ვებ–სერვისი, ვებ–მომსახურება (ინგლ. – web service) — ვებ–მისამართით იდენტიფიცირებული პროგრამული სისტემა სტანდარტული ინტერფეისით.

ვებ–სერვისი

ვებ–სერვისები ზემოქმედებენ ერთმანეთზე. გამოყენებისას ვებ–სერვისებს უწოდებენ მომსახურებას ინტერნეტში. ამ თვალსაზრისით, ტერმინი საჭიროებს დაზუსტებას, საუბარი მიდის ძიებაზე, ვებ–ფოსტაზე, დოკუმენტების შენახვაზე, ფაილებზე თუ სხვ. ასეთი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კომპიუტერის, ბრაუზერის ან ინტერნეტთან წვდომის ადგილისაგან დამოუკიდებლად.

არქიტექტურა

რედაქტირება

როგორც ფოტოზეა გამოსახული, ვებ–სერვისის ფარგლებში შეიძლება გამოვყოთ სამი ერთმანეთზე მოქმედი ინსტანცია.

  • შემკვეთი (service requestor);
  • შემსრულებელი (service provider);
  • კატალოგი (service broker).

როდესაც სერვისი შეიქმნება შემსრულებელი არეგისტრირებს მას კატალოგში, სადაც უკვე მისი პოვნა შეუძლიათ პოტენციურ შემკვეთებს. შემკვეთი მოძებნის რა კატალოგში შესაბამის სერვისს, ახდენს WSDL–სპეციფიკაციის იმპორტირებას და მის შესაბამისად ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას. WSDL აღწერს კითხვა–პასუხის ფორმატს, რომელსაც ერთმანეთს უცვლიან შემკვეთი და შემსრულებელი მუშაობის პროცესში. ურთიერთზემოქმედების უზრუნველყოფისათვის გამოიყენება სხვადასხვა სტანდარტები.

  • „XML“ – გაფართოებული ენის ნიშნები, რომლის დანიშნულებაა ენის სტრუქტურული მონაცემების შენახვა–გადაცემა.
  • „SOAP“ – შეტყობინებათა გაცვლის პროტოკოლი XML მონაცემთა ბაზაზე.
  • „WSDL“ – ვებ–სერვისების გარე ინტერფეისების აღწერის ენა XML მონაცემთა ბაზაზე.
  • „UDDI“ – ამოცნობის, აღწერისა და ინტეგრაციის უნივერსალური ინტერფეისი (Universal Discovery, Description and Integration).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება