამ დინასტიის უმრავლეს ფარაონებზე, თანამედროვე მეცნიერებისათვის პრაქტიკულად არაფერი არ არის ცნობილი მისი მმართველობის შესახებ.
ცალკეულმა გამოკვლევებმა ცხადყო, თითქოს ვენეგი და პერიბსენი ერთი და იგივე სახეა, მაგრამ ეს ვერსია უარყოფილია უმრავლესი კოლეგების მიერ. უკანასკნელი მონაცემებით გერმანელმა ეგვიპტოლოგმა გამოიკვლია წარწერები ვენეგის მმართველობის დროს და შეუსაბამა სახელს - ხორ რანები. წარწერა უნეგის აკლდამაზე ძალიან ჰგავს წარწერას, რომ მისი მმართველობა გავრცელებული იყო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.