ვეზირიშვილების სასახლე

ვეზირიშვილების სასახლე — მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში. დგას სოფლის ცენტრში, ზღუდერის წმიდა გიორგის ეკლესიისა და ოსიაურის ციხის შუაში, საჯარო სკოლის ეზოში. აქ განთავსებული იყო სკოლა. გადაკეთებულია რამდენიმეჯერ. XX საუკუნის ბოლოს, 1974 წლამდე მასში სკოლა იყო განთავსებული. ამჟამად გამოყენებულია საჯარო სკოლის სათავსოდ. ძლიერ დაზიანებულია. სასახლე ორსართულიანია, მისი ფასადი სამხრეთისკენაა მიმართული ჩრდილოეთის მხარეს მთელ სიგრძეზე შენობას ღია აივანი ჰქონია. დღევანდელი შუშაბანდი გვიანდელია. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. სამხრეთის მხრიდან პირველ სართულზე მიშენებულია მთავარი შესასვლელი, რომლის ზემოთაც მოწყობილი ყოფილა ღია აივანი. პირველი სართულიდან მეორე სართულზე მოხვედრა შეიძლებოდა შიდა კიბითაც, რომელიც ამჟამად მოშლილია. ოთახების განლაგება ორივე სართულზე იდენტურია. გადმოცემით სასახლიდან ოსიაურის ციხემდე გვირაბია გაყვანილი.

ვეზირიშვილების სასახლეში თავადი ვეზირიშვილების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი გიორგის ძე ვეზირიშვილის ოჯახი. მისი მეუღლე იყო რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და ბაბალე ბარათაშვილი. სასახლეში სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა პოეტის მამამ, მელიტონ ბარათაშვილმა და ის ამავე სოფელში, ზღუდერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, სოფლის სასაფლაოზე განისვენებს[1].

ვეზირიშვილების სასახლეს, 2015 წლის 3 აპრილს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლაცაბიძე თ., ოსიაური, ხაშური, 2013 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება