ვეზანი (კამბეჩოვანის ერისთავი)

ვეზანიკამბეჩოვანის მმართველი VI საუკუნეში, ირანელთა მოხელე. მოხსენიებულია XI საუკუნის მწერლის სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში; სხვა წყაროები მას არ იცნობს.

ვეზანი სასანიანთა ცნობილი მხედართმთავრის, აზერბაიჯანის მარზპანის ბაჰრამ ჩუბინის დანიშნული „ერისთავი“ ყოფილა. კამბეჩოვანს ჩასულ ასამ და ვარაზვარდ ბაგრატიონებს ხალხი ვეზანის წინააღმდეგ აუჯანყებიათ, თავად ვეზანი მოუკლავთ და კამბეჩოვანი დაუპყრიათ.

თ. პაპუაშვილს სუმბატის ცნობის სისწორეში ეჭვი არ შეაქვს. მისი ვარაუდით, ვეზანს რეზიდენცია ხორნაბუჯში უნდა ჰქონოდა და არ გამორიცხავს, რომ ვეზანს ეკუთვნოდა ძველ ანაგასთან გათხრილი აკლდამა, სადაც სასანური ძვირფასი ნივთებია აღმოჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპუაშვილი თ., ვეზან ხორნაბუჯელი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 235.
  • Rapp Jr. Stephen H., The Sasanian World through Georgian Eyes: Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature, Ashgate, 2014. — გვ. 344.