ვედსტენის ციხესიმაგრე

ვედსტენის ციხესიმაგრე (შვედ. Vadstena slott) — შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, რომელიც ვეტერნის ტბასთან 1545 წელს აიგო გუსტავ ვაზას ბრძანებით სტოკჰოლმის დანიელთა მოსალოდნელი შემოსვებისგან დასაცავად.

ვედსტენის ციხესიმაგრე

1552 წელს სიმაგრის საქორწილო დარბაზში მეფემ კატარინა სტენბოკთან ქორწილი გადაიხადა. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ციხესიმაგრეში ბინა დაიდო მეფის გონებრივად არასრულფასოვამნა ვაჟმა მაგნუსმა, რომელიც იქვემდებარე ვედსტენის სააბატოშია დაკრძალული.

ვედსტენის ციხესიმაგრის შემადგენლობაში წინათ სამი ქვისგან ნაგები საცხოვრებელი შენობა შედიოდა, ფართო კედლებით, თხრილითა და ოთხი გოდოლით. 1620 წლიდან, მართალია, სიმაგრის შენობები არ გადაუკეთებიათ, მაგრამ, საფორტიფიკაციო ნაგებობები მოაცილეს. 161716 წელს სიმაგრემ სამეფო რეზიდენციის სტატუსი დაკარგა და ხორბლის საწყობად გადაკეთდა.

XX საუკუნეში სიმაგრეში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება