ვეიბისლეთი
ეს სტატია უკატეგორიოა. |
ვეიბისლეთი (შვედ. Vejbyslätt) — დაბა ბარკოკრას სამრევლოში, ენგელჰოლმის მუნიციპალიტეტში, სკონეს საგრაფოში.
დაბა | |
---|---|
ვეიბისლეთი Vejbyslätt | |
ქვეყანა | შვედეთი |
რეგიონი | სკონე |
კოორდინატები | 56°19′05″ ჩ. გ. 12°48′45″ ა. გ. / 56.31832111° ჩ. გ. 12.81266611° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1390 |
ფართობი | 0.12 კმ² |
მოსახლეობა | 66 (2020)[1] კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 |
საფოსტო ინდექსი | S3173[2] |
ისტორია
რედაქტირებაადგილის სახელი "ვეიბისლეთი" მომდინარეობს სიტყვა "Væghby-დან" - შვედურიდან ითარგმნება, როგორც სოფელი, სადაც გზა გადიოდა. იგულისხმება გზა სოფელ ბარკოკრას, ვესტრა კარუპს და თურექუავს შორის. ისტორიულ წყაროებში სახელი პირველად ნახსენებია 1390 წელს. თავდაპირველად მიმდებარე ტერიტორიის ცენტრს სოფელი ვეიბი წარმოადგენდა, ხოლო ის მიწა კი, სადაც დღეს ვეიბისლეთია გაშენებული, დაუმუშავებელი იყო და ადგილობრივი გლეხების მიერ საძოვრებად და კირქვიანი თიხის მოსაპოვებლად გამოიყენებოდა.
1830-იან წლებში პატარა ფერმების გაერთიანების შედეგად, ვეიბისლეთის ადგილას ვეიბიგორდენის მამული ჩამოყალიბდა, ხოლო პირველი საცხოვრებელი სახლები მე-19 საუკუნის მიწურულს, რკინიგზის გაყვანის შემდეგ აშენდა. რკინიგზის სადგური ვეიბისლეთში 1885 წელს გაიხსნა, როცა სკუონე-ჰალანდის რკინიგზა დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დასახლების ოფიციალური სახელი თავდაპირველად ბარკოკრა (სადგური) იყო და ვეიბისლეთი მხოლოდ 1921 წელს დაერქვა.
1969 წელს დაბაში რეჟისორმა იარლ ქულემ გადაიღო შვედი მწერლის ფრიტიოფ ნილსონ პირატენის წიგნის "წიგნების გამყიდველი, რომელმაც ბანაობა შეწყვიტა" ეკრანიზაცია.[3]
1970-იან წლებში მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო რკინიგზის სადგური დაიხურა, რასაც დაბის დეპოპულაცია მოჰყვა.
საზოგადოება
რედაქტირებადაბაში ფუნქციონირებს სამშენებლო მასალების მაღაზია.[4]
ვეიბისლეთში მოქმედებს ასოციაცია "ვეიბისლეთის სოფლისა და კულტურის საზოგადოება," რომელიც დაბის მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე ზრუნავს.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.scb.se/hitta-statistik/statistik-efter-amne/miljo/markanvandning/smaorter-arealer-befolkning/pong/tabell-och-diagram/statistiska-smaorter-2020-befolkning-landareal-befolkningstathet-per-smaort/
- ↑ https://web.archive.org/web/20171222033852/http://www.scb.se/contentassets/3b290b05ed634cf0846ad620362bb708/tabell_1_2010_web_v2.xls
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-17. ციტირების თარიღი: 2022-10-17.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-13. ციტირების თარიღი: 2022-10-13.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-17. ციტირების თარიღი: 2022-10-17.